Facebook Twitter

საქმე №ა-2667-შ-75-2019 28 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. ჰ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-სა და ჰ. ჰ. შორის 1999 წლის 7 მაისს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომერი 523) შეწყდა.

ედვარდ მარტიაშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 14 იანვარს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირდობის მოწმობით დასტურდება, რომ ე. მ-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით ე. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნას წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ედვარდ მარტიაშვილის შუამდგომლობა გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-სა და ჰ. ჰ-ს შორის 1999 წლის 7 მაისს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომერი 523) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 14 იანვარს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირდობის მოწმობით დასტურდება, რომ ე. მ-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრისგადაწყვეტილება, რომლითაც ე. მ-სა და ჰ. ჰ-ს შორის 1999 წლის 7 მაისს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომერი 523) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე