№ა-2764-შ-77-2019 2 ივლისი, 2019 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.მ.
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ.
განხილვის საგანი – ფლორიდის შტატის ფალმ ბიჩის ოლქის საოლქო უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ფლორიდის შტატის ფალმ ბიჩის ოლქის საოლქო უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შეწყვეტილი იქნა მ.მ–სა და ვ.მ–ს შორის ქორწინება რეგისტრირებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2011 წლის 18 დეკემბერს, აქტის ჩანაწერის N82201121729 და მხარეებს დაუბრუნდათ სტატუსი - დასაქორწინებელი.
2. მ.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით მ.მ–ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. ფლორიდის შტატის ფალმ ბიჩის ოლქის საოლქო უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შეწყვეტილი იქნა მ.მ–სა და ვ.მ–ს შორის ქორწინება რეგისტრირებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2011 წლის 18 დეკემბერს, აქტის ჩანაწერის N82201121729 და მხარეებს დაუბრუნდათ სტატუსი - დასაქორწინებელი.
6. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2019 წლის 15 თებერვალს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას კანადის, ფლორიდის შტატის ფალმ ბიჩის ოლქის საოლქო უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილი იქნა მ.მ–სა და ვ.მ–ს შორის ქორწინება, რეგისტრირებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, 2011 წლის 18 დეკემბერს, აქტის ჩანაწერის N82201121729.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი