საქმე №ა-178-შ-22-07 3 აპრილი, 2019 წელი
უსწორობა ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. პ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებით ა. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ. ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კ. პ-ის და გ. ს. (შ.)* - პოოლის განცხადება (მცხოვრები დამბახერ შტრასე 114, 90763 ფიურტი) ა. ქ-ის შვილად აყვანასთან დაკაშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ა. ქ-ე, დაბადებული 19... წლის ... ივნისს, მცხოვრები ამყვან პირებთან, ამყვან პირთა საერთო შვილად. ა. ქ-ემ მიიღო გვარი - პ-ი.
2019 წლის 26 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა დ. პ-მა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებლის განმარტებით, გერმანიის ქ. ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების თარგმნისას თარჯიმნის მიერ მოხდა მექანიკური შეცდომის დაშვება და გვარი „P.“ ნაცვლად „პ.“-სა თარგმნა, როგორც „პ.“. ამასთან, განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ მითითებული გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და მას მიღებული აქვს, როგორც შეცვლილი დაბადების მოწმობა, ასევე საქართველოს მოქალაქის პასპორტი გვარით „პ.“. თუმცა ახალი პირადობის მოწმობის ასაღებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა მოსთხოვა უზენაესი სასამართლოს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.
დ. პ-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები: ა) ა. ქ-ის შვილად აყვანის მოწმობის ასლი; ბ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ ა. ქ-ემ სახელი „ა.“ შეიცვალა სახელით - „დ.“; გ) დ. პ-ის საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გერმანიის ქ. ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების ქართულენოვან თარგმანში თარჯიმნის მიერ, როგორც შვილად ამყვანების, ისე შვილად აყვანილის გვარი (გერმანულენოვან დოკუმენტში „P.“) რიგ შემთხვევაში ნათარგმნია, როგორც „პ.“, რიგ შემთხვევაში კი, როგორც „პ.“. ამასთან, წარმოდგენილ შვილად აყვანის მოწმობაში მშვილებლის (მამაკაცი) გვარი მითითებულია -„პ.“ და საქართველოს მოქალაქოს პასპორტშიც განმცხადებლის გვარად მითითებულია - „პ.“. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია განმცხადებლის შეცვლილი დაბადების მოწმობა, სადაც მისი და მისი მშობლების გვარად მითითებულია - „პ.“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს განმცხადებლის მოთხოვნა და გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობა საქმეზე №ა-178-შ-22-07. კერძოდ, განჩინების შესავალ, აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებული გვარი „პ.“ შეიცვალოს გვარით - „პ.“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობა საქმეზე №ა-178-შ-22-07. კერძოდ, განჩინების შესავალ, აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებული გვარი „პ.“ შეიცვალოს გვარით - „პ.;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე