საქმე №ა-2117-შ-54-2019 19 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. მ. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის №202 F 1891/13 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის №202 F 1891/13 გადაწყვეტილებით 2005 წლის 18 თებერვალს რეგენსბურგის მმაჩის მოხელეების მიერ დაქორწინებული (ქორწინების რეესტრი №45/2005) მეუღლეები თ. დ-ე და ჰ. მ. მ-ი განქორწინდნენ.
2. თეა დარახველიძის წარმომადგენელმა ნ. ბ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის №202 F 1891/13 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის №202 F 1891/13 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2014 წლის 21 ოქტომბრიდან; მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით); შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით თ. დ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის №202 F 1891/13 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. დ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის №202 F 1891/13 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის №202 F 1891/13 გადაწყვეტილებით 2005 წლის 18 თებერვალს რეგენსბურგის მმაჩის მოხელეების მიერ დაქორწინებული (ქორწინების რეესტრი №.../2005) მეუღლეები თ. დ-ძე და ჰ. მ. მ-ი განქორწინდნენ; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2014 წლის 21 ოქტომბრიდან; მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით); შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის №202 F 1891/13 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. დ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის №202 F 1891/13 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის №202 F 1891/13 გადაწყვეტილება, რომლითაც 2005 წლის 18 თებერვალს რეგენსბურგის მმაჩის მოხელეების მიერ დაქორწინებული (ქორწინების რეესტრი №45/2005) მეუღლეები თ. დ-ე და ჰ. მ. მ-ი განქორწინდნენ;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე