საქმე №ა-1014-შ-31-2019 17 აპრილი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.მ.
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ა.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის სააპელაციო სასამართლოს, კოლმარის დიდი ინსტანციის ტრიბუნალის, მეორე სამოქალაქო პალატის 2016 წლის 21 მარტის განაჩენი (N RG 15/02299; N IIJ:161771)
დავის საგანი – მშობლის უფლებების მინიჭება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მამის უფლებებისა და ბავშვის მოვლის ხარჯებში წვლილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის სააპელაციო სასამართლოს, კოლმარის დიდი ინსტანციის ტრიბუნალის, მეორე სამოქალაქო პალატის 2016 წლის 21 მარტის განაჩენით მშობლის უფლებები მიენიჭა დედას; დადგინდა, რომ მამას აქვს უფლება მიხედოს ბავშვის მოვლასა და აღზრდას; ბავშვის საცხოვრებელი ბინა განისაზღვრა დედასთან; დადგინდა, რომ წინამდებარე პროცედურაში, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვის მოვლის ხარჯის წვლილის განსაზღვრას, შეუძლებელი აღმოჩნდა მამასთან დაკავშირება, რომელიც სავარაუდოდ თავის ქვეყანაში დაბრუნდა. დადგინდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა მისი შეტყობინებისთანავე.
2. 2019 წლის 1 მარტს მ.მ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის სააპელაციო სასამართლოს, კოლმარის დიდი ინსტანციის ტრიბუნალის, მეორე სამოქალაქო პალატის 2016 წლის 21 მარტის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ აპოსტილით დამოწმებულ სასამართლო განაჩენზე კოლმარის სააპელაციო სასამართლოს ბეჭდით ირკვევა, რომ 2016 წლის 2 ივნისის მდგომარეობით წინამდებარე განაჩენი არ გასაჩივრებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის სააპელაციო სასამართლოს, კოლმარის დიდი ინსტანციის ტრიბუნალის, მეორე სამოქალაქო პალატის 2016 წლის 21 მარტის განაჩენით მშობლის უფლებები მიენიჭა დედას; დადგინდა, რომ მამას აქვს უფლება მიხედოს ბავშვის მოვლასა და აღზრდას; ბავშვის საცხოვრებელი ბინა განისაზღვრა დედასთან; დადგინდა, რომ წინამდებარე პროცედურაში, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვის მოვლის ხარჯის წვლილის განსაზღვრას, შეუძლებელი აღმოჩნდა მამასთან დაკავშირება, რომელიც სავარაუდოდ თავის ქვეყანაში დაბრუნდა.
6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ აპოსტილით დამოწმებულ სასამართლო განაჩენზე კოლმარის სააპელაციო სასამართლოს ბეჭდით ირკვევა, რომ 2016 წლის 2 ივნისის მდგომარეობით წინამდებარე განაჩენი არ გასაჩივრებულა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების წარმოშობის, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მასთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის სააპელაციო სასამართლოს, კოლმარის დიდი ინსტანციის ტრიბუნალის, მეორე სამოქალაქო პალატის 2016 წლის 21 მარტის განაჩენი ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის სააპელაციო სასამართლოს, კოლმარის დიდი ინსტანციის ტრიბუნალის, მეორე სამოქალაქო პალატის 2016 წლის 21 მარტის განაჩენი (N RG 15/02299; N IIJ:161771), რომლითაც მშობლის უფლებები მიენიჭა დედას, დადგინდა, რომ მამას აქვს უფლება მიხედოს ბავშვის მოვლასა და აღზრდას, ბავშვის საცხოვრებელი ბინა განისაზღვრა დედასთან, დადგინდა, რომ წინამდებარე პროცედურაში, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვის მოვლის ხარჯის წვლილის განსაზღვრას, შეუძლებელი აღმოჩნდა მამასთან დაკავშირება, რომელიც სავარაუდოდ თავის ქვეყანაში დაბრუნდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი