Facebook Twitter

საქმე №ას-789-2019 3 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. შ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების გაყოფა, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ო. შ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ ქონების გაყოფის, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2009 წლის 26 მარტს ო. შ-ესა და ნ. ბ-ს შორის, ქარელის რაიონის, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონებაზე, ს/კ 68.11.... დადებული ჩუქების ხელშეკრულება. ბათილად იქნა ცნობილი ნაწილობრივ - 1/2 ნაწილში და დადგინდა აღნიშნული სახლის - 1/2 ნაწილის დ. შ-ის სახელზე აღრიცხვა. სარჩელი 2009 წლის 26 მარტს ო. შ-ესა და ნ. ბ-ს შორის, ქარელის რაიონის, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონებაზე, ს/კ 68.11.... დადებული ხელშეკრულების 1/2 ნაწილში გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დ. შ-ის სარჩელი ქარელის რაიონის, სოფელ .... მდებარე ო. შ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის, ს/კ 68.11.53...-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. შ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინებით ო. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2009 წლის 26 მარტს ო. შ-ესა და ნ. ბ-ს შორის, ქარელის რაიონის, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონებაზე, ს/კ 68.11....1 დადებული ჩუქების ხელშეკრულება. ბათილად იქნა ცნობილი ნაწილობრივ - 1/2 ნაწილში და დადგინდა აღნიშნული სახლის - 1/2 ნაწილის დ. შ-ის სახელზე აღრიცხვა. სარჩელი 2009 წლის 26 მარტს ო. შ-ესა და ნ. ბ-ს შორის, ქარელის რაიონის, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონებაზე, ს/კ 68.11.... დადებული ხელშეკრულების 1/2 ნაწილში გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დ. შ-ის სარჩელი ქარელის რაიონის, სოფელ .... მდებარე ო. შ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის, ს/კ 68.11.... 1/2-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. შ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინებით ო. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ. ბ-ის ნაწილში ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას იგი არ ექვემდებარება, რაც შეეხება ამავე კოდექსის 265-ე მუხლის დისპოზიციას, ამ ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამ წესს, თავის მხრივ, ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავი, რომელიც საკასაციო სამართალწარმოებისაგან განსხვავდება და ამ ეტაპზე სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი