საქმე №ა-2689-შ-76-2019 4 ივლისი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.ს–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ი–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ქალაქ კამენცის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის #7F899/12 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ქალაქ კამენცის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის #7F899/12 გადაწყვეტილებით მეუღლეთა - გ.ს–ძესა (დაბადებული - 01.07.1978; მოქალაქეობა - საქართველო) და ე.ი–ას (დაბადებული - 12.09.1974; მოქალაქეობა - საბერძნეთი) შორის 2009 წლის 22 ივნისს გლდანის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება 01200930601 (ქორწინების მოწმობა მნ 263676) გაუქმდა.
2. 2019 წლის 5 ივნისს გ.ს–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და გერმანიის ქალაქ კამენცის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის #7F899/12 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მოცემულ საქმეზე გერმანიის პირველი ინსტანციის სასამართლოში განმცხადებელი იყო ე.ი–ა, ხოლო მოპასუხე გ.ს–ძე. ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 16 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. გერმანიის ქალაქ კამენცის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის #7F899/12 გადაწყვეტილებით მეუღლეთა - გ.ს–ძესა და ე.ი–ას შორის 2009 წლის 22 ივნისს გლდანის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება 01200930601 (ქორწინების მოწმობა მნ 263676) გაუქმდა.
6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მოცემულ საქმეზე გერმანიის პირველი ინსტანციის სასამართლოში განმცხადებელი იყო ე.ი–ა, ხოლო მოპასუხე გ.ს–ძე. ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 16 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ქალაქ კამენცის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის #7F899/12 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ს–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ქალაქ კამენცის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის #7F899/12 გადაწყვეტილება, რომლითაც მეუღლეთა - გ.ს–ძესა (დაბადებული - 01.07.1978; მოქალაქეობა - საქართველო) და ე.ი–ას (დაბადებული - 12.09.1974; მოქალაქეობა - საბერძნეთი) შორის 2009 წლის 22 ივნისს გლდანის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება 01200930601 (ქორწინების მოწმობა მნ 263676) გაუქმდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი