Facebook Twitter

საქმე №ას-626-2019 5 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – თ. თ-ე, რ. კ-ე, მ. მ-ი, თ. მ-ი, ნ. შ-ე, ბ. შ-ა, ნ. ხ-ი, ა. ხ-ი, კ. კ-ე, შპს „გ.", შპს „ი.", შპს „რ.", შპს „ს." (მოსარჩელეები, აპელანტები)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.თბილისის მერია (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. თ-ემ, რ. კ-ემ, მ. მ-მა, თ. მ-მა, ნ. შ-ემ, ბ. შ-მ, ნ. ხ-მა, ა. ხომერიკმა, კ. კ-ემ, შპს „გ.", შპს „ი.", შპს „რ.", შპს „ს.“ (შემდგომში - მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს ქ. თბილისის მერიის (შემდგომში - მოპასუხე) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვეს 34 852 050 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება გადახდის დღისათვის არსებული კურსით.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელეები, მოპასუხესთან ერთად იყვნენ სს „თ. ს." აქციონერები. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა საწესდებო კაპიტალში შეიტანა შემდეგი უძრავი ქონება და გასაშენებელი ან სხვა ტერიტორიები გრძელვადიანი სარგებლობის უფლების გადაცემით: დაზიანებული შენობები: ა) ... პრ.13; ბ) ... პრ. 15; გ) რესტორანი „მ.“. დაუმთავრებელი შენობები: ა) საინჟინრო ლაბორატორია .... ქუჩაზე; ბ) პირველი სართული და სარდაფები ... მშენებარე სამ საცხოვრებელ სახლში. გასაშენებელი ტერიტორიები: ა) ... მოედანი 4; ბ) ... პრ 7; გ) ... მოედანი. გასაშენებელი ტერიტორიები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა გადასცა საზოგადოებას 99 წლიანი სარგებლობის უფლებით, რომლიდანაც პირველი 20 წლის განმავლობაში საზოგადოება თავისუფლდებოდა საიჯარო ქირის გადახდისაგან. 2004 წლის 27 მაისს სს „თ. ს." თანამონაწილეობით დაფუძნდა სს „ო. თ." 35% წილის უფლებით (ამჟამად, შპს „... ... ... სასტუმროები“), შპს „თ. უ. ქ. კ." 35% წილის უფლებით (ამჟამად, შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“) და შპს „მ. პ." 40% წილის უფლებით (ამჟამად, შპს „ჯ. ე. თ. მ. პ.“). სს „თ. ს." უცხოელ ინვესტორებთან ერთად მის მიერ დაფუძნებულ სამივე საზოგადოებებში, თითოეულში ცალ-ცალკე განახორციელა შენატანები უძრავი ქონებით, რაც აისახა საზოგადოებების საწესდებო კაპიტალში. შპს „ჯ. ე. თ. ს." სს „თ. ს." შენატანია თბილისში, ... გამზირი N13-ში მდებარე დაზიანებული შენობა (ყოფილი სასტუმრო ....) საკუთრების უფლებით და ამ შენობის ქვეშ არსებული 2317 კვ.მ მიწის ნაკვეთის 99-წლიანი სარგებლობის უფლება. შპს „ჯ. ე. თი უ. ქ." სს „თ. ს." შენატანია თბილისში, ... ქუჩა N7-ში მდებარე დაუმთავრებელი 6 სართულიან შენობაზე საკუთრების უფლება და 6490 კვ.მ მიწის ნაკვეთის 99 წლიანი სარგებლობის უფლება, ... გამზირ N7-ში მდებარე დაზუსტებული 4727 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ... მოედანი N2-ში მდებარე 3611 კვ.მ მიწის ნაკვეთის 99 წლიანი სარგებლობის უფლება. შპს „ჯ. ე. თ. მ." სს „თ. ს." შენატანია თბილისში მთაწმინდის პლატოს ფუნიკულიორის ზედა სადგურზე მდებარე 1600 კვ.მ შენობა - ყოფილი რესტორანი მთაწმინდა საკუთრების უფლებით და შენობის ქვეშ არსებული დაზუსტებული 2006 კვ.მ მიწის ნაკვეთის 99 წლიანი სარგებლობის უფლება. სს „თ. ს.“ 2005 წლის 4 ნოემბრის აქციონერთა კრების ოქმის თანახმად ქალაქ თბილისის მერიას უსასყიდლოდ გადაცა შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“ საწესდებო კაპიტალში 35% წილი; შპს „ჯ. ე. თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში 35%-იანი წილი და შპს „ჯ. ე. თ. მ.“ საწესდებო კაპიტალში 40% იანი წილი. 2005 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა წილის დათმობის ხელშეკრულებები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით აქციონერების ნაწილის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სს „თ. ს.“ აქციონერთა 2005 წლის 4 დეკემბრის კრების #1-ის დღის წესრიგის მე-2 საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში და ბათილად იქნა ცნობილის სს „თ. ს.ა“ და ქ. თბილისის მერიას შორის 2005 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ქ. თბილისის მერიამ გაყიდა სამივე შპს-ში სს „თ. ს." მიღებული წილი. მოსარჩელეთა მოსაზრებით, დომინანტმა აქციონერმა - მოპასუხემ წილების გასხვისებით გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა, რითაც სააქციო საზოგადოებას მიადგა ზიანი. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 34 852 050 აშშ დოლარის (წილების მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემის მომენტისათვის, მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებულ აქციათა წილების პროცენტული პროპორციული ზიანი) გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

3. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელეებმა მიიჩნიეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი და 53-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-409-ე მუხლები.

4. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომელშიც განმარტა, რომ მოსარჩელეებმა არ გამოიყენეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო პროცედურა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს არ აქვთ უფლება სააქციო საზოგადოებისაგან განცალკავებით ედაონ ქ. თბილისის მერიას, რადგან სს „თ. ს." შეტანილი აქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ქ. თბილისის მერიის მიმართ და ახორციელებს თავისი ინტერესების დაცვას. ამდენად, შესაძლებელია დადგეს ის შედეგი, რომ მითითებულმა აქციონერებმა ერთი და იგივე საფუძვლით, ერთი და იგივე პირისაგან ორჯერ მიიღონ გარკვეული თანხა. შედეგად სახეზე არ არის თბილისის მერიისათვის, როგორც დომინანტი აქციონერისათვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარისი სამართლებრივი საფუძველი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9. სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში ქ.თბილისის მერიის წილობრივი შენატანი წარმოდგენილი იყო უძრავი ქონების (მიწისა და შენობა ნაგებობების) გრძელვადიანი სარგებლობის (იჯარის) უფლების მინიჭების და არა საკუთრების უფლების გადაცემის სახით (ტ.1. ს.ფ. 61).

10. უფრო კონკრეტულად, ზემოთ მითითებულ გარემოებასთან მიმართებით დადგენილი იქნა, რომ 1993 წლის 5 აგვისტოს თბილისის ცენტრში მდებარე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რეკონსტრუქციისა და შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ქ.თბილისის მერიისა და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების ერთობლივი მონაწილეობით დაფუძნდა სს „თ. ს.“.

11. სს „თ. ს.“ სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით დამფუძნებელი კაპიტალის ოდენობაში ქ. თბილისის მერიის შენატანის წვლილი გამოხატული იყო უძრავი ქონების ან გასაშენებელი ან სხვა ტერიტორიის საზოგადოებისათვის ხანგრძლივვადიანი სარგებლობის უფლების მინიჭებით. სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, სარგებლობის უფლების მინიჭება არ იწვევდა სახელმწიფო უძრავ ქონებაზე საკუთრების ფორმისა და სუბიექტის შეცვლას.

12. 1993 წლის 5 აგვისტოს წესდების 4.1. მუხლის თანახმად, საწესდებო კაპიტალის ოდენობაში ქ. თბილისის მერიის შენატანის წილი - რაც უძრავი ქონების სახით ან გასაშენებელი ან სხვა ტერიტორიის ხანგრძლივვადიანი სარგებლობის უფლების ,,საზოგადოებისათვის“ გადაცემით გამოიხატება - შეადგენს 5 მლრდ.მანეთს.

13. წესდების 5.1. მუხლის თანახმად, საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში, მერიას ნატურალური სახით უბრუნდებოდა საზოგადოების საწესდებო ფონდში არსებული უძრავი ქონება, რომელიც საწესდებო ფონდში შეტანილი იყო სარგებლობის უფლებით, მაგრამ დამფუძნებლებს უფლება ჰქონდათ ესარგებლათ ამ ქონებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

14. წესდების 5.4 პუნქტის თანახმად, გამოსყიდვას არ ექვემდებარებოდა ქ.თბილისის მერიის კუთვნილი აქციები. ამ აქციათა გაყიდვის უფლება ჰქონდა მესაკუთრეს ან მესაკუთრის უფლებამოსილებით აღჭურვილ ორგანოს.

15. ამდენად, დადგენილი იქნა, რომ 1993 წლის სადამფუძნებლო დოკუმენტებით ქ.თბილისის მერიის შენატანის წილი სს „თბილისი სიტის“ საწესდებო კაპიტალში განისაზღვრა საზოგადოებისათვის შემდეგი უძრავი ქონების გრძელვადიანი სარგებლობის უფლების გადაცემით: სასტუმრო „თ.“ (... გამზ.№13) - მიმდებარე მიწის ნაკვეთითა და შენობის საძირკვლის ფართით 2000 მ2; შენობა სასტუმრო „თ.“ და ... თეატრს შორის (... გამზ.№15) - მიმდებარე მიწის ნაკვეთითა და შენობის საძირკვლის ფართით 600 მ2; მხატვრის სახლი (... გამზ.№7) - მიმდებარე მიწის ნაკვეთითა და შენობის საძირკვლის ფართით 2700 მ2; დანგრეული ტერიტორია (.... მოედანი №4, №4ა და №6) - მიმდებარე მიწის ნაკვეთითა და შენობის საძირკვლის ფართით 200 მ2; რესტორანი „მ.“ (... პლატო) - მიმდებარე მიწის ნაკვეთითა და შენობის საძირკვლის ფართით 4500 მ2; რესტორანი „ბ.“ (სანაპიროზე) - მიმდებარე მიწის ნაკვეთითა და შენობის საძირკვლის ფართით 2670 მ2; ... მოედნიდან უნივერმაღამდე განაშენიანება - მიმდებარე მიწის ნაკვეთითა და შენობის საძირკვლის ფართით 1000 მ2; ინმჟშენის ლაბორატორია (დაუმთავრებელი მშენებლობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ... ქუჩას შორის) - მიმდებარე მიწის ნაკვეთითა და შენობის საძირკვლის ფართით 3541 მ2 (ტ.1. ს.ფ. 29-60).

16. დადგენილია, რომ 1996 წლის 30 აგვისტოს, ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 4/5-43 დადგენილებით სს „თ. ს.“ ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდა და კომპანიის ახალი წესდება დამტკიცდა (ტ.1. ს.ფ. 62-73). ახალი წესდების მე-4 მუხლით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 450 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში ფულადი და ქონებრივი შენატანის სახით. წესდების მე-4 მუხლის თანახმად, საწესდებო კაპიტალში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შენატანი წარმოდგენილია უძრავი ქონებით და გასაშენებელი ან სხვა ტერიტორიების გრძელვადიანი სარგებლობის უფლების გადაცემით (თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საწესდებო კაპიტალში შესატანი: დაზიანებული შენობები: ... პრ.№13; ... პრ.№15, რესტორანი ,,მ.“; დაუმთავრებელი შენობები: საინჟინრო ლაბორატორია ... ქუჩაზე, პირველი სართული და სარდაფები ... ქ. მშენებარე სამ საცხოვრებელ სახლში; გასაშენებელი ტერიტორიები: ... მოედანი №4ა, ... პრ.№7, .... მოედანი).

17. სააპელაციო პალატამ, სს „თ. ს.“ ახალი - 1996 წლის 30 აგვისტოს წესდების გამოკვლევის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სს „თ. ს.“ ახალ წესდებაში არ აისახა თავდაპირველი - 1993 წლის სადამფუძნებელო ხელშეკრულებითა და 1993 წლის 5 აგვისტოს წესდებით გათვალისწინებული ის პირობა, რომ სს „თ. ს.“ ქ.თბილისის მერიის მიერ უძრავი ქონება გადაეცემოდა სარგებლობის უფლებით; არც ის რომ სარგებლობის უფლების მინიჭება არ იწვევდა სახელმწიფო უძრავ ქონებაზე საკუთრების ფორმისა და სუბიექტის შეცვლას და სს „თ. ს.“ სხვა დამფუძნებელთა მიერ ამ კომპანიის აქციების შეძენა არ ნიშნავდა მათზე სახელმწიფო უძრავი ქონების საკუთრებაში გადასვლას და საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში, მერიას ნატურალური სახით უბრუნდებოდა საზოგადოების საწესდებო ფონდში არსებული უძრავი ქონება, რომელიც საწესდებო ფონდში შეტანილი იყო სარგებლობის უფლებით, მაგრამ დამფუძნებლებს უფლება ჰქონდათ ესარგებლათ ამ ქონებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ახალ წესდებაში ასევე, არ ყოფილა ასახული ის გარემოება, რომ გამოსყიდვას არ ექვემდებარებოდა ქ.თბილისის მერიის კუთვნილი აქციები, ამ აქციათა გაყიდვის უფლება ჰქონდა მესაკუთრეს ან მესაკუთრის უფლებამოსილებით აღჭურვილ ორგანოს.

18. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 5 მაისის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების საფუძველზე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1998 წლის 29 ივლისამდე სს „თ. ს.“ ამერიკულ კომპანია „ბ. უ. ენ. ი.“ ერთად დააფუძნა 3 კომპანია, რომელთა საწესდებო კაპიტალში შეიტანა ის უძრავი ქონება, რომელიც თავის მხრივ, ქ. თბილისის მერიის მიერ სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იყო სარგებლობის უფლებით. კერძოდ: 1996 წლის 18 სექტემბერს, სს „თ. ს.“ 40%-ით (22.06.1999 წლიდან 35%-ით) და ამერიკულმა კომპანიამ „ბ. უ. ე. ი.“ – 60%-ით (22.06.1999 წლიდან 65%-ით) დააფუძნეს სს „ო. თ.“ (ამჟამად, შპს „ჯ. ე. თ. ს.), რომლის საწესდებო კაპიტალში სს „თ. ს.“ შეიტანა ქ. თბილისში, ... გამზ.№13-ში მდებარე დაახლოებით 2387 კვ.მ მიწის ნაკვეთის 99 წლიანი უფასო სარგებლობის უფლება და მასზე მდებარე შენობა (სასტუმრო „...“) საკუთრების უფლებით. აღნიშნული 99 წლიანი სარგებლობის უფლება სს „ო. თ.“ გადასცა არა სს „თ. ს.“, არამედ ქ.თბილისის მერიამ, კერძოდ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ 1997 წლის 17 ივნისს მიღებული იქნა ახალი №12.98.752 დადგენილება, რომლითაც სს „ო. თ.“ 99 წლით დაუმაგრდა სს „თ. ს.“ დამაგრებული ... გამზ.№13-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და გათავისუფლდა მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულების გადაანგარიშებისას 20-წლიანი იჯარის ქირის ხარჯებისაგან. მეტიც, ამავე დადგენილებით სს „თ. სი.“ გაუუქმდა ... გამზ.№13-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 20-წლიანი იჯარის ქირისაგან გათავისუფლების პირობა და მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება. ასევე, შემდგომში (1998 წლის 24 დეკემბერს) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება სს „ო. თ.“ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა სწორედ აღნიშნული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ 1997 წლის 17 ივნისს მიღებული №12.98.752 დადგენილების საფუძველზე. 1996 წლის 26 ნოემბერს, სს „თ. ს.“ 40%-ით (22.06.1999 წლიდან 35%-ით) და ამერიკულმა კომპანიამ „ბ. უ. ე. ი.“ – 60%-ით (22.06.1999 წლიდან 65%-ით) დააფუძნეს სს „თ. უ. ქ. კ.“ (ამჟამად, შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“), რომლის საწესდებო კაპიტალში სს „თ. ს.“ შეიტანა ქ. თბილისში, .... ქ.№7-ში მდებარე დაახლოებით 5984 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე დაუმთავრებელი 6-სართულიანი შენობა (საკუთრების უფლებით) და ... მოედნის №4-ში მდებარე დაახლოებით 3126 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ... გამზ.№7-ში მდებარე დაახლოებით 4600 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ... №2-ში მდებარე დაახლოებით 10700 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ... ქუჩის №7-ში მდებარე 5984 კვ.მ მიწის ნაკვეთის 99 წლიანი უფასო სარგებლობის უფლება. აღნიშნული 99 წლიანი სარგებლობის უფლება სს „თ. უ. ქ. კ.“ გადასცა არა სს „თ. ს.“, არამედ ქ.თბილისის მერიამ, კერძოდ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ 1997 წლის 9 ოქტომბერს მიღებული იქნა ახალი №20.31.... დადგენილება, რომლითაც სს „თ. უ. ქ. კ.“ 99 წლით დაუმაგრდა თავისუფლების მოედნის №4-ში სს „თ. ს.“ დამაგრებული 3126 კვ.მ მიწის ნაკვეთი და იჯარის ხელშეკრულების გადაანგარიშებისას, გათავისუფლდა მიწის ნაკვეთზე 20-წლიანი იჯარის ქირისაგან. ამავე დადგენილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 24 თებერვლის №05.01.60 დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების მოედნის დაზიანებული კვარტლის სს „თ. ს.“ დამაგრებას და გაუქმდა ქ.თბილისის მერიას და სს „თ. ს.“ შორის გაფორმებული მიწის ნაკვეთის 1996 წლის 23 მაისის №813 იჯარის ხელშეკრულება 3126 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით აღების შესახებ. ასევე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ 1997 წლის 9 ოქტომბერს მიღებული იქნა ახალი №20.31.1186 დადგენილება, რომლითაც სს „თ. უ. ქ. კ.“ 99 წლით დაუმაგრდა რუსთაველის გამზ.№7-ში სს „თ. ს.“ დამაგრებული 4600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და იჯარის ხელშეკრულების გადაანგარიშებისას გათავისუფლდა მიწის ნაკვეთზე 20-წლიანი იჯარის ქირისაგან. ამავე დადგენილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 24 თებერვლის №05.101.60 დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა ... გამზ.№7-ში მიწის ნაკვეთის სს „თ. ს.“ დამაგრებას და გაუქმდა ქ.თბილისის მერიას და სს „თ. ს.“ შორის გაფორმებული მიწის ნაკვეთის 1996 წლის 23 მაისის №815 იჯარის ხელშეკრულება 4600 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით აღების შესახებ. ასევე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ 1998 წლის 5 ივნისს მიღებული იქნა ახალი №11.27.244 დადგენილება, რომლითაც სს „თ. უ. ქ. კ.“ 99 წლით დაუმაგრდა ... მოედანზე მდებარე 1.07 ჰა და ... ქ№7-ში მდებარე 5984 კვ.მ მიწის ნაკვეთები. ამავე დადგენილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის №21.50.1045 დადგენილების მე-3 პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა ... მოედანსა და ... ქუჩის №7-ში მდებარე მიწის ნაკვეთების სს „თ. ს.“ დამაგრებას და გაუქმდა ქ.თბილისის მერიას და სს „თ. ს.“ შორის 1996 წლის 16 ივლისს გაფორმებული №949 და 1996 წლის 13 მაისს №811 იჯარის ხელშეკრულებები 1.07 ჰა და 5984 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით აღების შესახებ. 10.3.3. 1996 წლის 26 ნოემბერს, სს „თ. ს.“ 40%-ით და ამერიკულმა კომპანიამ „ბ. უ. ე. ი.“ – 60%-ით დააფუძნეს სს „მ. პ.“ (ამჟამად, შპს „ჯ. ე. თ. მ.“), რომლის საწესდებო კაპიტალში სს „თ. ს.“ შეიტანა ქ. თბილისში, მთაწმინდის პლატოს ფუნიკულიორის ზედა სადგურზე მდებარე დაახლოებით 1600 კვ.მ შენობა (საკუთრების უფლებით) და ამ შენობის ქვეშ დამაგრებული მიწის ნაკვეთის 99 წლიანი უფასო სარგებლობის უფლება.აღნიშნული 99 წლიანი სარგებლობის უფლება სს „ო. თ.“ გადასცა არა სს „თ. ს.“, არამედ ქ.თბილისის მერიამ, კერძოდ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ 1997 წლის 25 სექტემბერს მიღებული იქნა ახალი №19.25.1136 დადგენილება, რომლითაც სს „მ. პ.“ 99 წლით დაუმაგრდა სს „თ. ს.“ დამაგრებული მთაწმინდის პლატოს ზედა სადგურის მიერ დაკავებული დაახლოებით 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და გათავისუფლდა მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულების გადაანგარიშებისას 20-წლიანი იჯარის ქირის ხარჯებისაგან. ამავე დადგენილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 28 ივნისის №10.48.674 დადგენილების ის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა მთაწმინდის პლატოს ზედა სადგურის შენობის კონტურით შემოფარგლული მიწის ნაკვეთის სს „თ. ს.“ დამაგრებას და გაუქმდა 1996 წლის 19 აგვისტოს №1042 ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის იჯარით აღების შესახებ. ასევე, შემდგომში სს „მ. პ.“ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა სწორედ ზემოხსენებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 25 სექტემბრის №19.48.1136 დადგენილების საფუძველზე.

19. დადგენილია, რომ 2004 წელს სს „თ. ს.“ „ო. თ. ჰ. კ., ნ. კ.“ ერთად დააფუძნა შპს „ჯ. ე. თ. ს.“ (35%), „მ. პ. ჰ. კ., ნ. კ.“ ერთად დააფუძნა შპს „ჯ. ე. თ. მ.“ (40%), ხოლო „თ. რ. ი. ჰ. კ., ნ. კ.“ ერთად - შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“ (35%). სამივე შპს-ში სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა ის უძრავი ქონება, რაც თავის დროზე წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის შენატანს სს „თ. ს.“. აღნიშნულით სს „თ. ს.“ გახდა დაფუძნებულ საზოგადოებებში 35%, 40% და 35% წილის მფლობელი (იხ: 2.3-2.5 პუნქტები).

20. 2005 წლის 4 ნოემბერს სს „თ. ს.“ აქციონერთა საერთო კრებაზე 50,1% აქციათა მფლობელმა აქციონერმა, ქ. თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის მე-2 საკითხი) შპს „ჯ. ე. თ. უ.“ ქონების საწესდებო კაპიტალში 35%-იანი წილის, შპს „ჯ. ე. თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში 35%-იანი წილის და შპს „ჯ. ე. თ. მ.“ საწესდებო კაპიტალში 40%-იანი წილის ქალაქ თბილისის მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემის და ამ მიზნით წილების გასხვისებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.

21. 2005 წლის 30 დეკემბერს დაიდო წილის დათმობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, სს „თ. ს.“ უსასყიდლოდ დაუთმო ქ. თბილისის მერიას შპს „ჯ. ე. თ. ს.“ საწესდებო კაპიტალის 35% წილი, შპს „ჯ. ე. თ. უძ. ქ.“ - 35% წილი და შპს „ჯ. ე. თ. მ.“ - 40% წილი.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სს „თ. ს.“ აქციონერთა 2005 წლის 4 დეკემბრის კრების №1 ოქმი დღის წესრიგის მე-2 საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სს „თ. ს.“ და ქ. თბილისის მერიას შორს 2005 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებები.

23. თუმცა, უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, ქალაქ თბილისის მერიამ, ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრისა და 2008 წლის 10 დეკემბრის დადგენილებებისა და დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის საფუძველზე, აღნიშნული შპს-ების 35%, 35% და 40% წილები, ჯამში, 6 351 000 აშშ დოლარად გაასხვისა (იხ: 2.7-2.9 პუნქტები).

24. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 5 მაისის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ: სს „თ. ს.“ დაფუძნებისა და ქ.თბილისის მერიის მიერ სახელმწიფო საკუთრების ობიექტების შეტანის საკითხები შემოწმებული იქნა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ (კონტროლის პალატის 1998 წლის 27 მაისის აქტი), რა დროსაც, გამოვლენილი იქნა რიგი დარღვევები.

25. დარღვევების შესახებ სს „თ. ს.“ ეცნობა საქართველოს კონტროლის პალატის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 1998 წლის 28 ივლისის №6-სხ-02-5/353 წერილით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სს „თ. ს.“ ახალი (1996 წლის) წესდებიდან იმ მუხლის ამოღება, რომლის თანახმადაც სააქციო საზოგადოებას მერიის წილი მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცა, ხოლო სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში, საწესდებო ფონდში შეტანილი უძრავი ქონება ქალაქის მერიას ნატურალური სახით უნდა დაბრუნებოდა, წარმოადგენს სახელმწიფო ქონების უკანონო „განსახელმწიფოებრიობას“. ამავე წერილით სს „თ. ს.“ განემარტა, რომ ქ.თბილისის მერიის შენატანები (რესტორანი „...“, სასტუმრო „თ...“ და შენობა სასტუმრო თბილისსა და ... თეატრს შორის) წარმოადგენდა ისტორიისა და კულტურის ძეგლებს, რომელთა პრივატიზება (გასხვისება) დაიშვებოდა მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, ხოლო 1995 წლის ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს კონტროლის პალატის ზემოაღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით (1998 წლის 27 მაისის აქტი და 1998 წლის 28 ივლისის №6-სხ-02-5/353 წერილი) სს „თ. ს.“ დამფუძნებელთა კრების 1998 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით და შემდგომში მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 04 აგვისტოს დადგენილებით, სს „თ. ს.“ წესდების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან საწესდებო კაპიტალში გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით შენატანი წარმოდგენილია უძრავი ქონებით და გასაშენებელი ან სხვა ტერიტორიების გრძელვადიანი სარგებლობის უფლების გადაცემით“. ასევე, კომპანიის წესდების მე-10 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 10.4 პუნქტი: „საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში, თბილისის მერიის მუნიციპალიტეტს ნატურალური სახით უბრუნდება საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონება, რომელიც საწედებო კაპიტალში შეტანილია სარგებლობის უფლებით.“

26. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის ზემოაღნიშნული შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა სს „თ. ს.“ წესდებაში, თუმცა, ცვლილებები არ იქნა შეტანილი სს „თ. ს.“ მიერ დაფუძნებული კომპანიების - სს „ო. თ.“ (შემდგომში შპს „ჯ. ე. თ. ს.“), სს „თ. უ. ქ. კ.“ (შემდგომში შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“) და სს „მ. პ.“(შემდგომში შპს „ჯ. ე. თ. მ.“) სარეგისტრაციო მონაცემებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს „თ. ს.“ დაფუძნების კანონიერების შემსწავლელმა კომისიამ 1998 წლის 03 ნოემბრის დასკვნაში მიუთითა, რომ „სს „თ. ს.“ იმ ქონებით, რომელიც ამჟამად მის სარგებლობაშია და არა საკუთრებაში, შესულია სხვადასხვა სააქციო საზოგადოებების დამფუძნებლად, რაც კანონის დარღვევაა“. მიუხედავად აღნიშნული დასკვნის გაცნობისა, სს „თ. ს.“ ცვლილებები არ განახორციელა მის მიერ დაფუძნებული ზემოაღნიშნული სამი კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემებში, სადაც კვლავაც ფიქსირდებოდა, რომ სს „თ. ს.“ მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საწესდებო კაპიტალში შენობა-ნაგებობები შეიტანა საკუთრების უფლებით.

27. 1998 წელს მიღებული იქნა კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით ფიზიკური პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ მათ სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელს რეგისტრატორისათვის სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარედგინა კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი.

28. აღნიშნული კანონის საფუძველზე 1998 წლის 24 დეკემბერს სს „ო. თ.“ საკუთრებაში დაურეგისტრირდა ქ. თბილისში ... გამზირის №13-ში მდებარე 4288 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა. სს „ო. თ.“ საკუთრების დამადასტურებელ საბუთად 1998 წლის 14-24 დეკემბერს ქ.თბილისის სახელმწიფო რეგისტრატორთან წარადგინა: ა) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 17 ივნისის №12.98.752 დადგენილება, სადაც საუბარია, რომ სს „ო. თ.“ ირიცხება .... გამზირის №13-ში მდებარე ყოფილი სასტუმრო „თ.“; ბ) საქართველოს რესპუბლიკის თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1996 წლის 22 ნოემბერს გაცემული №24-2/32 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ბიუროს ჩანაწერებით ... გამზ.№13-ში მდებარე ნაგებობა ყოფილი სასტუმრო „თ.“ ირიცხება სს „ო. თ.“ სახელზე - საფუძველი ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 18 სექტემბრის დადგენილება; გ) მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 18 №4/5-45 დადგენილება. (აღნიშნული დადგენილებით რეგისტრირებული იქნა სს „ო. თ.“, რა დროსაც სს „თ. ს.“ თავის დამფუძნებელ კომპანიას - სს „ო. თ.“ საწესდებო კაპიტალში შეუტანა ქ.თბილისში, .... პროსპექტის №13-ში მდებარე დაახლოებით 2387 კვ.მ მიწის ნაკვეთის 99 წლიანი უფასო სარგებლობის უფლება და მასზე მდებარე შენობა (სასტუმრო „თ...“) საკუთრების უფლებით.).

29. სამივე ზემოაღნიშნული დოკუმენტი გაცემული იქნა მანამდე, სანამ საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების შედეგების გათვალისწინებით სს „თ. ს.“ წესდებაში რეგისტრირებული იქნა ცვლილება (04.08.1998), რომლითაც დაკონკრეტდა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტს ... გამზირის №13-ში მდებარე დაზიანებული შენობა-ნაგებობა სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ჰქონდა გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით.

30. 1998 წლის 24 დეკემბერს სს „თ. უ. ქ. კ.“ საკუთრებაში დაურეგისტრირდა ქ. თბილისში, . ქ№ 7-ში მდებარე 6490 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მშენებარე შენობა-ნაგებობები.

31. სს „თ. უ. ქ. კ.“ საკუთრების დამადასტურებელ საბუთად 1998 წლის 14 დეკემბერს ქ.თბილისის სახელმწიფო რეგისტრატორთან წარადგინა: სს „თ. ს.“ და სს „თ. უ. ქ. კ.“ შორის 1996 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი ქ. თბილისში, ... ქ№ 7-ში მდებარე ექვსსართულიანი დაუმთავრებელი შენობის, საინჟინრო ლაბორატორიის გადაბარების შესახებ. (აღნიშნულ აქტში მითითებულია, რომ მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 26.11.96 წლის №4/5-49 დადგენილებით რეგისტრირებული წესდების თანახმად, „აღნიშნული შენობის ღირებულება წარმოადგენს სს „თ. ს.“ დამფუძნებელი კაპიტალის ნაწილს. ამ შენობის ღირებულება ჩამოეწერება სს „თ. ს.“ ბალანსიდან და მას თავის ბალანსზე მიიღებს სს „თ. უ. ქ. კ.“). მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი (30.11.1996) შედგენილი იქნა მანამდე, სანამ საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების შედეგების გათვალისწინებით სს „თ. ს.“ წესდებაში რეგისტრირებული იქნებოდა ცვლილება (04.08.1998), რომლითაც დაკონკრეტდა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტს ... ქუჩაზე მდებარე დაუმთავრებელი შენობა (საინჟინრო ლაბორატორია) სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ჰქონდა გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით. ასევე მანამდე, სანამ სს „თ. ს.“ დაფუძნების, მის საწესდებო კაპიტალში ქ.თბილისის მუნიციპალური ქონების შეტანის კანონიერების შემსწავლელი კომისიის მიერ შედგენილი იქნებოდა დასკვნა (03.11.1998), სადაც აღნიშნული იყო, რომ „სს „თ. ს.“ იმ ქონებით, რომელიც ამჟამად მის სარგებლობაშია და არა საკუთრებაში, შესულია სხვადასხვა სააქციო საზოგადოებების დამფუძნებლად, რაც კანონის დარღვევაა.“

32. 1998 წლის 24 დეკემბრს სს „მ. პ.“ საკუთრებაში დაურეგისტრირდა ქ. თბილისში, მთაწმინდის ზედა პლატოზე მდებარე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 1600 კვ.მ შენობა-ნაგებობები.

33. სს „მ. პ.“ ქ.თბილისში ... გამზ.№13-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელ საბუთად 1998 წლის 14 დეკემბერს ქ.თბილისის სახელმწიფო რეგისტრატორთან წარადგინა: ა) ქ.თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1997 წლის 19 ივნისის №24/983 წერილი, სადაც მითითებულია, რომ ბიუროს ჩანაწერებით მთაწმინდის პლატოს ზედა სადგურის ნაგებობა ირიცხება „მ. პ.“ სახელზე. ბ) ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 26.11.1996 წლის დადგენილება, რომლითაც რეგისტრირებული იქნა სს „მ. პ.“, რა დროსაც სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა ქ.თბილისში, მთაწმინდის პლატოს ფუნიკულიორის ზედა სადგურზე მდებარე 1600 კვ.მ შენობა და ამ შენობის ქვეშ დამაგრებული მიწის ნაკვეთის 99 წლიანი უფასო სარგებლობის უფლება.

34. ორივე ზემოაღნიშნული დოკუმენტი ასევე, გაცემულია მანამდე, სანამ საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების შედეგების გათვალისწინებით სს „თ. ს.“ წესდებაში რეგისტრირებული იქნა ცვლილება (04.08.1998), რომლითაც დაკონკრეტდა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტს რესტორანი „მ.“ სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ჰქონდა გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით. მანამდე, სანამ სს „თ. ს.“ დაფუძნების, მის საწესდებო კაპიტალში ქ.თბილისის მუნიციპალური ქონების შეტანის კანონიერების შემსწავლელი კომისიის მიერ შედგენილი იქნებოდა დასკვნა (03.11.1998), სადაც აღნიშნული იყო, რომ: „სს „თ. ს.“ იმ ქონებით, რომელიც ამჟამად მის სარგებლობაშია და არა საკუთრებაში, შესულია სხვადასხვა სააქციო საზოგადოებების დამფუძნებლად, რაც კანონის დარღვევაა.“

35. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, სს „თ. ს.“ წესდებაში შესაბამისი ცვლილება განხორციელდა და დაკონკრეტდა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტს სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონება (მათ შორის, შენობა-ნაგებობები), შეჰქონდა სარგებლობის და არა საკუთრების უფლებით, 1998 წლის 29 ოქტომბერს თავად სს „თ. ს.“ საკუთრებაში დაურეგისტრირდა ქ.თბილისში, .... გამზირი №15-ში მდებარე შენობა-ნაგებობა, ხოლო 1099 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. სს „თ. ს.“ ქ.თბილისში ... გამზირის№15-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელ საბუთად ქ.თბილისის სახელმწიფო რეგისტრატორთან წარადგინა: ა) ქ.თბილისის მერიის 1994 წლის 7 აპრილის №273 განკარგულება, რომლითაც კაპიტალური მშენებლობის სამმართველომ სს „თ. ს.“ გადააბარა ... მოედნისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ასევე ... გამზ.№7, №13, №15-ში მდებარე ობიექტები. (აღნიშნული განკარგულებით არ არის განსაზღვრული თუ რა ფორმით (საკუთრების თუ სარგებლობის) გადასცა ქ.თბილისის მერიამ სს „თ. ს.“ ... 15-ში მდებარე ობიექტი. თუმცა ამ პერიოდში მოქმედი სს „თ. ს.“ წესდებით (05.08.1993) მითითებული იყო ის ფაქტი, რომ ქ.თბილისის მერია უძრავ ქონებას (მათ შორის, ქ.თბილისში, ... გამზირი №15-ში მდებარე შენობა-ნაგებობა) სს „თ. ს.“ გადასცემდა სარგებლობის უფლებით). ბ) საქართველოს რესპუბლიკის თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 19.09.1996 წლის №24-17-98 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ბიუროს ჩანაწერებით ... გამზ.№15-ში მდებარე შენობა ირიცხება სს „თ. ს.“ სახელზე, საფუძველი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 24 თებერვლის №05.10.60 დადგენილება. თავის მხრივ, აღნიშნული დადგენილებით სს „თ. ს.“ დაუდასტურდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე კვარტალში ასაშენებელი საქმიანი ცენტრების, ეროვნული ბანკის კომპლექსის, საცხოვრებელი სახლების, ... გამზ.№7, №13 და №15 ასაშენებელი ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის დამკვეთის სტატუსი. აღნიშნული წერილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული იქნა მანამდე, სანამ საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების შედეგების გათვალისწინებით სს „თ. ს.“ წესდებაში რეგისტრირებული იქნა ცვლილება (04.08.1998), რომლითაც დაკონკრეტდა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტს .... გამზირის №15-ში მდებარე დაზიანებული შენობა-ნაგებობა სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ჰქონდა გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით.

36. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, 1998 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით, სს „თ. ს.“ წესდებაში უკვე რეგისტრირებული იყო ცვლილება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტს რუსთაველის გამზირის №15-ში მდებარე დაზიანებული შენობა-ნაგებობა სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ჰქონდა გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით, თუმცა, აღნიშნული ცვლილების ამსახველი დოკუმენტი ქ.თბილისში ... გამზირის №15-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საკუთრებაში რეგისტრაციის დროს სს „თ. ს.ს“ მიერ სახელმწიფო რეგისტრატორთან წარდგენილი არ ყოფილა.

37. შემდგომში, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონით, 1998 წლის 4 დეკემბერს სს „თ. ს.“ საკუთრებაში დაურეგისტრირდა ქ.თბილისში .... გამზირის №15-ში მდებარე 1099 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ვინაიდან საჯარო რეესტრის 1998 წლის 29 ოქტომბრის ამონაწერით მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა სს „თ. ს.“ უკვე საკუთრებაში ჰქონდა რეგისტრირებული.

38. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ სს „თ. ს.“ დაფუძნებისას ქ.თბილისის მერიის მიერ უძრავი ქონება სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით, რაც ასახული იქნა კიდეც კომპანიის 1993 წლის სადამფუძნებლო ხელშეკრულებასა და წესდებაში. (როგორც ზემოთ აღინიშნა, სს „თ. ს.“ ხელმძღვანელობის მიერ სს „თ. ს.“ ხელახალი რეგისტრაციისას აღნიშნული გარემოებები სს „თ. ს.“ ახალ წესდებაში აღარ ასახულა და ახალი წესდებით ქ.თბილისის მერიის შენატანი სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში შენობა-ნაგებობების საკუთრებისა და მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლების გადაცემით განისაზღვრა, რაც ზემოთგანხილულ საქართველოს კონტროლის პალატის 1998 წლის 27 მაისის აქტში დაფიქსირებული იქნა დარღვევად).

39. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ/ აპელანტმა ვერ მიუთითა ისეთ მტკიცებულებებზე (ქ.თბილისის მერიის შესაბამის გადაწყვეტილებაზე), რაც ამ შენობა-ნაგებობების სს „თ. ს.“ საკუთრების უფლებით გადაცემის ფაქტს დაადასტურებდა.

40. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთ განხილულ საქართველოს კონტროლის პალატის 1998 წლის 27 მაისის აქტში ნათქვამია, რომ ქ.თბილისის მერიის შენატანები (რესტორანი „...“, სასტუმრო „...“ და შენობა სასტუმრო თბილისსა და ... თეატრს შორის) წარმოადგენს ისტორიისა და კულტურის ძეგლებს, რომელთა პრივატიზება (გასხვისება) დაიშვებოდა მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, ხოლო 1995 წლის ნოემბრიდან, საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე“.

41. შესაბამისად, ქ. თბილისის მერია არ იყო უფლებამოსილი აღნიშნული შენობა-ნაგებობები საკუთრების უფლებით შეეტანა სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ სს „თ. ს.“ მის მიერ დაფუძნებული სამი კომპანიის (შპს „ჯ. ე. თ. ს.“, შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“ და შპს „ჯ. ე. თ. მ.“) საწესდებო კაპიტალში საკუთრების უფლებით შეიტანა ის ქონება, რაც თავად გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით ჰქონდა მიღებული ქ.თბილისის მერიისაგან, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო უძრავ ქონებაზე შპს „ჯ. ე. თ.ს.“, შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“ და შპს „ჯ. ე. თ. მ.“ საკუთრების უფლებას და მისგან გამომდინარე მოთხოვნებს უკანონოდ აქცევს.

43. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ მოსარჩელეები, ითხოვდნენ არა სს „თ. ს.“ ან ამ საზოგადოების მიერ დაფუძნებული საზოგადოებების საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების დაბრუნებას ან მისი ღირებულების ანაზღაურებას, არამედ სს „თ. ს.“, რომლის აქციონერებიც თვითონვე არიან, თანამონაწილეობით დაფუძნებულ საზოგადოებებში – შპს „ჯ. ე. თ. ს.“, შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“ და შპს „ჯ. ე. თ. მ.“ კუთვნილი 35%–35%–40% წილების მერიის, როგორც დომინანტი აქციონერის მიერ უკანონოდ მითვისებისა და გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას; სადავო თანხა კი გაანგარიშებული ჰქონდათ სწორედ წილების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, რაც გასხვისებული ქონების საბაზრო ღირებულების 36,9%-ს (მოსარჩელე აქციონერთა აქციების რაოდენობა) - 34 852 050 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენს.

44. მოსარჩელეები მიუთითებდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სს „თ. ს.“ აქციონერთა 2005 წლის 4 დეკემბრის კრების №1 ოქმი დღის წესრიგის მე-2 საკითხთან დაკავირებით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში. ასევე ბათილად იქნა ცნობილი სს „თ. ს.“ და ქ. თბილისის მერიას შორის 2005 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებები.

45. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში არსებული უძრავი ქონებების შპს „ჯ. ე. თ. ს.“, შპს „ჯ. ე. თ. მ.“ და შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“ საწესდებო კაპიტალში საკუთრების უფლებით შეტანა იყო არამართლზომიერი (იხ: ფაქტობრივი გარემოება 10.).

46. იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებს, როგორც სს ,,თ. ს.“ აქციონერებს წარმოეშვათ დომინანტი აქციონერის მიერ წილის გასხვისებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, სააპელაციო. პალატამ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე.ამავე კანონის 53-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სააქციო საზოგადოების დომინანტმა აქციონერმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა სააქციო საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ აქციონერებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება აქციონერი ან ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინონ სააქციო საზოგადოების საერთო კრების კენჭისყრის შედეგზე.

47. ექსპერტიზის დასკვნის იურიდიული ძალის შეფასებისათვის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის დანაწესზე, რომლის მიხედვით ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ. №ას-1125-1389-09, 26 მარტი, 2010 წელი).

48. მოცემულ შემთხვევაში, კუთვნილი წილების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისი, ... მოედანი №4 მდებარე 3089 კვ.მ მიწის ნაკვეთის და შენობა ნაგებობის საერთო ფართით 16653 კვ.მ; ქ. თბილისი, ... გამზ №13 2317 კვ.მ მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 17348 კვ.მ; ქ. თბილისი, ..., ... პლატო 2006 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა - ნაგებობის საერთო ფართი 1600 კვ.მ; ქ. თბილისი, ... გამზ. №7/... ქ.№18 4727 კვ.მ მიწის ნაკვეთი, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ... მოედანი 3611 კვ.მ; ქ. თბილისი, ... ქუჩა №7 6490 კვ.მ მიწის ნაკვეთის - ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება უნდა იყოს 267 მილიონის აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. დამოუკიდებელმა აუდიტმა კი, სს ,,თ. ს.“ აქციონერების - თ. თ-ის, რ. კ-ის, მ. მ-ის, თ. მ-ის, ნ. შ-ის, ბ. შ-ას, ნ. ხ-ის, ა. ხ-ის, კ. კ-ის, შპს ,,გ.“, შპს ,,ი.“, შპს ,,რ.“ და შპს ,,ს.“ - წილების საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ.

49. აუდიტორმა შეაფასა სს ,,თ. ს.“ თანამონაწილეობით დაფუძნებული შპს ,,ჯ. ე. თ. ს.“, შპს ,,ჯ. ე. თ. უ. ქ.“ და შპს ,,ჯ. ე. მ.“ უძრავი ქონება.

50. დასკვნის შესაბამისად: სს ,,თ. ს.“ თანამონაწილეობით 35% წილით დაფუძნებული შპს ,,ჯ. ე. თ. ს.“ უძრავი ქონების - მდებარე ქ. თბილისში, ... მოედანი №4 და ქ. თბილისში, ... გამზირი №13-ში - ღირებულება შეადგენს 215 000 000 აშშ დოლარს; სს ,,თ. ს.“ თანამონაწილეობით 35% წილით დაფუძნებული შპს ,,ჯ. ე. თ. ქ.“ უძრავი ქონების - მდებარე ქ. თბილისში, ... მოედანი, ქ. თბილისში, ... ქ. №7 და ქ. თბილისი, ... გამზ. №7/... ქ. №18 - ღირებულება შეადგენს 32 000 000 აშშ დოლარს; სს ,,თ. ს.“ თანამონაწილეობით 40% წილით დაფუძნებული შპს ,,ჯ. ე. თ. მ.“ უძრავო ქონება - მდებარე ქ. თბილისში, ..., ... პლატო - ღირებულება შადგენს 20 000 000 აშშ დოლარს; დასკვნის შესაბამისად, სს ,,თ. ს.“ თანამონაწილეობით დაფუძნებულ აღნიშნულ საზოგადოებებში სს ,,თ. ს.“ წილის ღირებულება არის 94 450 000 აშშ დოლარი. სს „თ. ს.“ აქციონერების: თ. თ-ის 0,9%, რ. კ-ის 2,7%, მ. მ-ის 0,9%, თ. მ-ის 0,9%, ნ. შ-ის 2,7%, ბ. შონიას 7,2%, ნ. ხ-ის 0,9%, ა. ხ-ის 0,9%, კ. კ-ის 1,8%, შპს „გ.“ 2,7%, შპს „ი.“ 2,7%, შპს „რ.“ 5,4%, შპს „ს..“ 7,2% (მთლიანად 36,9%) საბაზრო ღირებულება აუდიტორმა შეაფასა 34 852 050 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.

51. სააპელაციო პალატამ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დასკვნა სს ,,თ. ს.“ თანამონაწილეობით დაფუძნებულ საზოგადოებებში – შპს „ჯ. ე. თ. ს.“, შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“ და შპს „ჯ. ე. თ. მ.“ მისი კუთვნილი წილების (35%–35%– 40%) საბაზრო ღირებულების დაანგარიშებისათვის ვარგის მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.

52. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170.2 მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

53. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცების პროცესს წარმოადგენს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.

54. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ექსპერტის დასკვნის ძირითადი, ანუ კვლევითი ნაწილი უნდა შეიცავდეს კვლევითი პროცესის დროს გამოყენებულ მეთოდებს, მეცნიერულ - ტექნიკურ საშუალებებს, ნორმატიულ მასალებს, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს. წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული არ იყო იმ მტკიცებულებებზე, რომელთაც დაემყარა ექსპერტის დასკვნა, არ იყო მითითებული ნორმატიულ მასალზე და არ იყო განმარტებული ბიზნესის შეფასების მეთოდოლოგია.

55. პალატამ აღნიშნა, რომ სააქციო საზოგადოების წილის გასხვისებით დამდგარი ზიანი არ არის უძრავი ქონების ღირებულების ეკვივალენტი, ვინაიდან, აქციის ღირებულება არ არის პირდაპირპროპორციული სააქციო საზოგადოების ქონების საბაზრო ღირებულებისა. აქციონერის წილის ღირებულება განისაზღვრება საზოგადოების აქტივების და პასივების ერთობლიობაში შეფასებით და არა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონება საზოგადოებას არ ჰქონია საკუთრების უფლებით გადაცემული.

56. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით მხოლოდ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება იყო შეფასებული, რაც აღნიშნულ მტკიცებულებას, წილის ღირებულების განსაზღვრის თვალსაზრისით, არარელევანტურად აქცევდა.

57. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

58. კასატორთა განმარტებით, შეუსაბამოა სააპელაციო სასამართლოს მიერ საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანის მართლზომიერებასთან დაკავშირებით ახალი ფაქტების დადგენა ან/და პრივატიზაციის შედეგების გადასიჯვა/რევიზია და ახალი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად სისხლის სამართლის შეწყვეტის შესახებ საგამოძიებო სამსახურის მიერ 05.05.2015წ შედგენილი დადგენილების, ასევე, საქართველოს კონტროლის პალატის 1998 წლის აქტის გამოყენება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სადაო განჩინების 10 - 10.12. პუნქტებით დადგენილი ე. წ. გარემოებები წარმოადგენენ ჯერ კიდევ, 1993-1996წწ განხორციელებული და დასრულებული პრივატიზაციის შედეგების შენიღბული ფორმით გადასიჯვას და რევიზიას, ამასთან ეს გარემოებები დადგენილია არასწორად - კანონდარღვევით. კასატორთა განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი, არათუ 1996-1998 წლებში, არამედ დღეის მდგომარეობითაც, უწყვეტად ამ საზოგადოებების საკუთრებად არის აღრიცხული, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონთან, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონთან და ასევე, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონთან. შესაბამისად, არ არის სწორი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ უძრავი ქონება საზოგადოებას არ ჰქონია საკუთრების უფლებით გადაცემული, ვინაიდან საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, ქონება დღეის მდგომარეობითაც საზოგადოებების საკუთრებად არის აღრიცხული, დამოუკიდებელი აუდიტორის 10.06.2014წ №ქ/8 დასკვნით კი (რომელიც 18.06.2014წ განცხადებით წარედგინა სასამართლოს), შეფასებულია სწორედ მოსარჩელეთა წილების საბაზრო ღირებულება.

59. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პრივატიზებულ ან/და ახლად დაფუძნებულ საწარმოთა საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის მართლზომიერებასთან დაკავშირებული ახალი გარემოებების დადგენა, მით უფრო, რომ ეს საკითხი დავის საგანს არ წარმოადგენდა, სრულიად ფუჭი მცდელობა იყო, ვინაიდან გასულია პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

60. კასატორთა განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ამ სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ,,საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება" (იხ. გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტი), მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა, რომ მოპასუხე მხარე – თბილისის მერია – სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში სრულად დაეთანხმა მე–3, მე–4, მე–5, მე–10, მე–12, მე–13, მე–14, მე–15, მე–16 ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო მე–2 ფაქტობრივ გარემოებაზე განაცხადა, რომ ინფორმირებული არ არის, მე–6, მე–7, მე–8, მე–11, მე–17 ფაქტობრივ გარემოებებს კი დაეთანხმა ნაწილობრივ. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ამ სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ თითქოსდა ,,მოსარჩელე აქციონერები თვლიან, რომ თბილისის მერიამ წილების გასხვისებით გამოიყენა თავისი დომინანტური მდომარეობა, რითაც სააქციო საზოგადოებას მიადგა ზიანი". მოსარჩელეები სარჩელში არსად არ უთითებენ, რომ დომინანტი აქციონერის მიერ წილების გასხვისებით სააქციო საზოგადოებას მიადგა ზიანი და ეს გასაგებიცაა, ვინაიდან მოსარჩელეები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ არა სააქციო საზოგადოების სახელით, არამედ თავიანთი სახელით და უფლებამოსილებათა ფარგლებში, რაც მინიჭებული აქვთ ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–8 პუნქტით.

61. კასატორები განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის გადასაწყვეტად არ უნდა გამოეყენებინა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილია არა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონება ან ფულადი თანხა, არამედ, დომინანტი პარტნიორისა და აქციონერის ბრალით მიყენებული ზიანის (კომპენსაციის) ანაზღაურება, რაც ერთი და იგივე არ არის და რომელიც მოწესრიგებულია ამავე კანონის სხვა მუხლებით.

62. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, პრივატიზებულ ან/და ახლადდაფუძნებული საზოგადოებების საწესდებო კაპიტალში შეტანილი იმ ქონების უკანონო შენატანად ცნობით, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, როცა სამეწარმეო რეესტრისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერი ან/და საზოგადოების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაუქმებული/ბათილად ცნობილი არ არის, ნერგავს ისეთ სასამართლო პრაქტიკას, რომლის ანალოგიც პრივატიზაციათა თაობაზე კანონმდებლობის მიღებიდან, სამეწარმეო და საჯარო რეესტრის ამოქმედებიდან და შესაბამისი კანონმდებლობის მიღებიდან, ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან, არ მოიპოვება.

63. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის უვარგის მტკიცებულებად აღიარებით, ფაქტიურად უარი თქვა სადაო საკითხის გადაწყვეტაზე (რაც მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის ტოლფასია), დომინანტი პარტნიორის მიერ უკანონოდ გასხვისებული წილების ღირებულების დადგენაზე და ამ პარტნიორისთვის ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტითა და 53–ე მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ქალაქ თბილისის მერიისთვის - საჯარო დაწესებულებისთვის - პასუხისმგებლობა აერიდებინა. მით უფრო, რომ აუდიტორის დასკვნის არაჯეროვან მტკიცებულებად ცნობის შემთხვევაში, სასამართლო მოკლებული არ იყო შესაძლებლობას, თვითონვე დაენიშნა ექსპერტიზა დომინანტი პარტნიორის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად ან/და გამოეყენებინა საქმეში არსებული ,,წილ(ებ)ის საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ“ შემფასებლის 2007 წლის დასკვნა, რომელიც მერიის მიერ არის მოწონებული.

64. გარდა აღნიშნულისა, კასატორთა განმარტებით, არ არის სწორი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ თითქოსდა სააპელაციო საჩივრით სადაოდ არ იყო გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.1. - 3.2.12. პუნქტებში მითითებული გარემოებები, პირიქით, იმის გათვალისწინებით, რომ 3.2.1. - 3.2.5. პუნქტებში ასახული უდავო გარემოებები სასამართლომ სადაო ფაქტობრივ გარემოებებად მოიხსენია, სააპელაციო საჩივრში მითითებულ იქნა, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები უდაო ფაქტობრივი გარემოებების სახით ექვემდებარებოდა დადგენას, მაგრამ ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ 3.2.1. - 3.2.5. პუნქტებში ასახული გარემოებები უდაო ფაქტობრივ გარემოებებად ჩათვალა, ამ ფაქტების მიმართ კასატორებს პრეტენზია უკვე არა აქვთ.

65. კასატორთა განმარტებით, თბილისის მერია თავის შესაგებელში სრულად დაეთანხმა მე–4 ფაქტობრივ გარემოებას, მაგრამ სასამართლოსთვის აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი უდავო ფაქტობრივ გარემოებად ჩაეთვალა, რომ შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ."–ში უცხოელი პარტნიორის – ,,თ. რ. ი. ჰ. კ., ნ. კ."–ს შენატანია 126 750 აშშ დოლარი. ასევე, მე–5 ფაქტობრივი გარემოების ნაწილში მერიის თანხმობის მიუხედავად, სასამართლომ არ დაადგინა უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ შპს „ჯ. ე. თ. მ.“–ში უცხოელი პარტნიორის – ,,მ. პ. ჰ. კ., ნ. კ."–ს შენატანია 102 000 აშშ დოლარი, რაც შეადგენს საწესდებო კაპიტალის 60 პროცენტს.

66. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ეხებოდა 2005 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით სს „თ. ს.“–ს საწესდებო კაპიტალში თბილისის მუნიციპალიტეტისა და მოსარჩელეების წილებს.

67. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

68. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

69. გასაჩივრებული განჩინების საფუძვლების, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს კასატორის მიერ წარმოდგენილი არცერთი პრეტენზიის საფუძველზე.

70. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნას ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა.

71. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ ფაქტობრივ წინაპირობად კი, მოსარჩელეებმა მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ სს „თ. ს.“ დომინანტმა აქციონერმა - მოპასუხემ (ქ.თბილისის მერია) 2005 წლის 4 ნოემბრის აქციონერთა კრებაზე (საწესდებო კაპიტალში 50.1%-სა და ხმის უფლებით) მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქალაქ თბილისის მერიას უსასყიდლოდ გადაცა შპს „ჯ.. ე. თ. უ. ქ.“ საწესდებო კაპიტალში 35% წილი; შპს „ჯ. ე. თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში 35%-იანი წილი და შპს „ჯ. ე. თ. მ.“ საწესდებო კაპიტალში 40% იანი წილი, ხოლო 2005 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა წილის დათმობის ხელშეკრულებები. მართალია, მოსარჩელეთა სხვა სარჩელის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სს „თ. ს.“ აქციონერთა 2005 წლის 4 დეკემბრის კრების #1-ის დღის წესრიგის მე-2 საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში და ბათილად იქნა ცნობილი სს „თ. ს.“ და ქ. თბილისის მერიას შორის 2005 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებები, თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ქ. თბილისის მერიამ გაყიდა სამივე შპს-ში სს „თბილის სიტისგან" მიღებული წილი.

72. მოსარჩელეებს/კასატორები მიაჩნიათ, რომ მოპასუხემ წილების გასხვისებით გამოიყენა რა თავისი დომინანტური მდგომარეობა სს „თ. ს.“, ამით სს „თ. ს.“ მიადგა ზიანი 34 852 050 აშშ დოლარის (წილების მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემის მომენტისათვის, მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებულ აქციათა წილების პროცენტული პროპორციული ზიანი) ოდენობით (იხ., სარჩელი). ვინაიდან, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა, მოსარჩელეთა/კასატორთა მოსაზრებით, შეუძლებელია, დაზარალებული აქციონერები უფლებამოსილნი არიან დომინანტი პარტნიორისაგან მიიღონ ზიანი, რაც დაანაგრიშებული უნდა იქნეს წილების უსასყიდლოდ გადაცემის მომენტისათვის, მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებულ აქციათა პროცენტული პროპორციულობით შესაბამისი ზიანის ანაზღაურებით (კომპენსაციით), საზოგადოების საწესდებო კაპიტალში არსებულ იმ ქონებათა საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც წილების ანუ ქონებრივი სიკეთის გასხვისების შეადეგად გასულია მათი მფლობელობიდან (იხ., სარჩელი, ტ.1. ს.ფ. 15).

73. სარჩელი უარყოფილია. სარჩელის უარყოფისას კი, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მიხედვითაც ჯერ ერთი, ზიანის მიყენების ფაქტი დაუდასტურებელია და მეორეც, რომ ზიანის მიყენების დადასტურების შემთხვევაშიც კი, ზიანის ოდენობის (თანხის) დაანაგრიშების თვალსაზრისით, არ არის წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულებები.

74. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ გარემოებას, რასაც მოსარჩელეები (კასატორები) ზიანად მიიჩნევენ (იხ., ამ განჩინების პ- 72), კერძოდ, ქონების განკარგვა, სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია. სახელდობრ, დადგენილია, რომ 1993 წლის 5 აგვისტოს თბილისის ცენტრში მდებარე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რეკონსტრუქციისა და შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ქ.თბილისის მერიისა და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების ერთობლივი მონაწილეობით დაფუძნებული სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში ქ.თბილისის მერიის წილობრივი შენატანი წარმოდგენილი იყო უძრავი ქონების (მიწისა და შენობა ნაგებობების) გრძელვადიანი სარგებლობის (იჯარის) უფლების მინიჭების და არა საკუთრების უფლების გადაცემის სახით (ტ.1. ს.ფ. 61). მოგვიანებით, 1996 წლის 30 აგვისტოს, სს „თ. ს.“ ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდა და ახალი წესდება დამტკიცდა (ტ.1. ს.ფ. 62-73). ახალი წესდების მე-4 მუხლის თანახმად კი, საწესდებო კაპიტალში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შენატანი წარმოდგენილია უძრავი ქონებით და გასაშენებელი ან სხვა ტერიტორიების გრძელვადიანი სარგებლობის უფლების გადაცემით (თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საწესდებო კაპიტალში შესატანი: დაზიანებული შენობები: ... პრ.№13; ... პრ.№15, რესტორანი ,,...“; დაუმთავრებელი შენობები: საინჟინრო ლაბორატორია ... ქუჩაზე, პირველი სართული და სარდაფები ... ქ. მშენებარე სამ საცხოვრებელ სახლში; გასაშენებელი ტერიტორიები: ... მოედანი №4ა, ... პრ.№7, ... მოედანი). ამდენად, დადგენილია, რომ ახალ წესდებაში არ აისახა თავდაპირველი - 1993 წლის სადამფუძნებელო ხელშეკრულებითა და 1993 წლის 5 აგვისტოს წესდებით გათვალისწინებული პირობა, რომ სს „თ. ს.“ ქ.თბილისის მერიის მიერ უძრავი ქონება გადაეცემოდა სარგებლობის უფლებით; არც ის რომ სარგებლობის უფლების მინიჭება არ იწვევდა სახელმწიფო უძრავ ქონებაზე საკუთრების ფორმისა და სუბიექტის შეცვლას და სს „თ. ს.“ სხვა დამფუძნებელთა მიერ ამ კომპანიის აქციების შეძენა არ ნიშნავდა მათზე სახელმწიფო უძრავი ქონების საკუთრებაში გადასვლას და საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში, მერიას ნატურალური სახით უბრუნდებოდა საზოგადოების საწესდებო ფონდში არსებული უძრავი ქონება, რომელიც საწესდებო ფონდში შეტანილი იყო სარგებლობის უფლებით, მაგრამ დამფუძნებლებს უფლება ჰქონდათ ესარგებლათ ამ ქონებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ახალ წესდებაში ასევე, არ ყოფილა ასახული ის გარემოება, რომ გამოსყიდვას არ ექვემდებარებოდა ქ.თბილისის მერიის კუთვნილი აქციები, ამ აქციათა გაყიდვის უფლება ჰქონდა მესაკუთრეს ან მესაკუთრის უფლებამოსილებით აღჭურვილ ორგანოს.

75. 2004 წელს სს „თ. ს.“ „ო. თ. ჰ. კ., ნ. კ.“ ერთად დააფუძნა სამი შპს: შპს „ჯ. ე. თ. ს.“ (35%), „მ. პ. ჰ. კ., ნ. კ.“ ერთად დააფუძნა შპს „ჯ. ე. თ. მ.“ (40%), ხოლო „თ. რ. ი. ჰ. კ., ნ. კ.“ ერთად - შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“ (35%). სამივე შპს-ში სს „თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა ის უძრავი ქონება, რაც თავის დროზე წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის შენატანს სს „თ. ს.“. აღნიშნულით სს „თ. ს.“ გახდა დაფუძნებულ საზოგადოებებში 35%, 40% და 35% წილის მფლობელი (იხ: 2.3-2.5 პუნქტები).

76. 2005 წლის 4 ნოემბერს სს „თ. ს.“ აქციონერთა საერთო კრებაზე 50,1% აქციათა მფლობელმა აქციონერმა, ქ. თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის მე-2 საკითხი) შპს „ჯ. ე. თ. უ.“ ქონების საწესდებო კაპიტალში 35%-იანი წილის, შპს „ჯ. ე. თ. ს.“ საწესდებო კაპიტალში 35%-იანი წილის და შპს „ჯ. ე. თ. მ.“ საწესდებო კაპიტალში 40%-იანი წილის ქალაქ თბილისის მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემის და ამ მიზნით წილების გასხვისებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.

77. 2005 წლის 30 დეკემბერს დაიდო წილის დათმობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, სს „თ. ს.“ უსასყიდლოდ დაუთმო ქ. თბილისის მერიას შპს „ჯ. ე. თ. ს.“ საწესდებო კაპიტალის 35% წილი, შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“ - 35% წილი და შპს „ჯ. ე. თ. მ.“ - 40% წილი.

78. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სს „თ. ს.“ აქციონერთა 2005 წლის 4 დეკემბრის კრების №1 ოქმი დღის წესრიგის მე-2 საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სს „თ. ს.“ და ქ. თბილისის მერიას შორს 2005 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებები. თუმცა, უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, ქალაქ თბილისის მერიამ, ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრისა და 2008 წლის 10 დეკემბრის დადგენილებებისა და დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის საფუძველზე, აღნიშნული შპს-ების 35%, 35% და 40% წილები გაასხვისა (იხ: 2.7-2.9 პუნქტები).

79. სს „თბილისი სიტის“ დაფუძნებისა და ქ.თბილისის მერიის მიერ სახელმწიფო საკუთრების ობიექტების შეტანის საკითხები შემოწმებული იქნა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ (კონტროლის პალატის 1998 წლის 27 მაისის აქტი), რა დროსაც, გამოვლენილი იქნა რიგი დარღვევები. ამის შესახებ სს „თ. ს.“ ეცნობა საქართველოს კონტროლის პალატის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 1998 წლის 28 ივლისის №6-სხ-02-5/353 წერილით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სს „თ. ს.“ ახალი (1996 წლის) წესდებიდან იმ მუხლის ამოღება, რომლის თანახმადაც სააქციო საზოგადოებას მერიის წილი მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცა, ხოლო სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში, საწესდებო ფონდში შეტანილი უძრავი ქონება ქალაქის მერიას ნატურალური სახით უნდა დაბრუნებოდა, წარმოადგენს სახელმწიფო ქონების უკანონო „განსახელმწიფოებრიობას“. ამავე წერილით სს „თ. ს.“ განემარტა, რომ ქ.თბილისის მერიის შენატანები (რესტორანი „...“, სასტუმრო „...“ და შენობა სასტუმრო ... და ... თეატრს შორის) წარმოადგენდა ისტორიისა და კულტურის ძეგლებს, რომელთა პრივატიზება (გასხვისება) დაიშვებოდა მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, ხოლო 1995 წლის ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე.

80. საქართველოს კონტროლის პალატის ზემოაღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით (1998 წლის 27 მაისის აქტი და 1998 წლის 28 ივლისის №6-სხ-02-5/353 წერილი) სს „თ. ს.ს“ დამფუძნებელთა კრების 1998 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით და შემდგომში, მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 04 აგვისტოს დადგენილებით, სს „თ. ს.“ წესდების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან საწესდებო კაპიტალში გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით შენატანი წარმოდგენილია უძრავი ქონებით და გასაშენებელი ან სხვა ტერიტორიების გრძელვადიანი სარგებლობის უფლების გადაცემით“. ასევე, კომპანიის წესდების მე-10 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 10.4 პუნქტი: „საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში, თბილისის მერიის მუნიციპალიტეტს ნატურალური სახით უბრუნდება საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონება, რომელიც საწედებო კაპიტალში შეტანილია სარგებლობის უფლებით.“

81. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის ზემოაღნიშნული შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა სს „თ. ს.“ წესდებაში, თუმცა, ცვლილებები არ იქნა შეტანილი სს „თ. ს.“ მიერ დაფუძნებული კომპანიების - სს „ო. თ.“ (შემდგომში შპს „ჯ.. ე. თ. ს.“), სს „თ. უ. ქ. კ.“ (შემდგომში შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“) და სს „მ. პ.“(შემდგომში შპს „ჯ. ე. თ. მ.“) სარეგისტრაციო მონაცემებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს „თ. ს.“ დაფუძნების კანონიერების შემსწავლელმა კომისიამ 1998 წლის 03 ნოემბრის დასკვნაში მიუთითა, რომ „სს „თ. ს.“ იმ ქონებით, რომელიც ამჟამად მის სარგებლობაშია და არა საკუთრებაში, შესულია სხვადასხვა სააქციო საზოგადოებების დამფუძნებლად, რაც კანონის დარღვევაა“. მიუხედავად აღნიშნული დასკვნის გაცნობისა, სს „თ. ს.“ ცვლილებები არ განახორციელა მის მიერ დაფუძნებული ზემოაღნიშნული სამი კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემებში, სადაც კვლავაც ფიქსირდებოდა, რომ სს „თ. ს.“ მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საწესდებო კაპიტალში შენობა-ნაგებობები შეიტანა საკუთრების უფლებით.

82. მაშასადამე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ წილების გასხვისების ფაქტი, რომელიც ზიანის წარმოშობის საფუძვლადაა მიჩნეული მოსარჩელეთა/კასატორთა შეხედულებით, ვარგის სამართლებრივ საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან როგორც დადგენილია სადავო წილები (უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების სახით) თავიდანვე, არამართლზომიერად შევიდა სს „თ. ს.“ მიერ დაფუძნებული სამი შპს-ს საწედებო კაპიტალში (იხ., ამ განჩინების პპ: 74-80). დადენილია, რომ თავიდანვე სს „თ. ს.“ უფლება სადავო უძრავ ქონებაზე გადაცემული ჰქონდა მერიისაგან სარგებლობის და არა საკუთრების უფლებით, ხოლო იმაზე მეტ უფლებას, ვიდრე ამას თავად ფლობდა, სხვა კომპანიას ვერ გადასცემდა. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო უძრავი ქონება არასოდეს ყოფილა მოსარჩელეთა საკუთრება. ქონება იყო თბილისის მერიის საკუთრება, რომელიც როგორც დადგენილია, სარებლობის უფლებით შევიდა საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით. შესაბამისად, მოსარჩელეთა/კასატორთა პრეტენზია, რომ ქონების გასხვისებით მათ, როგორც მინორიტარ პარტნიორებს მიადგათ ზიანი, დაუსაბუთებელია. სსკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარემა მხოლოდ მოვალისთვის წინასწარ სავარაუდო და მისი უშუალო მოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი.

83. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პრეტენზიას იმასთან დაკავშირებითაც, თითქოს შეუსაბამოა სააპელაციო სასამართლოს მიერ საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანის მართლზომიერებასთან დაკავშირებით პრივატიზაციის შედეგების გადასიჯვა/რევიზია და ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად სისხლის სამართლის შეწყვეტის შესახებ საგამოძიებო სამსახურის მიერ 05.05.2015წ შედგენილი დადგენილების, ასევე, საქართველოს კონტროლის პალატის 1998 წლის აქტის გამოყენება, ვინაიდან ეს გარემოებები წარმოადგენენ ჯერ კიდევ, 1993-1996წწ განხორციელებული და დასრულებული პრივატიზაციის შედეგების შენიღბული ფორმით გადასიჯვას და რევიზიას. ამასთან, ეს გარემოებები დადგენილია არასწორად, კანონდარღვევით (იხ., საკასაციო საჩივარი).

84. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოშობენ ნორმით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს ზიანის ანაზღაურებისათვის.

85. რაც შეეხება ზიანის ოდენობის დაანგარიშების თვალსაზრისით წარმოდგენილ კასატორის პრეტენზიას, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი მოსარჩელეებმა/კასატორები ზიანის ოდენობის დასადგენად წარმოადგინეს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, რაც სააპელაციო სასამართლომ სს ,,თ. ს.“ თანამონაწილეობით დაფუძნებულ საზოგადოებებში – შპს „ჯ. ე. თ. ს.“, შპს „ჯ. ე. თ. უ. ქ.“ და შპს „ჯ. ე. თ. მ.“ მათი კუთვნილი წილების (35%–35%– 40%) საბაზრო ღირებულების დაანგარიშებისათვის ვარგის მტკიცებულებად არ მიიჩნია. კასატორების მოსაზრებით, მით უფრო, რომ აუდიტორის დასკვნის არაჯეროვან მტკიცებულებად ცნობის შემთხვევაში, სასამართლო მოკლებული არ იყო შესაძლებლობას, თვითონვე დაენიშნა ექსპერტიზა დომინანტი პარტნიორის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად ან/და გამოეყენებინა საქმეში არსებული ,,წილ(ებ)ის საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ“ შემფასებლის 2007 წლის დასკვნა, რომელიც მერიის მიერ არის მოწონებული. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმის წარმოება სასამართლოში მიმდინარეობს საშეჯიბრო საწყისებზე, თავად მხარეები განსაზრვრავენ თუ რომელი მტკიცებულებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებს. სასამართლო მხოლოდ აფასებს წარდგენილ მტკიცებულებებს სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში მათი დასაშვებობის, განკუთვნადობის, სანდოობის და ა.შ კრიტერიუმების გათვალისწინებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო სამართლის ნორმა (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი) წარმოდგენილი მტკიცებულების შეფასების თვალსაზრისით.

86. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სააქციო საზოგადოების წილის გასხვისებით დამდგარი ზიანი არ არის უძრავი ქონების ღირებულების ეკვივალენტი, ვინაიდან, აქციის ღირებულება არ არის პირდაპირპროპორციული სააქციო საზოგადოების ქონების საბაზრო ღირებულებისა. აქციონერის წილის ღირებულება განისაზღვრება საზოგადოების აქტივების და პასივების ერთობლიობაში შეფასებით და არა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონება საზოგადოებას არ ჰქონია საკუთრების უფლებით გადაცემული. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით მხოლოდ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება იყო შეფასებული, რაც აღნიშნულ მტკიცებულებას, წილის ღირებულების განსაზღვრის თვალსაზრისით, არარელევანტურად აქცევდა.

87. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

88. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

89. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.

90. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

91. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. თ-ის, რ. კ-ის, მ. მ-ის, თ. მ-ის, ნ. შ-ის, ბ. შ-ას, ნ. ხ-ის, ა. ხ-ის, კ. კ-ის, შპს „გ.", შპს „ი.", შპს „რ.", შპს „ს." საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორებს თ. თ-ეს (პ/ნ 610010...), რ. კ-ეს (პ/ნ:010170...), მ. მ-ს (პ/ნ: 010090...), თ. მ-ს (პ/ნ:010300...), ნ. შ-ეს (პ/ნ: 01009...), ბ. შ-ას (პ/ნ:01026...), ნ. ხ-ს (პ/ნ: 010080...), ა. ხ-ს (პ/ნ: 010080...), კ. კ-ეს (პ/ნ: 010070...), შპს „გ." (ს/კ:20384...), შპს „ი." (ს/კ:24540...), შპს „რ..." (ს/კ:203840...), შპს „ს.“ (ს/კ:21135...) უკან დაუბრუნდეთ თ. კილანავას მიერ 2019 წლის 12 აპრილს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (8000 ლარი) 5400 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ.ალავიძე