№ა-2859-შ-81-2019 2 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ო.ტ.
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ტ.
განხილვის საგანი – უკრაინის რესპუბლიკის ქ. ჟიტომორის ბოგუნსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის რესპუბლიკის ქ. ჟიტომორის ბოგუნსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო.ტ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილი იქნა ო.ტ–ასა და ბ.ტ–ას შორის 04.07.2008 წელს რეგისტრირებული ქორწინება ბერდიჩევსკის რაიონთაშორისო იუსტიციის სამმართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის საქალაქო სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერით N247.
2. ო.ტ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით ო.ტ–ას შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. უკრაინის რესპუბლიკის ქ. ჟიტომორის ბოგუნსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო.ტ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილი იქნა ო.ტ–ასა და ბ.ტ–ას შორის 04.07.2008 წელს რეგისტრირებული ქორწინება ბერდიჩევსკის რაიონთაშორისო იუსტიციის სამმართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის საქალაქო სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერით N247.
5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2012 წლის 30 ნოემბერს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
6. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძელი, შესაბამისად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.ტ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას უკრაინის რესპუბლიკის ქ. ჟიტომორის ბოგუნსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ო.ტ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილი იქნა ო.ტ–ასა და ბ.ტ–ას შორის 04.07.2008 წელს რეგისტრირებული ქორწინება ბერდიჩევსკის რაიონთაშორისო იუსტიციის სამმართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის საქალაქო სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერით N247.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი