Facebook Twitter

№ა-4508-შ-115-2017 1 მარტი, 2019წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სს „ლ.ა.ქ.ტ.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ.დ.“

განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების (საქმეზე #ა40-66773/16) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმეზე #ა40-66773/16) შპს „უ.დ–ის“ სს „ლ.ა.ქ.ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ვალის - 88 844 ევროსა და 32 ცენტის, პირგასამტეხლოს - 5 782 ევროსა და 18 ცენტის და სახელმწიფო ბაჟის - 63 202 რუბლის გადახდა.

2. სს „ლ.ა.ქ.ტ–მა“, წარმომადგენელ ლ.ზ–ის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქმეზე დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმეზე #ა40-66773/16):

- შპს „უ.დ–ის“ სს „ლ.ა.ქ.ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ვალის - 88 844 ევროსა და 32 ცენტის, პირგასამტეხლოს - 5 782 ევროსა და 18 ცენტის და სახელმწიფო ბაჟის - 63 202 რუბლის გადახდა.

5. ამავდროულად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 16 აგვისტოს, ამასთან, იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ხოლო უშუალოდ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხე მხარეს, შპს „უ.დ–ის“, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და ეს შეტყობინება მისთვის კანონით დადგენილი წესითვე ჩაბარებულად იქნა მიჩნეული. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

7. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება (საქმეზე #ა40-66773/16), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

8. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც:

- შპს „უ.დ–ის“ სს „ლ.ა.ქ.ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ვალის - 88 844 ევროსა და 32 ცენტის, პირგასამტეხლოს - 5 782 ევროსა და 18 ცენტის და სახელმწიფო ბაჟის - 63 202 რუბლის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე