17 აპრილი, 2019 წელი,
საქმე №ას-1611-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებაში (შპს “G.D.G-ის“ საკასაციო საჩივარზე ნ.ს–სა და მ.ბ–ის მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე) დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში წერია, რომ შპს “G.D.G-ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1230 (ათას ორასოცდაათი) ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 05.11.2018წ.) 70% - 861 (რვაასსამოცდაერთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში შეცდომით იქნა მითითებული შემდეგი ტექსტი: „(პ/ნ .....) მიერ“. ვინაიდან, სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა შპს “G.D.G-ის“ მიერ, რომლის საკადასტრო კოდია - .....
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტიდან ამოღებულ უნდა იქნას შემდეგი ტექსტი: „(პ/ნ ......) მიერ“ და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბებულ უნდა იქნას შემდეგნაირად: შპს “G.D.G-ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1230 (ათას ორასოცდაათი) ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 05.11.2018წ.) 70% - 861 (რვაასსამოცდაერთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტიდან ამოღებულ იქნას შემდეგი ტექსტი: „(პ/ნ .....) მიერ“ და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბებულ იქნას შემდეგნაირად შპს “G.D.G-ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1230 (ათას ორასოცდაათი) ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 05.11.2018წ.) 70% - 861 (რვაასსამოცდაერთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი