№ა-828-შ-28-2019 19 აპრილი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.კ.
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ჩ.
განხილვის საგანი – ბელგიის, ლიმბურგის პროვინციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელგიის, ლიმბურგის პროვინციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2001 წლის 7 ოქტომბერს, ქ. სოხუმის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება ე.კ–ასა და კ.ჩ–ას შორის.
2. ე.კ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. ბელგიის, ლიმბურგის პროვინციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2001 წლის 7 ოქტომბერს, ქ. სოხუმის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება ე.კ–ასა და კ.ჩ–ას შორის.
6. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 30 დეკემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.კ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ბელგიის, ლიმბურგის პროვინციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 2001 წლის 7 ოქტომბერს, ქ. სოხუმის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება ე.კ–ასა და კ.ჩ–ას შორის.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი