Facebook Twitter

საქმე №ას-1104-2018 17 ივლისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

I კასატორები - გ.ც–ძე, გ.ს–ძე, ზ.დ–ი, ა.დ–ი, ვ.კ–ი, ხ.კ–ძე, გ.ს–ი, მ.წ–ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ა.ჯ–ა" (მოპასუხე)

II კასატორი - შპს "ა.ჯ–ა" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ზ.დ–ი, ა.დ–ი, ვ.კ–ი, გ.ც–ძე, ხ.კ–ძე, გ.ს–ძე, გ.ს–ი, მ.წ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება

I კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ.დ–ი (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი დასაქმებული) 2012 წლის 5 სექტემბრიდან დასაქმებული იყო შპს „ა.ჯ–აში“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია) მტვირთავის მძღოლის პოზიციაზე. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 800 ლარს.

1.1. 2014 წლის 1 ოქტომბერს პირველ მოსარჩელეს ეცნობა კომპანიაში სამუშაო მუცულობის შემცირების გამო, 2014 წლის 1 ნოემბრიდან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

1.2. 2014 წლის 1 ნოემბრის №კ/910 ბრძანებით პირველი დასაქმებული გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან.

1.3. 2014 წლის 21 ნოემბერს, პირველ მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიამ აუნაზღაურა ერთი თვის საკომპენსაციო თანხა.

2. ა.დ–ი (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე დასაქმებული) მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა 2 წლისა და 6 თვის მანძილზე, 2014 წლის 16 სექტემბრამდე, მიქსერის მძღოლის პოზიციაზე, რომლის შრომის ანაზღაურებას შეადგენდა ყოველთვიური ხელფასი 800 ლარი.

2.1. 2014 წლის 16 სექტემბერს, მეორე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

2.2. დამსაქმებლის 2014 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით მეორე დასაქმებული გათავისუფლდა სამსახურიდან მეორე მოსარჩელის პირადი განცხადების მოტივით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძვლით.

3. ვ.კ–ი (შემდეგში: მესამე მოსარჩელე, მესამე დასაქმებული) 1 წლისა და 6 თვის განმავლობაში მუშაობდა კომპანიის ავტო ამწის მძღოლის პოზიციაზე. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 1500 ლარს.

3.1. 2015 წლის 30 იანვრის წერილით მესამე მოსარჩელეს ეცნობა კომპანიაში სამუშაო მუცულობის შემცირების გამო, 2015 წლის 1 მარტიდან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

3.2. დამსაქმებლის 02.03.2015წ. ბრძანებით მესამე დასაქმებული გათავისუფლდა სამსახურიდან.

3.3. 2015 წლის 27 მაისს, მესამე მოსარჩელეს მიეცა ერთი თვის კომპენსაცია.

4. გ.ს–ძე (შემდეგში: მეოთხე მოსარჩელე, მეოთხე დასაქმებული) 2012 წლის 29 ნოემბრიდან დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში ზეინკლის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თავდაპირველად, ორი თვის განმავლობაში 600, ხოლო შემდგომ, ყოველთვიურად 800 ლარს.

4.1. 2015 წლის 5 იანვარს მეოთხე მოსარჩელეს ეცნობა სამუშაოების შემცირების გამო, 2015 წლის 04.02.2015წ.-დან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

4.2. შპს „ა.ჯ–ას“ 05.01.2015წ. ბრძანებით გ.ს–ძე 04.02.2015წ.-დან გათავისუფლდა სამსახურიდან სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით. ბრძანების თანახმად, კომპანიის ბუღალტერიას დაევალა ერთი თვის კომპენსაციის მეოთხე დასაქმებულისათვის ანაზღაურება.

5. გ.ც–ძესა (შემდეგში: მეხუთე მოსარჩელე, მეხუთე დასაქმებული) და მოპასუხეს შორის შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა 2012 წლის 6 სექტემბრიდან. მეხუთე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში ლაბორანტის თანამდებობაზე. მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 700 ლარს.

5.1. 2015 წლის 5 იანვარს მეხუთე მოსარჩელეს ეცნობა სამუშაოების შემცირების გამო, 04.02.2015წ.-დან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

6.

5.2. დამსაქმებლის 05.01.2015წ. ბრძანებით მეხუთე დასაქმებული 04.02.2015წ.-დან გათავისუფლდა სამსახურიდან სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით. ბრძანების თანახმად, კომპანიის ბუღალტერიას დაევალა ერთი თვის კომპენსაციის მეხუთე მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

6. გ.ს–ი (შემდეგში: მეექვსე მოსარჩელე, მეექვსე დასაქმებული) მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო 2012 წლის 24 ნოემბრიდან 2014 წლის 13 ივნისამდე (სამუშაო ძალის შემცირების საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე).

6.1. მისი შრომის ანაზღაურება 2013 წლის 1 ივლისამდე შეადგენდა თვეში 1200 ლარს, ხოლო 2013 წლის 1 ივლისიდან, ყოველთვიურად 1500 ლარს.

7. ხ.კ–ძე (შემდეგში: მეშვიდე მოსარჩელე, მეშვიდე დასაქმებული) სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის თანამდებობაზე კომპანიაში დასაქმებული იყო 2013 წლის 20 ნოემბრიდან. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურ ხელფასს 1500 ლარის ოდენობით.

7.1. დამსაქმებლის 2014 წლის 10 დეკემბრის ბრძანებით მეშვიდე დასაქმებულთან შეწყვეტილი იქნა შრომითი ხელშეკრულება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა).

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით:

8.1.1. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

8.1.2. მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 5740 ლარის ოდენობით;

8.1.3. პირველი დასაქმებულის სარჩელი კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

8.1.4. მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 6888 ლარის ოდენობით;

8.1.5. მეორე დასაქმებულის სარჩელი კომპენსაციისა და მისი გადახდის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

8.1.6. მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 7862,4 ლარის ოდენობით;

8.1.7. მესამე დასაქმებულის სარჩელი კომპენსაციისა და მისი გადახდის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

8.1.8. მოპასუხეს მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთი თვის კომპენსაციის 800 ლარისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 5689,3 ლარის ოდენობით;

8.1.9. მეოთხე დასაქმებულის სარჩელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა;

8.1.10. მოპასუხეს მეხუთე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთი თვის კომპენსაციის 800 ლარისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 6658,4 ლარის ოდენობით;

8.1.11. მეხუთე დასაქმებულის სარჩელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა;

8.1.12. მოპასუხეს მეექვსე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 7235,2 ლარის ოდენობით;

8.1.13. მოპასუხეს მეშვიდე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 5709,6 ლარის ოდენობით;

8.1.14. მეშვიდე დასაქმებულის სარჩელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო საჩივრები

9.1. მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

9.2. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით:

10.1.1. მოპასუხის, ასევე, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

10.1.2. მეშვიდე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

10.1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

10.1.4. მეშვიდე დასაქმებულის სარჩელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის (კომპენსაციის) დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა;

10.1.5. ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2014 წლის 10 დეკემბრის ბრძანება მეშვიდე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;

10.1.6. მოპასუხეს მეშვიდე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით ორი თვის შრომის ანაზღაურების - 3000 ლარის გადახდა.

11. საკასაციო საჩივრები

11.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11.2. მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დამსაქმებლისა და დასაქმებულთა საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

12.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით Nას-1104-2018 სამოქალაქო საქმესთან, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე მოსარჩელეებისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, ერთ წარმოებად გაერთიანდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული საქმე # ას-1093-2018 დამსაქმებლისა და მ.წ–ის (შემდეგში: მერვე მოსარჩელე, მერვე დასაქმებული) საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინებაზე.

12.3. 2019 წლის 2 ივლისს საკასაციო სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მომართა ყველა მოსარჩელემ და მოპასუხემ, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მისი უმოკლეს ვადაში დამტკიცება იშუამდგომლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

14. 2019 წლის 2 ივლისს საკასაციო სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მომართა ყველა მოსარჩელემ და მოპასუხემ, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მისი უმოკლეს ვადაში დამტკიცება იშუამდგომლეს.

15. 2019 წლის 17 ივლისს საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მორიგების აქტის პირობები და იმსჯელა მორიგების აქტის დამტკიცებაზე შემდეგი პირობებით:

შპს „ა.ჯ–ას“ (ს/ნ: ...., შემდეგში:კომპანია), წარმოდგენილი ა.თ–ის (პ/ნ: .....) მიერ და გ.ც–ძეს (პ/ნ .....), გ.ს–ძეს (პ/ნ .....), ზ.დ–ს (პ/ნ ......), ა.დ–ს (პ/ნ .....), ვ.კ–ს (პ/ნ .....), ხ.კ–ძეს (პ/ნ .....), გ.ს–ს (პ/ნ .....), წარმოდგენილი მ.ყ–ის მიერ და მ.წ–ს (პ/ნ: 01002010312) შორის შემდეგი პირობებით:

(ა) მხარეები ადასტურებენ, რომ "მოსარჩელე მხარემ" აღძრა სარჩელი "მოპასუხე მხარის" წინააღმდეეგ, რომელიც ამჟამად იხილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში (საქმე Nას-1104-2018).

(ბ) იმის გამო, რომ მხარეებს სურთ ნებაყოფლობითი შეთანხმებით მოაგვარონ მათ შორის არსებული დავა, თანხმდებიან შემდეგ ძირითად პირობებზე:

1. "მოსარჩელე მხარე" ამცირებს მის სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მხოლოდ, რომ "მოპასუხე მხარეს", მის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა შემდეგი ოდენობით:

1.1. ზ.დ–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 5740 (ხუთი ათას შვიდას ორმოცი) ლარი.

1.2. ა.დ–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 6888 (ექვსი ათას რვაას ოთხმოცდარვა) ლარი.

1.3. მ.წ–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 3696 (სამი ათას ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი.

1.4. ვ.კ–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 7862,40 (შვიდი ათას რვაას სამოცდაორი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი.

1.5. გ.ც–ძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 7458,40 (შვიდი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი.

1.6. ხ.კ–ძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 8709,60 (რვა ათას შვიდას ცხრა ლარი და სამოცი თეთრი) ლარი.

1.7. გ.ს–ძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 6490 (ექვსი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი.

1.8. გ.ს–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 7235 (შვიდი ათას ორას ოცდათხუთმეტი) ლარი.

2. ამ მორიგების პირველი პუნქტის შესრულების პირობით "მოსარჩელე მხარე" უარს ამბობს სხვა სასარჩელო მოთხოვნებზე "მოპასუხე მხარის" მიმართ.

3."მოპასუხე მხარე" ეთანხმება "მოსარჩელე მხარეს" მოთხოვნას, რაც ჩამოყალიბებულია ამ მორიგების პირველ პუნქტში და აქედან გამომდინარე, თავად სრულად უარს ამბობს მის საკასაციო საჩივარზე, რომელიც წარდგენილია ამჟამად საქართველოს უზენაეს სასამართლოში და აგრეთვე კისრულობს მოვალეობას, რომ წინამდებარე მორიგების დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების მიღებიდან 1(ერთი) სამუშაო დღის ვადაში გადაუხდის:

3.1. მ.წ–ს (პ/ნ: 01002010312) 3696 (სამი ათას ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარს, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, სს თიბისი ბანკი, GE61TB7409845061100053.

3.2. ზ.დ–ს, ა.დ–ს, ვ.კ–ს, გ.ც–ძეს, ხ.კ–ძეს, გ.ს–ძეს და გ.ს–ს ერთიანი გადახდით, ჯამში 50384 (ორმოცდაათი ათას სამას ოთხმოცდაოთხი) ლარს მათი წარმომადგენლის, მ.ყ–ის (პ/ნ 01019012253) საბანკო ანგარიშზე, სს თიბისი ბანკი GE36TB7421445063600001 თანხის ჩარიცხვით, იმ პირობით, რომ ამ პუნქტში ჩამოთვლილ პირებზე თანხის განაწილება განხორციელდება მათი წარმომადგენლის მ.ყ–ის მიერ.

4. წინამდებარე მორიგების დამტკიცებით მხარეები აცხადებენ, რომ დავა მათ შორის სრულად ამოწურულია (დასრულებულია) და მათ არ აქვთ უფლება იგივე საკითხზე სასამართლოს მიმართონ ახლიდან, იგივე სასარჩელო მოთხოვნით.

5. წინამდებარე მორიგების დამტკიცებით მხარეები აცხადებენ, რომ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უქმდება სრულად.

6. მხარეებისთვის ასევე ცნობილია, რომ ამ მორიგების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, მოპასუხე მხარის მიმართ, ამ მორიგების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის იძულებით გადახდევინების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

7. მორიგება ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცების დღიდან და მისი ცალმხრივად გაუქმება, შეწყვეტა, გამოწვევა, ან რომელიმე მხარის მიერ ცალმხრივად მისი შესრულებიდან გამოსვლა დაუშვებელია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

17. მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

19. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მორიგების აქტი შპს „ა.ჯ–ას“ (ს/ნ: 406024270, შემდეგში:კომპანია), წარმოდგენილი ა.თ–ის (პ/ნ: 35001019874) მიერ და გ.ც–ძეს (პ/ნ 26001005160), გ.ს–ძეს (პ/ნ 24001031783), ზ.დ–ს (პ/ნ 13001056711), ა.დ–ს (პ/ნ 13001017880), ვ.კ–ს (პ/ნ 13001001755), ხ.კ–ძეს (პ/ნ 01007008650), გ.ს–ს (პ/ნ 01027013909), წარმოდგენილი მ.ყ–ის მიერ და მ.წ–ს (პ/ნ: 01002010312) შორის შემდეგი პირობებით:

(ა) მხარეები ადასტურებენ, რომ "მოსარჩელე მხარემ" აღძრა სარჩელი "მოპასუხე მხარის" წინააღმდეეგ, რომელიც ამჟამად იხილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში (საქმე Nას-1104-2018).

(ბ) იმის გამო, რომ მხარეებს სურთ ნებაყოფლობითი შეთანხმებით მოაგვარონ მათ შორის არსებული დავა, თანხმდებიან შემდეგ ძირითად პირობებზე:

1. "მოსარჩელე მხარე" ამცირებს მის სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მხოლოდ, რომ "მოპასუხე მხარეს", მის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა შემდეგი ოდენობით:

1.1. ზ.დ–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 5740 (ხუთი ათას შვიდას ორმოცი) ლარი.

1.2. ა.დ–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 6888 (ექვსი ათას რვაას ოთხმოცდარვა) ლარი.

1.3. მ.წ–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 3696 (სამი ათას ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი.

1.4. ვ.კ–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 7862,40 (შვიდი ათას რვაას სამოცდაორი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი.

1.5. გ.ც–ძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 7458,40 (შვიდი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი.

1.6. ხ.კ–ძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 8709,60 (რვა ათას შვიდას ცხრა ლარი და სამოცი თეთრი) ლარი.

1.7. გ.ს–ძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 6490 (ექვსი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი.

1.8. გ.ს–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მხოლოდ 7235 (შვიდი ათას ორას ოცდათხუთმეტი) ლარი.

2. ამ მორიგების პირველი პუნქტის შესრულების პირობით "მოსარჩელე მხარე" უარს ამბობს სხვა სასარჩელო მოთხოვნებზე "მოპასუხე მხარის" მიმართ.

3."მოპასუხე მხარე" ეთანხმება "მოსარჩელე მხარეს" მოთხოვნას, რაც ჩამოყალიბებულია ამ მორიგების პირველ პუნქტში და აქედან გამომდინარე, თავად სრულად უარს ამბობს მის საკასაციო საჩივარზე, რომელიც წარდგენილია ამჟამად საქართველოს უზენაეს სასამართლოში და აგრეთვე კისრულობს მოვალეობას, რომ წინამდებარე მორიგების დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების მიღებიდან 1(ერთი) სამუშაო დღის ვადაში გადაუხდის:

3.1. მ.წ–ს (პ/ნ: 01002010312) 3696 (სამი ათას ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარს, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, სს თიბისი ბანკი, GE61TB7409845061100053.

3.2. ზ.დ–ს, ა.დ–ს, ვ.კ–ს, გ.ც–ძეს, ხ.კ–ძეს, გ.ს–ძეს და გ.ს–ს ერთიანი გადახდით, ჯამში 50384 (ორმოცდაათი ათას სამას ოთხმოცდაოთხი) ლარს მათი წარმომადგენლის, მ.ყ–ის (პ/ნ .....) საბანკო ანგარიშზე, სს თიბისი ბანკი GE36TB7421445063600001 თანხის ჩარიცხვით, იმ პირობით, რომ ამ პუნქტში ჩამოთვლილ პირებზე თანხის განაწილება განხორციელდება მათი წარმომადგენლის მ.ყ–ის მიერ.

4. წინამდებარე მორიგების დამტკიცებით მხარეები აცხადებენ, რომ დავა მათ შორის სრულად ამოწურულია (დასრულებულია) და მათ არ აქვთ უფლება იგივე საკითხზე სასამართლოს მიმართონ ახლიდან, იგივე სასარჩელო მოთხოვნით.

5. წინამდებარე მორიგების დამტკიცებით მხარეები აცხადებენ, რომ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უქმდება სრულად.

6. მხარეებისთვის ასევე ცნობილია, რომ ამ მორიგების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, მოპასუხე მხარის მიმართ, ამ მორიგების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის იძულებით გადახდევინების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

7. მორიგება ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცების დღიდან და მისი ცალმხრივად გაუქმება, შეწყვეტა, გამოწვევა, ან რომელიმე მხარის მიერ ცალმხრივად მისი შესრულებიდან გამოსვლა დაუშვებელია.

8. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების ყველა გადაწყვეტილება;

9. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ზ.დ–ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო, შპს ,,ა.ჯ–ას” (ს/კ .....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ..... და ..... შორის, ფართი სართული 9, ბინა №108, კორპ. №14, ბლოკი ''C", ფართი 95.74 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .....

10. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გ.ს–ძის, გ.ც–ძის, გ.ს–ის, ხ.კ–ძის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს ,,ა.ჯ–ას” ს/კ .....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს მდებარე: 1) ქ. თბილისი, ...... და ...... შორის, სართული 8, ბინა №104, კორპ. №14, ბლოკი ''C", ფართი 95.74 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ......; 2) ქ. თბილისი, ..... ქუჩასა და ..... შორის, სართული 9, ბინა №105, კორპ №14, ბლოკი ''C', ფართი 95.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .......

11.განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

12. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური