Facebook Twitter

საქმე №ა-2437-შ-65-2019 28 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რ. ზ. კ. ო-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ე. შ. ო. დ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს იასამალსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს იასამალსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილებით ე. შ. ო. დ-ს, რ. ზ. კ. ო-ს სასარგებლოდ, 200.. წლის ... მარტს დაბადებული ტ. ე. ო. დ-ის სარჩენად დაეკისრა სტაბილური ალიმენტის – ყოველთვიურად 160 მანათის გადახდა 2019 წლის 10 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული დადგენილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

რ. ზ. კ. ო-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს იასამალსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ე. შ. ო. დ-ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 7 თებერვალს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით რაბია ზიარადდინ კ. ო-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს იასამალსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ამიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, რ. ზ. კ. ო-ას შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. ე. შ. ო. დ-ს გზავნილი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მას არ წარმოუდგენია არც მოსაზრება და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ რ. ზ. კ. ო-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს იასამალსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს იასამალსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილებით ე. შ. ო. დ-ს, რაბია ზიარადდინ კ. ო-ას სასარგებლოდ, 200... წლის ... მარტს დაბადებული ტ. ე. ო. დ-ის სარჩენად დაეკისრა სტაბილური ალიმენტის – ყოველთვიურად 160 მანათის გადახდა 2019 წლის 10 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული დადგენილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ე. შ. ო. დ-ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 7 თებერვალს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს იასამალსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ზ. კ. ო-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს იასამალსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს იასამალსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება, რომლითაც ე. შ. ო. დ-ს, რ. ზ. კ. ო-ას სასარგებლოდ, 200... წლის .... მარტს დაბადებული ტ. ე. ო. დ-ის სარჩენად დაეკისრა სტაბილური ალიმენტის – ყოველთვიურად 160 მანათის გადახდა 2019 წლის 10 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე