საქმე №ას-1484-1404-2017 31 მაისი, 2019 წელი
უსწორობა ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უაზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით თ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.3 პუნქტში ნინო ხიდეშელის ნაცვლად მითითებულია - ნ. ხ-ი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.3 პუნქტში დაშვებულია უსწორობა, ნ. ხ-ის ნაცვლად არასწორადაა მითითებული ნ. ხ-ი რაც წარმოადგენს უსწორობას და უნდა გასწორდეს სასამართლოს ინიციატივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის ას-1484-1404-2017 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.3 პუნქტში დაშვებული უსწორობა.
2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.3 პუნქტში მითითებული ნინო ხიდიშელი გასწორდეს ნ. ხ-ით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ.ძლიერიშვილი