Facebook Twitter

საქმე №ა-664-შ-21-2019 24 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – კ. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის სასამართლო რაიონის №188 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის სასამართლო რაიონის №188 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით 2015 წლის 22 აპრილს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის №3 თბილისის სამსახურის მიერ რ. მ-სა და კ. მ-ს შორის დარეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის ნომრით 821530.., შეწყდა.

2. 2019 წლის 12 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რ. მ-მა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის სასამართლო რაიონის №188 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის სასამართლო რაიონის №188 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 22 სექტემბრიდან; მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა; შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ რ. მ-ი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით რ. მ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის სასამართლო რაიონის №188 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. მ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის სასამართლო რაიონის №188 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის სასამართლო რაიონის №188 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით 2015 წლის 22 აპრილს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის №3 თბილისის სამსახურის მიერ რ. მ-სა და კ. მ-ს შორის დარეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის ნომრით 8215300..., შეწყდა; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 22 სექტემბრიდან; მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა; შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ რ. მ-ი საქართველოს მოქალაქეა.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის სასამართლო რაიონის №188 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. მ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის სასამართლო რაიონის №188 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პოდოლსკის სასამართლო რაიონის №188 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც 2015 წლის 22 აპრილს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის №3 თბილისის სამსახურის მიერ რ. მ-სა და კ. მ-ს შორის დარეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის ნომრით 8215300..., შეწყდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე