საქმე №ას-300-2019 16 მაისი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.დ., ლ.კ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა.დ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი, რომლითაც ა.დ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოითხოვდა ნ.დ–ისა და ლ.კ–ას (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულები, როგორც მოპასუხეები ან კასატორები) მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობას არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით საქმეზე 2/11253-17 გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა ნ.დ–ს (პ/ნ ....) უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ...... ს/კ ..... –1/3 ნაწილის გასხვისება, რაიმე სახის უფლებით დატვირთვა და განკარგვა. აეკრძალა ლ.კ–ას (პ/ნ .......) უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ....... ს/კ ..... -1/3 ნაწილის გასხვისება, რაიმე სახის უფლებით დატვირთვა და განკარგვა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 3 აპრილს ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა მოწინააღმდეგე მხარისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებით, ასევე, გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორების წარმომადგენელს 2019 წლის 5 მარტს ჩაჰბარდა.
6. 2019 წლის 11 მარტს კასატორების წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის ქვითარს და წარმოადგინა 400 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 5 დღით და ხარვეზის სრულად აღმოფხვრა დაევალათ უკვე გადახდილი 400 ლარის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის ნაწილში. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორების წარმომადგენელს 2019 წლის 25 მარტს ჩაჰბარდა.
8. 2019 წლის 1 აპრილს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით კასატორებს კვლავ გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 3 დღით და დაევალათ ხარვეზის სრულად აღმოფხვრა უკვე გადახდილი 400 ლარის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის ნაწილში. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდნენ საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს 2019 წლის 18 აპრილს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 18 აპრილს კასატორების წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 3 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 19 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 22 აპრილს ამდენად, კასატორები ვალდებულები იყვნენ ხარვეზი 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით შეევსოთ. კერძოდ კასატორებს უნდა წარმოედგინათ საკასაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებით, ასევე, გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი უკვე გადახდილი 700 ლარის გათვალისწინებით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორებმა დადგენილ ვადაში სრულად არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
14. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა დადგენილ ვადაში სრულად არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 700 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.დ–ისა და ლ.კ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ნ.დ–სა (პ/ნ .....) და ლ.კ–ას (პ/ნ .......) დაუბრუნდეთ ლ. ზ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 700 (შვიდასი) ლარი (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 07.03.2019წ; სალაროს შემოსავლის ორდერი #2558793144, გადახდის თარიღი 29.03.2019წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა