საქმე №ას-477-477-2018 28 იანვარი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით ი. მ-ისა და ლ. ხ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ხსენებული განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში კასატორ ლ. ხ-ის ნაცვლად, მითითებულია ლ. ხ-ი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, მის შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში „ლ. ხ-ის“ ნაცვლად არასწორადაა მითითებული „ლ. ხ-ი“, რაც წარმოადგენს უსწორობას და უნდა გასწორდეს სასამართლოს ინიციატივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის #ას-477-477-2018 განჩინებაში დაშვებული უსწორობა.
2. განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებული „ლ. ხ-ი“ გასწორდეს „ლ. ხ-ით“.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე