Facebook Twitter

საქმე №ას-1142-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინების (ო.ბ–ძის, ვ.გ–ის, გ.ო–ის, ა.ო–ის, ბ.მ–ძის და ი.გ–ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე) სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ო.ბ–ძის, ვ.გ–ის, გ.ო–ის, ა.ო–ის, ბ.მ–ძის და ი.გ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი (საქმე #ას-1142-2018).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში შეცდომით იქნა მითითებული სახელმწიფო ბაჟის თანხა, 300 ლარის ნაცვლად 6000 ლარი და საგადახდო დავალების რეკვიზიტები.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, „ო.ბ–ძეს (პ/ნ.....) (ნ.ბ–ძის უფლებამონაცვლე), ვ.გ–ს (პ/ნ .....), გ.ო–ს (01030016281), ა.ო–ს (პ/ნ ......), ბ.მ–ძეს (პ/ნ .....) და ი.გ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ლ.ვ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადასახადო დავალება N15, გადახდის თარიღი 2018 წლის 30 აგვისტო), 70% – 4200 ლარი და ამავე საგადახდო დავალებით, ზედმეტად გადახდილი 1000 ლარი“ უნდა გასწორდეს და მიეთითოს „ო.ბ–ძეს (პ/ნ.....) (ნ.ბ–ძის უფლებამონაცვლე), ვ.გ–ს (პ/ნ .....), გ.ო–ს (......), ა.ო–ს (პ/ნ ......), ბ.მ–ძეს (პ/ნ ......) და ი.გ–ს (პ/ნ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ლ.ვ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N5, გადახდის თარიღი 2018 წლის 14 სექტემბერი), 70% – 210 ლარი; “.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული „ო.ბ–ძეს (პ/ნ .....) (ნ.ბ–ძის უფლებამონაცვლე), ვ.გ–ს (პ/ნ ......), გ.ო–ს (......), ა.ო–ს (პ/ნ ......), ბ.მ–ძეს (პ/ნ .....) და ი.გ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ლ.ვ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადასახადო დავალება N15, გადახდის თარიღი 2018 წლის 30 აგვისტო), 70% – 4200 ლარი და ამავე საგადახდო დავალებით, ზედმეტად გადახდილი 1000 ლარი“ უნდა გასწორდეს და მიეთითოს „ო.ბ–ძეს (პ/ნ ......) (ნ.ბ–ძის უფლებამონაცვლე), ვ.გ–ს (პ/ნ ....), გ.ო–ს (.....), ა.ო–ს (პ/ნ .....), ბ.მ–ძეს (პ/ნ .....) და ი.გ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ლ.ვ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N5, გადახდის თარიღი 2018 წლის 14 სექტემბერი), 70% – 210 ლარი; “;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე