საქმე №ა-2841-შ-80-2019 4 ივლისი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.დ–ზ.
მოწინააღმდეგე მხარე – ჰ.ზ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ქარადენიზ ერეღლის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის №2015/137 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თურქეთის რესპუბლიკის ქარადენიზ ერეღლის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის №2015/137 გადაწყვეტილებით მეუღლეთა - დ.დ–სა (დაბადების ადგილი - საქართველო; დაბადების თარიღი - 15.03.1975) და ჰ.ზ–ს (დაბადების ადგილი აქქუმ; დაბადების თარიღი - 20.07.1946) შორის 2013 წლის 3 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. 2019 წლის 13 ივნისს დ.დ–მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ქარადენიზ ერეღლის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის №2015/137 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ორივე მხარე ესწრებოდა და მათ თანხმობა განაცხადეს განქორწინებაზე, მხარეებმა უარი თქვეს გასაჩივრებაზე და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 2 მარტიდან. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. თურქეთის რესპუბლიკის ქარადენიზ ერეღლის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის №2015/137 გადაწყვეტილებით მეუღლეთა - დ.დ–სა და ჰ.ზ–ს შორის 2013 წლის 3 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ორივე მხარე ესწრებოდა და მათ თანხმობა განაცხადეს განქორწინებაზე, მხარეებმა უარი თქვეს გასაჩივრებაზე და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 2 მარტიდან.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ქარადენიზ ერეღლის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის №2015/137 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.დ–ზუს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ქარადენიზ ერეღლის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის №2015/137 გადაწყვეტილება, რომლითაც მეუღლეთა - დ.დ–სა (დაბადების ადგილი - საქართველო; დაბადების თარიღი - 15.03.1975) და ჰ.ზ–ს (დაბადების ადგილი აქქუმ; დაბადების თარიღი - 20.07.1946) შორის 2013 წლის 3 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი