საქმე №ა-457-შ-14-2019 19 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ზ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჯ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ესპანეთის სამეფოს ქ. ინკას №4 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის №00181/2014 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ესპანეთის სამეფოს ქ. ინკას №4 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის №00181/2014 გადაწყვეტილებით 2006 წლის 24 იანვარს საქართველოში ლ. ჯ-სა და ზ. ნ-ს შორის გაფორმებული ქორწინება შეწყდა.
2. ზ. ნ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ესპანეთის სამეფოს ქ. ინკას №4 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის №00181/2014 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. ესპანეთის სამეფოს ქ. ინკას №4 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის №00181/2014 გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 14 იანვრიდან; მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე; ზ. ნ-ის საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით ზ. ნ-ის შუამდგომლობა ესპანეთის სამეფოს ქ. ინკას №4 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის №00181/2014 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ნ-ის შუამდგომლობა ესპანეთის სამეფოს ქ. ინკას №4 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის №00181/2014 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ესპანეთის სამეფოს ქ. ინკას №4 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის №00181/2014 გადაწყვეტილებით 2006 წლის 24 იანვარს საქართველოში ლ. ჯ-სა და ზ. ნ-ს შორის გაფორმებული ქორწინება შეწყდა; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 14 იანვრიდან; მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე; ზ. ნ-ის საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ესპანეთის სამეფოს ქ. ინკას №4 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის №00181/2014 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ნ-ის შუამდგომლობა ესპანეთის სამეფოს ქ. ინკას №4 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის №00181/2014 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ესპანეთის სამეფოს ქ. ინკას №4 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის №00181/2014 გადაწყვეტილება, რომლითაც 2006 წლის 24 იანვარს საქართველოში ლ. ჯ-სა და ზ. ნ-ს შორის გაფორმებული ქორწინება შეწყდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე