Facebook Twitter

საქმე №ას-759-2019 19 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – გ. მ-ი, მ. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე. ...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ე. ...-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – გ. მ-ისა და მ. ქ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ე. ...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. მ-სა და მ. ქ-ს შპს „ე. ...-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2015 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N123.../T და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 3334 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2501 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 833 აშშ დოლარი; მოპასუხეებს გ. მ-ს და მ. ქ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლო, დავალიანების ძირ თანხაზე 2501 აშშ დოლარზე ყოველდღიურად 0,05 %-ის ოდენობით (რაც შეადგენს დღიურად 1.25 აშშ დოლარს), 2016 წლის 10 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტესს 3 წლისა; მოპასუხეებს გ. მ-ს და მ. ქ-ს შპს „ე. ...-ის“ სასარგებლოდ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრათ დავალიანების ძირ თანხაზე - 2501 აშშ დოლარზე, წლიური 12 %-ის სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს (25.01აშშ დოლარს) სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 10 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (2018 წლის 10 სექტემბრამდე); დავალიანების დაფარვის მიზნით, აღსრულება მიექცა გ. მ-ის ნებისმიერ ქონებაზე. მ. ქ-ს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობად განისაზღვრა 19500 აშშ დოლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. მ-მა, მ. ქ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ისა და მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება. შპს „ე. ...-ის“ სარჩელი გ. მ-ისა და მ. ქ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. მ-სა და მ. ქ-ს შპს „ე. ...-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 2015 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N123.../T და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 2501 აშშ დოლარი; გ. მ-ს შპს „ე. ...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N123.../T ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელი - 833 აშშ დოლარის ოდენობით. გ. მ-ს შპს „ე. ...“-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო დავალიანების ძირ თანხაზე 2501 აშშ დოლარზე ყოველდღიურად 0,05 %-ის ოდენობით (რაც შეადგენს დღიურად 1.25 აშშ დოლარს), 2016 წლის 10 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტესს 3 წლისა. თავდებ მ. ქ-ს შპს „ე. ...-ის“ სასარგებლოდ, 2015 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N123.../T ხელშეკრულებიდან და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0,05 %-ის ოდენობით (რაც შეადგენს დღიურად 1.25 აშშ დოლარს), სოლიდარულად დაეკისროს 2017 წლის 13 ივნისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტესს 3 წლისა. მოპასუხე გ. მ-ს შპს „ე...-ის“ სასარგებლოდ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე - 2501 აშშ დოლარზე, წლიური 12 %-ის სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს (25.01აშშ დოლარს) სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 10 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (2018 წლის 10 სექტემბრამდე). თავდებ მ. ქ-ს შპს „ე. ...-ის“ სასარგებლოდ, 2015 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N123.../T ხელშეკრულებიდან და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დაეკისრა წლიური 12 %-ის სარგებლის სოლიდარულად გადახდა, რაც თვეში შეადგენს 25.01 აშშ დოლარს, დაეკისროს 2017 წლის 13 ივნისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (2018 წლის 10 სექტემბრამდე). დავალიანების დაფარვის მიზნით, იძულებითი აღსრულება მიექცა გირავნობის საგანზე: ავტომობილი FORD TRANZIT; სახელმწიფო ნომრით ..-...-...; ტრანზიტის საიდენტიფიკაციო ნომერი WFOLXXGBF.., ხოლო გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის მიზნით, იძულებითი აღსრულება მიექცა გ. მ-ის ნებისმიერ ქონებაზე;

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. მ-მა, მ. ქ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის (სოლიდარულად), 121 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის (გ. მ-ს) და 64 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის (მ. ქ-ს) წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორების წარმომადგენელ გ. ჟ-ს ჩაბარდა 2019 წლის 31 მაისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ისა და მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ გ. ჟ-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2019 წლის 31 მაისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.301). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 1 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 5 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ-ისა და მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი