საქმე №ას-1712-2018 8 ივლისი, 2019 წელი
№ას-1712-2018 უსწორობა ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ა. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.“ (მოსარჩელე)
განჩინება, რომლის გასწორებასაც მხარე მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „მ.“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ს-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 3305, 94 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3305,94 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2842,94 ლარის ანაზღაურება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა, საქმის წარმოება შეწყდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გ. მ-ის მიერ 2019 წლის 19 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
განმცხადებლის მოთხოვნა:
7. 2019 წლის 5 ივლისს მოპასუხემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა 2019 წლის 22 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, კასატორმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2018 წლის 19 ნოემბერს, ზემოაღნიშნულ განჩინებაში კი მიეთითა 2019 წლის 19 ნოემბერი. ამავდროულად, განმცხადებელმა მოითხოვა იმ ფაქტის დადასტურება, რომ 2018 წლის 19 ნოემბერს გ. მ-ემ №0 საგადასახადო დავალებით 300 ლარი გადაიხადა ა. ს-ის საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, ვინაიდან გადახდის ქვითარში დაშვებული შეცდომით აღინიშნა, რომ თანხა გადახდილია ა. ს-ის საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის №ას-1712-2018 განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად მიეთითა 2019 წლის 19 ნოემბერი, 2018 წლის 19 ნოემბრის ნაცვლად.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ თვლის სადავო უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტას სასამართლო სხდომაზე.
12. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის №ას-1712-2018 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი – „2019 წლის 19 ნოემბერი“ გასწორდეს „2018 წლის 19 ნოემბრით“.
13. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 19 ნოემბერს გ. მ-ემ №0 საგადასახადო დავალებით 300 ლარი გადაიხადა ა. ს-ის საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, ხოლო გადახდის ქვითარში დაშვებულ იქნა შეცდომა და აღინიშნა, რომ თანხა გადახდილია ა. ს-ის საკასაციო საჩივარზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის №ას-1712-2018 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და კასატორ ა. ს-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი – „2019 წლის 19 ნოემბერი“ გასწორდეს „2018 წლის 19 ნოემბრით“.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე