საქმე №ა-5030-შ-125-2018 1 აპრილი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. შ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილებით ე. შ-სა და ი. შ-ს შორის 1996 წლის 18 დეკემბერს ო-ის მმაჩის დაწესებულების თანამშრომლის წინაშე შემდგარი ქორწინება (ქორწინების რეესტრი №--) შეწყდა.
2. ე. შ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება (დაზუსტებული მოთხოვნა).
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 12 სექტემბრიდან; მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ე. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2018 წლის 31 დეკემბერს და ჩაბარდა 2019 წლის 11 იანვარს. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილებით ე. შ-სა და ი. შ-ს შორის 1996 წლის 18 დეკემბერს ო-ის მმაჩის დაწესებულების თანამშრომლის წინაშე შემდგარი ქორწინება (ქორწინების რეესტრი №-...) შეწყდა; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 12 სექტემბრიდან; მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
10. რაც შეეხება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევას, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიულ ინტერესად უთითებს, რომ სურს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში განქორწინების რეგისტრაცია. განსახილველ შემთხვევაში, განქორწინების თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც სურს მხარეს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. შ-ს ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ არ გააჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
11. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილება უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო შუამდგომლობა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილება, რომლითაც ე. შ-სა და ი. შ-ს შორის 1996 წლის 18 დეკემბერს ო-ის მმაჩის დაწესებულების თანამშრომლის წინაშე შემდგარი ქორწინება (ქორწინების რეესტრი №--) შეწყდა;
3. ე. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რავენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს №8F 67/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე