Facebook Twitter

საქმე №ა-16-შ-1-2019 14 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ესპანეთის ქ.ბადალონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება და ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ესპანეთის ქ.ბადალონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ბ–ძესა და ლ.გ–ს შორის ქ.თბილისში, 2003 წლის 30 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №მნ №0023734) შეწყდა. დედას მიენიჭა უფლება საერთო შვილების რჩენასა და მოვლა-პატრონობაზე, დადგინდა შვილებსა და მამას შორის კომუნიკაციის რეჟიმი და ლ.გ–ს თ.ბ–ძის სასარგებლოდ ორივე შვილის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად 400 ევროს გადახდა, რომელიც უნდა შეიტანოს ყოველი თვის პირველიდან ხუთ რიცხვამდე, დედის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ლ.გ–ს თ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა საკომპენსაციო თანხა ყოველთვიურად 200 ევროს გადახდა 2 წლის განმავლობაში 2011 წლის 22 ივნისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით.

თ.ბ–ძის წარმომადგენლებმა გ.ქ–ძემ და გ.დ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ესპანეთის ქ.ბადალონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ესპანეთის ქ.ბადალონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული და ესპანეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ თ.ბ–ძე საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით თ.ბ–ძის შუამდგომლობა ესპანეთის ქ.ბადალონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინების ასლი, თ.ბ–ძის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები რამდენიმეჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ლ.გ–ს საქმეში მითითებულ მისამართზე და სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე, მაგრამ სასამართლოში მობრუნებული კონვერტებით ირკვევა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა არყოფნის გამო.

საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე ლ.გ–ს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ.ბ–ძის შუამდგომლობა ესპანეთის ქ.ბადალონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ესპანეთის ქ.ბადალონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ბ–ძესა და ლ.გ–ს შორის ქ.თბილისში, 2003 წლის 30 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №მნ №0023734) შეწყდა. დედას მიენიჭა უფლება საერთო შვილების რჩენასა და მოვლა-პატრონობაზე, დადგინდა შვილებსა და მამას შორის კომუნიკაციის რეჟიმი და ლ.გ–ს თ.ბ–ძის სასარგებლოდ ორივე შვილის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად 400 ევროს გადახდა, რომელიც უნდა შეიტანოს ყოველი თვის პირველიდან ხუთ რიცხვამდე, დედის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ლ.გ–ს თ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა საკომპენსაციო თანხა ყოველთვიურად 200 ევროს გადახდა 2 წლის განმავლობაში 2011 წლის 22 ივნისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ესპანეთის ქ.ბადალონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული და ესპანეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ თ.ბ–ძე საქართველოს მოქალაქეა.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე ლ.გ–ს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ესპანეთის ქ.ბადალონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ბ–ძის შუამდგომლობა ესპანეთის ქ.ბადალონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ესპანეთის ქ.ბადალონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ბ–ძესა და ლ.გ–ს შორის ქ.თბილისში, 2003 წლის 30 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №მნ №0023734) შეწყდა.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ესპანეთის ქ.ბადალონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.გ–ს თ.ბ–ძის სასარგებლოდ ორივე შვილის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად 400 ევროს გადახდა, რომელიც უნდა შეიტანოს ყოველი თვის პირველიდან ხუთ რიცხვამდე, დედის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, აგრეთვე რომლითაც ლ.გ–ს თ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა საკომპენსაციო თანხა ყოველთვიურად 200 ევროს გადახდა 2 წლის განმავლობაში 2011 წლის 22 ივნისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე