საქმე №ა-781-შ-26-2019 24 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. რ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ც-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრაიბურგი-ბრაისგაუს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრაიბურგი-ბრაისგაუს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით 2012 წლის 13 აპრილს დანიის სენერბორგის ადმინისტრაციული ერთეულის კომპეტენტურ ორგანოში ი. რ-სა და ო. ც-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების სარეგისტრაციო ნომრით 6649, გაუქმდა.
2. 2019 წლის 18 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. რ-ას წარმომადგენელმა თ. რ-ამ და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრაიბურგი-ბრაისგაუს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრაიბურგი-ბრაისგაუს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 15 მარტიდან; მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული. ამასთან, შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ი. რ-ა საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით ი. რ-ას შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრაიბურგი-ბრაისგაუს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2019 წლის 4 აპრილს და ჩაბარდა 2019 წლის 11 აპრილს. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. რ-ას შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრაიბურგი-ბრაისგაუს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრაიბურგი-ბრაისგაუს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით 2012 წლის 13 აპრილს დანიის სენერბორგის ადმინისტრაციული ერთეულის კომპეტენტურ ორგანოში ი. რ-ასა და ო. ც-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების სარეგისტრაციო ნომრით 6649, გაუქმდა; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 15 მარტიდან; მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე; შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ი. რ-ა საქართველოს მოქალაქეა.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრაიბურგი-ბრაისგაუს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. რ-ას შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრაიბურგი-ბრაისგაუს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრაიბურგი-ბრაისგაუს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც 2012 წლის 13 აპრილს დანიის სენერბორგის ადმინისტრაციული ერთეულის კომპეტენტურ ორგანოში ი. რ-სა და ო. ც-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების სარეგისტრაციო ნომრით 6649, გაუქმდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე