Facebook Twitter

საქმე №ას-1646-2018 20 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ზურაბ ძლიერიშვილი (მომხსენებელი), ეკატერინე გასიტაშვილი

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს. ბ. ჯ-ის წარმომადგენელ გ. პ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის №ას-1646-2018 სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ს. ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუველზე, გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

2019 წლის 17 მაისს ს. ბ. ჯ-ის წარმომადგენელმა გ. პ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება, იმ საფუძვლით, რომ მასში არასწორად არის მითითებული საქმის ნომერი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის №ას-1646-2018 სააღსრულებო ფურცელში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, საქმის ნომერი „№1648-2018“ უნდა გასწორდეს საქმის ნომრით „№1646-2018.“

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ბ. ჯ-ის წარმომადგენელ გ. პ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის №ას-1646-2018 სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის №ას-1646-2018 სააღსრულებო ფურცელში საქმის ნომერი „№1648-2018“ გასწორდეს საქმის ნომრით „№1646-2018.“

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი