Facebook Twitter

№ა-2058-შ-52-2019 2 ივლისი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.მ.

მოწინააღმდეგე მხარე – თ.მ.

განხილვის საგანი – კანადის, ქალაქ კალგარის, ალბერტას პროვინციის დედოფლის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კანადის, ქალაქ კალგარის, ალბერტას პროვინციის დედოფლის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილი იქნა 2011 წლის 30 აგვისტოს საქართველოში, სიღნაღში რეგისტრირებული ქორწინება ი.მ–სა და თ.მ–ს შორის.

2. ი.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით ი.მ–ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. კანადის, ქალაქ კალგარის, ალბერტას პროვინციის დედოფლის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილი იქნა 2011 წლის 30 აგვისტოს საქართველოში, სიღნაღში რეგისტრირებული ქორწინება, ი.მ–სა და თ.მ–ს შორის.

6. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 11 ივნისს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას კანადის, ქალაქ კალგარის, ალბერტას პროვინციის დედოფლის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილი იქნა 2011 წლის 30 აგვისტოს საქართველოში, სიღნაღში რეგისტრირებული ქორწინება, ი.მ–სა და თ.მ–ს შორის.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი