საქმე №ა-86-შ-4-2019 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. ჰ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჰ-ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ჩეხეთის რესპუბლიკის, პრაღის მე-10 რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის გადაწყეტილება (განაჩენი)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჩეხეთის რესპუბლიკის, პრაღის მე-10 რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის გადაწყეტილებით (განაჩენით), ა. რ. ძე ჰ-სა (ქორწინებამდელი გვარი ქ-ი) და მა. ჰ-ვას შორის 1998 წლის 6 თებერვალს პრაღის მე-4 რაიონულ განყოფილებაში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ჰ-მა და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, უფრო მეტიც, მათ წარადგინეს სასამართლოში ერთობლივი განცხადება განქორწინების თაობაზე;
ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 17 მაისს;
გ) შუამდგომლობის ავტორი, გადაწყვეტილების თანახმად, ქორწინების დროისათვის იყო საქართველოს მოქალაქე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ა. ჰ-ის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის, პრაღის მე-10 რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის გადაწყეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ჩეხეთის რესპუბლიკის, პრაღის მე-10 რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის გადაწყეტილებით (განაჩენით) ,ა. რ. ძე ჰ-სა (ქორწინებამდელი გვარი ქ-ი) და მ.ა ჰ-ას შორის 1998 წლის 6 თებერვალს პრაღის მე-.... რაიონულ განყოფილებაში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ჰ-მა და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, უფრო მეტიც, მათ წარადგინეს სასამართლოში ერთობლივი განცხადება განქორწინების თაობაზე;
ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 17 მაისს;
გ) შუამდგომლობის ავტორი, გადაწყვეტილების თანახმად, ქორწინების დროისათვის იყო საქართველოს მოქალაქე.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან გამოვლინდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ მიიჩნევა; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე ჩეხეთის რესპუბლიკის, პრაღის მე-10 რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის გადაწყეტილება (განაჩენი), რომლითაც ა. რ. ძე ჰ-სა (ქორწინებამდელი გვარი ქ-ი) და მ. ჰ-ას შორის 1998 წლის 6 თებერვალს პრაღის მე-4 რაიონულ განყოფილებაში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ჰ-ის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის, პრაღის მე-10 რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის გადაწყეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ჩეხეთის რესპუბლიკის, პრაღის მე-10 რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის გადაწყეტილება (განაჩენი), რომლითაც ა. რ. ძე ჰ-სა (ქორწინებამდელი გვარი ქ-ი) და მ. ჰ-ას შორის 1998 წლის 6 თებერვალს პრაღა ...-ის რაიონულ განყოფილებაში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი