Facebook Twitter

საქმე №ას-523-523-2018 12 აპრილი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინების (ქ.მ–ძის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე) სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით ქ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება; ქ.მ–ძის სარჩელი დარჩა განუხილველად (საქმე #ას-523-523-2018).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უზენაესი სასამართლო მსჯელობდა ე.ქ–ის სარჩელზე ქ.მ–ძის მიმართ, ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, საბოლოო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ე.ქ–ის სარჩელი დარჩა განუხილველად. განსახილველ შემთხვევაში კი განჩინების სარეზოლუციო ნაწილში შეცდომით მიეთითა, რომ ქ.მ–ძის სარჩელი დარჩა განუხილველად. ქ.მ–ძე განსახილველ დავაში მოპასუხე იყო.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, „ქეთვან მაისურაძის სარჩელი დარჩეს განუხილველად“ უნდა გასწორდეს და მიეთითოს „ე.ქ–ის სარჩელი დარჩეს განუხილველად“.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 1991 მუხლზე დაყრდნობით გააუქმებს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებული „ქ.მ–ძის სარჩელი დარჩეს განუხილველად“ უნდა გასწორდეს და მიეთითოს „ე.ქ–ის სარჩელი დარჩეს განუხილველად“;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ.მ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებას: ქ. თბილისში, ........ მდებარე 173.25 კვ.მ სხვენს, საკადასტრო კოდით ...........;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე