№ა-2965-შ-84-2019 5 ივლისი, 2019 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.ზ.
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ჰ.
განხილვის საგანი – გერმანიის რესპუბლიკის, ქ. ნოიშტადტ ან დერ ვაინშტრასეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის რესპუბლიკის ქ. ნოიშტადტ ან დერ ვაინშტრასეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ ლ.ზ–ასა და ი.ჰ–ეს შორის. გადაწყვეტილების თანახმად, შეწყვეტილ იქნა ლ.ზ–ასა და ი.ჰ–ეს შორის 14.12.2007 წელს ტონდერის/დანია მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება(ქორწინების რეესტრი Nr.2445/2007).
2. ლ.ზ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივნისის განჩინებით ლ.ზ–ას შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. გერმანიის რესპუბლიკის ქ. ნოიშტადტ ან დერ ვაინშტრასეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ ლ.ზ–ასა და ი.ჰ–ეს შორის. გადაწყვეტილების თანახმად, შეწყვეტილ იქნა ლ.ზ–ასა და ი.ჰ–ეს შორის 14.12.2007 წელს ტონდერის/დანია მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება(ქორწინების რეესტრი Nr.2445/2007).
6. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ზ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის რესპუბლიკის ქ. ნოიშტადტ ან დერ ვაინშტრასეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილ იქნა ლ.ზ–ასა და ი.ჰ–ეს შორის 14.12.2007 წელს ტონდერის/დანია მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება(ქორწინების რეესტრი Nr.2445/2007).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი