საქმე №ას-531-2019 4 ივნისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ–ი“, ნოტარიუსი ნ.ხ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებლო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ.გ–ძის სარჩელი მოპასუხეების შპს „ს.კ–ისა“ და ნ.ხ–ის მიმართ, სააღსრულებლო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 ლის 15 აპრილის განჩინებით, ქ.გ–ძეს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 455 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.
2019 წლის 31 მაისს ქ.გ–ძემ, განცხადებით მომართა სასამართლოს და განაცხადა უარი საკასაციო საჩივარზე, იმ მოტივით, რომ მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება. ამასთან კასატორმა წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა და თანხის ჩარიცხვის ქვითარი საკასაციო საჩივრის გახმობისა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ განმცხადებელს განემარტა მისი მოთხოვნის სამართლებრივი შედეგები, მან დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტას დაეთანხმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შ.ფ–ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით, ქ.გ–ძეს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 455 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.
2019 წლის 31 მაისს ქ.გ–ძემ, განცხადებით მომართა სასამართლოს და განაცხადა უარი საკასაციო საჩივარზე, იმ მოტივით, რომ მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება. ამასთან კასატორმა წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა და თანხის ჩარიცხვის ქვითარი.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტას დაეთანხმა, ამასთან, მისთვის ცნობილი იყო საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ ქ.გ–ძის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.გ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება ქ.გ–ძის საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე შპს „ს.კ–ის“ და ნოტარიუსი ნ.ხ–ის სარჩელის გამო, ქ.გ–ძის მიმართ, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი