საქმე №ას-58-54-2017 31 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ტ---“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე –შპს „ქ. კ-ა“ (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სიტყვიერი სასაქონლო ნიშნების ბათილად ცნობა; კომბინირებულ სასაქონლო ნიშნებში სიტყვიერი ჩანაწერების დისკლამაციის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ტ--“ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) რეგისტრირებულია საქართველოში და მისი იურიდიული მისამართია: თ., ი-ის ქ. №...; შპს „ქ. ღ-ა“ (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) რეგისტრირებულია საქართველოში და მისი იურიდიული მისამართია: თ., ა-ი; მისი შემოკლებული აბრევიატურაა G-- (ჯ---).
2. მოპასუხეს სხვადასხვა დროს (მათ შორის, 2001 წლიდან) „საქპატენტში“ დარეგისტრირებული აქვს რამდენიმე სიტყვიერი და კომბინირებული სასაქონლო ნიშანი, რომლებიც შეიცავენ სიტყვიერ აღნიშვნებს (სიტყვებს) – „ძ--–- თ---; „С--- Т---“; „O-- T----“. ეს სასაქონლო ნიშნები დარეგისტრირებულია საქონლის და/ან მომსახურების (ნიცის კლასიფიკაციის) სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე კლასისათვის.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული (1..9; 1..1; 1..3; 2..53) სიტყვიერი სასაქონლო ნიშნების ძ-; „С--- Т---“; „O-- T----“ ბათილად ცნობა; აგრეთვე, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული (1..0; 1..1; 1..2; 1..3) კომბინირებული სასაქონლო ნიშნების შემადგენელი სიტყვიერი ჩანაწერის (ძ--; „С----- Т------“; „O-- T------“ ) დისკლამაცია (დაუცველ ნაწილად აღიარება).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული (რეგისტრაციის ნომერი - 1..9; 1..1; 1..3; 2..3) სიტყვიერი სასაქონლო ნიშნები - ძ---–- თბილისი С----- Т------ O-- T------. მოხდა დისკლამაცია (დაუცველ ნაწილად აღიარება) მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული კომბინირებული სასაქონლო ნიშნების (რეგისტრაციის ნომერი - 1..0; 1..1; 1..2; 1..3) შემადგენელი სიტყვიერი ჩანაწერისა - ძ---–-С----- Т------ O-- T------.
5. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და თავისი სააპელაციო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1. მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე (ნორმის დანაწესი: „სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა უცხო ქვეყნის სახელმწიფო გერბს, დროშას ან ემბლემას, სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; საერთაშორისო ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის ემბლემას, სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; ოფიციალურ საკონტროლო, საგარანტიო ან სასინჯო დამღას, ნიშანს (მათ შორის, საქონლის შესაბამისობის სასერტიფიკაციო ნიშანს), ბეჭედს, ორდენს ან მედალს; საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას, გერბს, დროშას, ემბლემას ან ფულის ნიშანს, ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე სიმბოლოს იმიტაციაა. აღნიშნული სიმბოლო სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ან მფლობელის თანხმობა ამ სიმბოლოს გამოყენებაზე).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. მოპასუხის კუთვნილ შემდეგ კომბინირებულ სასაქონლო ნიშნებს: ნიშანი - ეტიკეტი, რომელიც შეიცავს ქართული ასონიშნებით შესრულებულ სიტყვებს - ძ---–- ; მისი რეგისტრაციის ნომერია - 1..0, რეგისტრირებულია 32 (ლუდი; მინერალური და გაზიანი წყალი და სხვა უალკოჰოლო სასმელები; ხილის სასმელები და ხილის წვენები; სიროფები და სასმელების დასამზადებელი სხვა შემადგენლობები) კლასისათვის, 33 (ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდის გარდა) და 43 (საკვები პროდუქტებით და სასმელებით უზრუნველყოფა; დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) კლასებისათვის; ნიშანი - ეტიკეტი, რომელიც შეიცავს ქართული ასონიშნებით შესრულებულ სიტყვებს - ძ--; მისი რეგისტრაციის ნომერია - 1..1, ასევე, რეგისტრირებულია 32, 33 და 43 კლასებისათვის; ნიშანი - ეტიკეტი, რომელიც შეიცავს რუსული ასონიშნებით შესრულებულ სიტყვებს - С----- Т------; მისი რეგისტრაციის ნომერია - 1..2, რეგისტრირებულია იმავე - 32, 33, 43 კლასებისათვის ნიშანი - ეტიკეტი, რომელიც შეიცავს რუსული ასონიშნებით შესრულებულ სიტყვებს - С----- Т------; მისი რეგისტრაციის ნომერია - 1..3, რეგისტრირებულია, ასევე, იმავე (32, 33, 43) კლასებისათვის; სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია ძალაშია.
9. მოპასუხე კომპანიის კუთვნილი, ზემოაღნიშნული სადავო სასაქონლო ნიშნები დაცულია მთლიანობაში, მასში არსებული სიტყვიერი ჩანაწერი - „---, „---“, „-“ დამოუკიდებელ სამართლებრივ დაცვას არ ექვემდებარება;
10. მოსარჩელე კომპანია აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ქართულ ღვინოს, რა დროსაც, იყენებს კომბინირებულ სასაქონლო ნიშანს - ეტიკეტს, რომელიც შეიცავს სიტყვიერ აღნიშვნას, სახელდობრ, ერთდროულად, ქართული და რუსული ასონიშნებით შესრულებულ სიტყვებს - Т-- ტ–ისური ძ-ი;
11. მოსარჩელემ 2004 წელს მიმართა „ს-ს” სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის ს-- თ---- С----- Т----- ს--- ტ----–ის რეგისტრაციის მოთხოვნით 33 (ალკოჰოლიანი სასმელები) კლასისათვის, რაზეც ეთქვა უარი.
12. მოსარჩელე ახდენს მის მიერ წარმოებული პროდუქციის (ღვინის) ექსპორტს, ის არ ახდენს ღვინის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე; მოპასუხე კომპანია ახორციელებს თავისი პროდუქციის (მათ შორის, ღვინის) როგორც საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციას, ისე მის ექსპორტს; მოპასუხის ღვინის ბრენდი „ძ---–- თ--- მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია. იგი ცალკე ბრენდად შეიქმნა 1999 წელს.
13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ „ძ.- თ.-- წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ისტორიულ და ამჟამინდელ დასახელებას და მიუთითა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითმმართველი ერთეული ეს არის, დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსულობები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასახლებათა კატეგორიებია: დ.ა) სოფელი; დ.ბ) დაბა; დ.გ) ქალაქი; ხოლო, „ზ“დასახლების ნაწილი (უბანი).
14. ქ. თბილისში არსებული ტერიტრიული ერთეულების დასახელებები განსაზღვრულია: ა) ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N1-4 გადაწყვეტილებით „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიების გატარების შესახებ“ და ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N1-5 გადაწყვეტილებით „თბილისის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად - უბნებად დაყოფის შესახებ“.
15. „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიების გატარების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N1-4 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის ტერიტორია დაყოფილია 10 რაიონად, ხოლო, „თბილისის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად - უბნებად დაყოფის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N1-5 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით, ქ. თბილისის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული რაიონები დაყოფილია ტერიტორიულ უბნებად.
16. არცერთ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში, „ძ.- თ.-- არ არის მოხსენიებული, როგორც ტერიტორიული ერთეული.
17. იმისათვის, რომ „ძ.- თ.-- ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ამჟამინდელ დასახელებად, იგი ასეთად მიჩნეული უნდა იქნეს იმ შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ არცერთი ოფიციალური დოკუმენტით „ძ..- არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ამჟამინდელ დასახელებას [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 102.3 მუხლი]. ამასთან, სადავო გარემოება, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით. ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად მოხდა იმის დადგენა. რომ „ძ.- წარმოადგენს არსებული ტერიტორიული ერთეულის სახელწოდებას.
18. მოსარჩელის აპელირებათან მიმართებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს ისტორიულ დასახელებას, პალატამ განმარტა, რომ ტერიტორიული ერთეულის ისტორიული დასახელება წარმოადგენს ისეთ სახელს, რომელიც ამა თუ იმ ისტორიულ წყაროში გამოყენებულია კონკრეტული ტერიტორიის სახელწოდებად.
19. გარდა იმისა, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, ისტორიულად რომელ ტერიტორიას ერქვა „ძ.- ამასთან, საქმის მასალებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშვნის „ძ-. თ.-ს“ გამოყენებას რომელიმე, შემოსაზღვრული ტერიტორიის იდენტიფიცირებისათვის. პირველი ინსტანციის სასამართლომ ძ-. თ-ი ქალაქ თბილისის ისტორიულ ნაწილად მიიჩნია იმ დასაბუთებით, რომ იგი დაახლოებით მოიცავდა იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1936 წლამდე „ტ-ი“ ეწოდებოდა, რაც პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ „ძ-. წარმოადგენს „ტ-“-ს ანალოგს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ „ტ-ი“ წარმოადგენს ტერიტორიული ერთეულის ისტორიულ სახელწოდებას და არა „ძ-. პალატის მოსაზრებით, „ძ-. თბილისის ძველი უბნების გამაერთიანებელ სიმბოლურ დასახელებას წარმოადგენს და არა ნორმატიულ საზღვრებში მოქცეული რომელიმე ტერიტორიული ერთეულის ისტორიულ სახელს.
20. სააპელაციო პალატამ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-3 მუხლის პირველ პუნქტი.
21. იმავდროულად, მიუთითა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას. ასეთი სიმბოლოები სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა მათი გამოყენების თაობაზე.
22. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქონლის მთელი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.
23. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ სადავო სიტყვიერი სასაქონლო ნიშნები (ძ-. თ. С----- Т------ O-- T------) არ ექცეოდა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ პუნქტის მოქმედების სფეროში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „ტ---“-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ.
25. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს პალატამ გამოიყენა, მაგრამ არასწორად განმარტა სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
26. კასატორი აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
27. კასატორი მიუთითებს, რომ კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ შეიცავს ამკრძალავ ნორმას სასაქონლო ნიშნად საქართველოს ტერიტორიული ერთეულის დასახელების გამოყენებაზე. საქართველოში წარმოებული საქონელი თუ შემოთავაზებული მომსახურებები უმეტესად კვლავ ასეთი ტიპის სასაქონლო ნიშნებითაა წარმოდგენილი. მაგალითისთვის საკმარისია ავღნიშნოთ რესტორნების დასახელებები - „მ-ა“, „მ-ი“,“კ--ი,“ძ-- თ-, „ძ- ე--“, „ვ-ე“, „ს-ო“ ,“ო---ი“, „მ-ი“ და სხვა. სამწუხაროდ „საქპატენტის“ მიერ რეგისტრირებული ასეთი ტიპის არა ერთი სასაქონლო ნიშანი იწვევს ეჭვს ამ რეგისტრაციების კანონთან შესაბამისობასთან მიმართებით.
28. მეტად პოპულარული გახდა საქართველოში არსებულ ტერიტორიულ დასახელებაზე სიტყვა „ძ--ს“ დამატება. გასაკვირია ის ფაქტიც, რომ „საქპატენტი“ რატომღაც ატარებს რეგისტრაციაში ასეთ სიმბოლოებს, საკმარისად თვლის რა იმას, რომ განმცხადებელი ნიშნისა არის საქართველოს რეზიდენციის მქონე პირი. ამის ნათელი მაგალითია სადაო სასაქონლო ნიშნები „ძ--. სხვა მაგალითებია რესტორანი თბილისში „ძ--- ე-------“, სასმელი ბრენდი „ძ--კ--, ლუდი, ლიმონათი „--------“ თუ „-----------“. კასატორი ინტერესდება თუ რა შემოქმედებითი შრომა ჩადო განმცხადებელმა სასაქონლო ნიშნისა სიმბოლოდ „ძ--- თ----ს შერჩევაში, რომლის საფუძველზეც მოიპოვა განსაკუთრებული უფლება, ანუ უფლება აუკრძალოს მესამე პირებს გამოიყენოს კომერციულ საქმიანობაში სიმბოლო „ძ---–- თ---; რატომ მიანიჭა საქპატენტმა განსაკუთრებული უფლება გამოყენებაზე მხოლოდ ერთ კომპანიას სიმბოლოსი „ძ-და დაუკარგა ამის უფლება სხვა პირებს.
29. კასატორის მოსაზრებით, სასურველია რომ მეწარმეებმა საერთოდ უარი თქვან კომერციულ საქმიანობაში ისეთი სიმბოლოების გამოყენებაზე, რომლებიც წარმოადგენენ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ან კულტურის და რელიგიური ძეგლების დასახელებებს, რადგან ასეთი სიმბოლოები არ ემსახურებიან საქონლისა და მომსახურებების მწარმოებელ/მიმწოდებელის იდენტიფიკაციას. მეწარმეებში ასეთი მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდეს, როგორც საქპატენტი, ასევე, სასამართლო.
30. იმავდროულად, კასატორი აღნიშნავს, რომ მაინც არსებობენ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები, რომლებიც წარმოადგენენ მთლიანობაში ან ძირითადად წარმოადგენენ ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიის დასახელებას. მაგრამ ასეთ რეგისტრაციებს სხვა სამართლებრივი საფუძველი გააჩნიათ. სახელდობრ, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ასეთმა სიმბოლომ პრაქტიკაში ხანგრძლივი გამოყენების შედეგად შეიძინა განმასხვავებლობა, ანუ მომხმარებელი ამ სიმბოლოთი ახდენს იდენტიფიცირებას საქონლისა მწარმოებელთან. ამის ნათელი მაგალითია რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნად სიმბოლსი „ლ. მ.“ ჩაწერილი ლათინურ ანბანზე.
31. საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნებზე იმდენად მკაცრად წყვეტს ასეთ საკითხს (სასაქონლო ნიშნად ტერიტორიის დასახელების რეგისტრაცია), რომ ასეთი, სხვა ქვეყნებში ნებადართული გამონაკლისიც კი არ დაუშვა. რაც შეეხება ნიშნის რეგისტრაციაზე უარის სხვა აბსოლუტურ საფუძვლებს, კანონმდებელმა დაუშვა გამონაკლისები სხვა საფუძვლებისათვის, გეოგრაფიული წარმოშობის ადგილის ჩათვლით, იმ მოტივით, რომ თუ სიმბოლომ განაცხადის შეტანისათვის შეიძინა განსხვავებადობა ხანგრძლივი გამოყენების შედეგად (სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის მუხლი 4. პუნქტი 3) მაშინ შესაძლებელია მისი რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნად. მაგრამ არ დაუშვა ასეთი გამონაკლისი ისეთი სიმბოლოებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ან შეიცავენ საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას.
32. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის დამატებით საფუძვლად კასატორი მიიჩნევს იმას, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აკონკრეტებს და განმარტავს უფრო დეტალურად იმას, თუ რა იგულისხმება სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მოხსენიებულ „საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებაში“. საკანონმდებლო აქტში მოცემულ ამ დეფინიციას სხვადასხვანაირი, ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტება მისცა „საქპატენტმა“, თბილისის სამოქალაქო სასამართლომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ.
33. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ „ძ--“ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ისტორიულ და ამჟამინდელ დასახელებას, მიუხედავად იმისა, რომ „--“ უდავოდ საქართველოს ტერიტორიული ერთეულის დასახელებაა.
34. სააპელაციო პალატა აღიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ განმარტებას ტერიტორიისა, როგორც მიწის ზედაპირის ნაწილს, რომელსაც აქვს გარკვეული საზღვრები. ეთანხმება იმასაც, რომ „ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც არ არის ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული, მიეკუთვნება: დასახლებული პუნქტი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოების გარეშე, ბუნების ძეგლების ტერიტორია, . . ., ისტორიული დასახელება ქალაქის ისტორიული ნაწილისა, რომლის ტერიტორიაზეც განვითარებულია ურბნისტული ძეგლები – ანსაბლები, მოედნები, ქუჩები, ძველი დაგეგმარებისა და განაშენების ნაშთები და ა.შ.“ (გასაჩივრებული გადაწყვეტილების გვ. 12, აბზაცი 3).
35. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კი, დამაჯერებლად აღწერა თავის გადაწყვეტილებაში ის, თუ რატომ არის სიმბოლო „ძ- თ-“- საქართველოს დედაქალაქის ისტორიული უბნების დასახელება. მოსამართლე დაეყრდნო თავის შინაგან რწმენას, ქალაქ თბილისის ტერიტორიული დაგეგმარებისა თუ ისტორიის ცოდნას და წარდგენილ მტკიცებულებას მასზედ, რომ უახლოეს წარსულში არსებობდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ძველი თბილისი მკაცრად განსაზღვრული საზღვრებით.
36. პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის № 1–4 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ქ. თბილისის 10 რაიონი და ამ ჩამონათვალში არ არის „ძ--“. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ის, რომ „ძ---“ არ არის მოხსენიებული ქ. თბილისის ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულთა ჩამონათვალში არ ნიშნავს იმას, რომ ბუნებაში არ არსებობს ტერიტორია სახელით „ძ- თ-“-.
37. რაც შეეხება სააპელაციო პალატის დასკვნას იმაზე, რომ „ძ--“ არ შეიძლება ჩაითვალოს ტერიტორიული ერთეულად, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია, რომ 2006 წლის 12 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 იანვრამდე ქ. თბილისის ერთ-ერთი რაიონი იყო ძ-თ.. ტერიტორია „ძ--“ ოფიციალური დოკუმენტითაა დადგენილი თავისი საზღვრებითა და გეოგრაფიული კოორდინატებით. არსებობს საჯაროდ ხელმისწვდომი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ტერიტორიის „ძ---“ საზღვრებს, როგორც თბილისის ერთერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონისა. კასატორს არასწორად მიაჩნია, ასევე სააპელაციო პალატის მითითება ტერიტორიული ერთეულის ზუსტი საზღვრების დამამტკიცებელი დოკუმენტის წარდგენაზე. კანონმდებელი ამას არ ითხოვს და აღნიშნული ადასტურებს, რომ სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი არასწორადაა გამოყენებული.
38. კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო პალატის მითითება მასზე, რომ თურმე 1936 წლამდე არსებული ქალაქის დასახელება იყო არა „ძ-“, არამედ „ტ--ი“. კასატორის აზრით არსებითი ის კი არაა თუ რა სახელი ერქვა ამა თუ იმ ტერიტორიას ოფიციალურ თუ ლიტერატურულ-ისტორიულ წყაროებში; არსებითია ის, რომ სასაქონლო ნიშნად არ უნდა დარეგისტრირდეს ისეთი სიტყვა ან სიტყვათა კრებული, რომელიც ცალსახად, აშკარად მიანიშნებს მომხმარებელს საქართველოს ამა თუ იმ ტერიტორიაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორედ ასე შეაფასა მოსარჩელის მოთხოვნა, რომ ტერმინში ძ-- თ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ გარკვეულად და ცალსახად იგულისხმება ქ. თბილისის ტერიტორიის გარკვეული უბნების ერთობლიობა.
სამოტივაციო ნაწილი:
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
40. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივ საფუძვლად კასატორი მოთხოვნის უარსაყოფად გამოყენებული სპეციალური კანონის - სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის არასწორ გამოყენებას მიიჩნევს. იმავდროულად, კასატორს მიაჩნია, რომ სპეციალური კანონის მითითებულ ნორმაში მოხსენიებული „საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებული ან ისტორიული დასახელება“ მოითხოვს ერთგვაროვან განმარტებას.
41. სსსკ-ის 396 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); კასატორს კი, ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
42. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს (1) მოპასუხის კუთვნილი შემდეგი სიტყვიერი სასაქონლო ნიშნების: ნიშანი - ძ-- თ-ი С- Т--O-- T-- [რეგ.N 13789], რეგისტრირებულია 33 (ალკოჰოლური სასმელები) კლასისათვის (იხ. ტ. І, ს.ფ. 300); ნიშანი - ძ---–- თ-ი С--Т-- O-- T- [რეგ.N 13791], რეგისტრირებულია 32 (უალკოჰოლო სასმელები) კლასისათვის; ნიშანი - ძ---–- თ-ი O-- T- С----- Т- [რეგ.N 14423], რეგისტრირებულია 42 (კვების პროდუქტებით და სასმელებით უზრუნველყოფა) კლასისათვის; ნიშანი - ძ---–- თ-ი O- С-- Т-- [რეგ.N22753], რეგისტრირებულია 33 (ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდის გარდა) კლასისათვის, ბათილად ცნობა და (2) კომბინირებული სასაქონლო ნიშნების [თითოეულ შემთხვევაში, წარმოადგენს ეტიკეტს, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია ქართული სუფრა; მის თავზე მოთავსებულია, სხვადასხვა შემთხვევაში, ქართული, რუსული, ან ინგლისური ასონიშნებით შესრულებული წარწერა - „ძ-”, მარცხენა ზედა კუთხეში მოთავსებულია ფირმის ლოგო მისი აბრევიატურით. ეტიკეტის ქვედა ნაწილში სწორკუთხა ფიგურაში (რომლის ფერიც, სხვადასხვა დროს, არის შინდისფერი ან მუქი მწვანე) გამოსახულია ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ორნამენტი], დისკლამაცია.
43. განსხილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის უარსაყოფად სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი სწორად იქნა გამოყენებული. მოსარჩელემ კი, ვერ დაადასტურა ამ ნორმის ყველა წანამძღვარის განხორციელების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რაც გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობაზე მიუთითებს. მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები სწორედ მოსარჩელის (გამყიდველის) პროდუქციაზე დატანილი განმასხვავებელი ნიშნებია და შეესაბამება გამოყენებულ ნორმას, რომელიც აწესრიგებს რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტურ საფუძველს.
44. საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. ამ განჩინების 13-24 პუნქტები) იმის შესახებ, რომ ქ.თბილისში არსებული ტერიტორიული ერთეულების დასახელებები განსაზღვრულია: ა) ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N1-4 გადაწყვეტილებით „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიების გატარების შესახებ“ და ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N1-5 გადაწყვეტილებით „თბილისის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად - უბნებად დაყოფის შესახებ“. „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიების გატარების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N1-4 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის ტერიტორია დაყოფილია 10 რაიონად, ხოლო, „თბილისის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად - უბნებად დაყოფის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N1-5 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით, ქ. თბილისის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული რაიონები დაყოფილია ტერიტორიულ უბნებად. არცერთ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში, „ძ-“ არ არის მოხსენიებული, როგორც ტერიტორიული ერთეული. იმისათვის, რომ „ძ--“ ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ამჟამინდელ დასახელებად, იგი ასეთად მიჩნეული უნდა იქნეს იმ შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ არცერთი ოფიციალური დოკუმენტით „ძ-“ არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ამჟამინდელ დასახელებას.
45. საკასაციო პალატა კასატორის არც იმ პოზიციას იზიარებს, რომ საქართველოს ტერიტორიული ერთეულის დასახელების დამადასტურებელი დოკუმენტის (ინდივიდუალური ანდა ნორმატიული აქტის) წარმოდგენა მხარისათვის გადაულახავი მტკიცების სტანდარტი იყო (იხ., წინამდებარე განჩინების პ: 38) და მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაძლია კუთვნილი მტკიცების ტვირთი და ვერ შეძლო სსსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის იმგვარი რეალიზაცია, რაც მისთვის ხელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა.
46. მაშასადამე, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სიტყვიერი სასაქონლო ნიშნები (ძ-- С----- Т------ O-- T------) არ ექცევა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოქმედების სფეროში, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების ვარგისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
48. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ., ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ N7932/03 Van de hurk v. Netherlands. par.61. Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v. France (dec.) Perez v. France [GC]. par.81. )
49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მართლზომიერებისა და რეგისტრაციის აკრძალვის სამართლებრივი საკითხები განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ტ-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ტ-ს“ უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 09 იანვარს ლ. ს-ს მიერ საგადახადო დავალება N5 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე