საქმე №ა-2000-შ-49-2019 29 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ. ი-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ი-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის სმორგონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის სმორგონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით 2012 წლის 16 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გარდაბნის სამსახურის მიერ 19... წელს დაბადებულ დ. ვ. ძე ი-ესა და 19... წელს დაბადებულ ე. ე. ასულ ი-ეს (ქორწინებამდელი გვარი: ჩ-ა) შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ბავშვები არ ჰყავთ); სააქტო ჩანაწერის ნომერია 212012....
2. დ. ი-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის სმორგონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის სმორგონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 13 სექტემბრიდან; მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე; საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინებით დ. ი-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის სმორგონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ი-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის სმორგონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 პუნქტი].
7. საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი].
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) გათვალისწინებული პირობები დაცულია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის სმორგონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით 2012 წლის 16 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გარდაბნის სამსახურის მიერ 19... წელს დაბადებულ დ. ვ. ძე ი-ესა და 19... წელს დაბადებულ ე. ე. ასულ ი-ეს (ქორწინებამდელი გვარი: ჩ-ა) შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ბავშვები არ ჰყავთ); სააქტო ჩანაწერის ნომერია 2120123...7; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 13 სექტემბრიდან; მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე; საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის სმორგონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ი-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის სმორგონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის სმორგონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 2012 წლის 16 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გარდაბნის სამსახურის მიერ 19... წელს დაბადებულ დ. ვ. ძე ი-ესა და 19... წელს დაბადებულ ე. ე. ასულ ი-ეს (ქორწინებამდელი გვარი: ჩ-ა) შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ბავშვები არ ჰყავთ); სააქტო ჩანაწერის ნომერია 2120123...;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე