Facebook Twitter

საქმე №ას-1681-2018 4 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ხსენებული განჩინებაში მოწინააღმდეგე მხარის შპს „მ. ს. მ.“ ნაცვლად მითითებულია - შპს „მ. ს. მ.“.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, შპს „მ. ს. მ.“ ნაცვლად არასწორადაა მითითებული შპს „მ. ს. მ.“ რაც წარმოადგენს უსწორობას და უნდა გასწორდეს სასამართლოს ინიციატივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის #ას-1681-2018 განჩინებაში დაშვებული უსწორობა.

2. განჩინებაში მითითებული შპს „მ. ს. მ.“ გასწორდეს შპს „მ. ს. მ.“.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ.ძლიერიშვილი