Facebook Twitter

საქმე №ა-6027-შ-145-2018 17 მაისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ო. რ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიდენის ობერპფალცში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის №002 F 128/08 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიდენის ობერპფალცში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის №002 F 128/08 გადაწყვეტილებით 2001 წლის 19 ივლისს რეგენსბურგის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ ო. რ-სა და ბ. რ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სარეგისტრაციო №4-...) გაუქმდა.

2. ბ. რ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიდენის ობერპფალცში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის №002 F 128/08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიდენის ობერპფალცში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის №002 F 128/08 გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე.

4. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ბ. რ-ი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით ბ. რ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიდენის ობერპფალცში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის №002 F 128/08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2019 წლის 1 თებერვალს და ჩაბარდა 2019 წლის 8 თებერვალს. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ. რ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიდენის ობერპფალცში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის №002 F 128/08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიდენის ობერპფალცში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის №002 F 128/08 გადაწყვეტილებით 2001 წლის 19 ივლისს რეგენსბურგის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ ო. რ-სა და ბ. რ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სარეგისტრაციო №4-...) გაუქმდა; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული; მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე; შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ბ. რ-ი საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიდენის ობერპფალცში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის №002 F 128/08 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. რ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიდენის ობერპფალცში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის №002 F 128/08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიდენის ობერპფალცში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის №002 F 128/08 გადაწყვეტილება, რომლითაც 2001 წლის 19 ივლისს რეგენსბურგის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ ო. რ-სა და ბ. რ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სარეგისტრაციო №4-...) გაუქმდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე