Facebook Twitter

№ა-2122-შ-55-2019 2 ივლისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ–ძე

განხილვის საგანი – უკრაინის რესპუბლიკის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგის ძერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის რესპუბლიკის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგის ძერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილი იქნა ი.გ–ძესა და გ.მ–ძეს შორის 15.10.1996 წელს რეგისტრირებული ქორწინება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქ. თბილისის N1 ქორწინების სახლში, სააქტო ჩანაწერი N66. განქორწინების შემდეგ მოსარჩელეს დარჩა გვარი გ–ნიძე, მოპასუხეს - მუმლაძე.

2. გ.მ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით გ.მ–ძის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. უკრაინის რესპუბლიკის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგის ძერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილი იქნა ი.გ–ძესა და გ.მ–ძეს შორის 15.10.1996 წელს რეგისტრირებული ქორწინება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქ. თბილისის N1 ქორწინების სახლში, სააქტო ჩანაწერი N66. განქორწინების შემდეგ მოსარჩელეს დარჩა გვარი გ–ძე, მოპასუხეს - მ–ძე.

6. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 11 ოქტომბერს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი ადგენს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენცია, რომლის ხელშემკვრელ მხარეებსაც წარმოადგენენ როგორც საქართველო, ასევე უკრაინის რესპუბლიკა.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას ასევე უკავშირებს ამ სასამართლოს კომპეტენტურობას. კერძოდ, კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ პუნქტის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებათა მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ, მოცემული კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.

7. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

9. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.მ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას უკრაინის რესპუბლიკის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგის ძერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილი იქნა ი.გ–ძესა და გ.მ–ძეს შორის 15.10.1996 წელს რეგისტრირებული ქორწინება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქ. თბილისის N1 ქორწინების სახლში, სააქტო ჩანაწერი N66. განქორწინების შემდეგ მოსარჩელეს დარჩა გვარი გ–ძე, მოპასუხეს - მ–ძე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი