საქმე №ა-6047-შ-146-2018 24 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. რ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის №637 F 3703/17 S გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის №637 F 3703/17 S გადაწყვეტილებით 2012 წლის 2 ნოემბერს სენერბორგის (დანია) მმაჩის ბიუროს თანამშრომლების მიერ დაქორწინებული მეუღლეები (ქორწინების რეგისტრაციის №74-..) თ. ა-ე და თ. რ-ი განქორწინდნენ.
2. თემურ აბაშიძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის №637 F 3703/17 S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის №637 F 3703/17 S გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2018 წლის 10 აპრილიდან, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებში არსებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ თ. ა-ე საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით თ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის №637 F 3703/17 S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2019 წლის 28 თებერვალს და ჩაბარდა 2019 წლის 8 მარტს. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ა-ს შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის №637 F 3703/17 S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის №637 F 3703/17 S გადაწყვეტილებით 2012 წლის 2 ნოემბერს სენერბორგის (დანია) მმაჩის ბიუროს თანამშრომლების მიერ დაქორწინებული მეუღლეები (ქორწინების რეგისტრაციის №7428) თ. ა-ე და თ. რ-ი განქორწინდნენ; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2018 წლის 10 აპრილიდან; მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე; საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ თემურ აბაშიძე საქართველოს მოქალაქეა.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის №637 F 3703/17 S გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის №637 F 3703/17 S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის №637 F 3703/17 S გადაწყვეტილება, რომლითაც 2012 წლის 2 ნოემბერს სენერბორგის (დანია) მმაჩის ბიუროს თანამშრომლების მიერ დაქორწინებული მეუღლეები (ქორწინების რეგისტრაციის №74...) თ. ა-ე და თ. რ-ი განქორწინდნენ;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე