Facebook Twitter

საქმე №ას-861-827-2016 5 აპრილი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ.მ–ძის სარჩელზე, ც.მ–ას წინააღმდეგ, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ც.მ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება; ნ.მ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ნ.მ–ძეს ც.მ–ას სასარგებლოდ დაეკისრა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება (საქმე #ას-861-827-2016).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით.

ზემოხსენებულ მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო გააუქმებს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ც.მ–ას საკუთრებაში არსებულ შემდეგ აქციებს: სს „ი.“ (ს/ნ ...) 1 909 (ათას ცხაასცხრა) ერთეული აქცია (დამოუკიდებელი რეგისტრატორი: სს „ს.ფ.ქ.გ.რ.“ ს/ნ .....მისამართი: თბილისი, ......);

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე