საქმე №ა-1558-შ-40-2019 29 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. დ-ნ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ფაზარას (რიზე) პირველი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის №2018/236 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის ფაზარას (რიზე) პირველი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის №2018/236 გადაწყვეტილებით გ. დ-ი (პირადი №1057476..., დაბადების თარიღი: .../06/19..., მამის სახელი: თ., დედის ს.: ფ., რეგისტრაციის ადგილი: მალათიის პროვინცია, ჰექიმჰანის რაიონი, სოფ. ..., სამოქალაქო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები: წიგნაკი №4, საოჯახო რიგის №..., ინდ. რიგის ნომერი 14) და საქართველოს მოქალაქე მანანა ბექაური (პირადი №9921551..., მამის სახელი: გ., დედის სახელი: თ., დაბადების თარიღი: .../12/19..., დაბადების ადგილი: დუშეთი) განქორწინდნენ.
2. 2019 წლის 1 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ბ-მა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ფაზარას (რიზე) პირველი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის №2018/236 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. თურქეთის რესპუბლიკის ფაზარას (რიზე) პირველი საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობიდან (საბოლოო განაჩენი) ირკვევა, რომ ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის №2018/236 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. თურქეთის რესპუბლიკის ფაზარას (რიზე) პირველი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის №2018/236 გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით მ. ბ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ფაზარას (რიზე) პირველი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის №2018/236 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ბ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ფაზარას (რიზე) პირველი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის №2018/236 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 პუნქტი].
8. საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი].
9. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს [23.2 მუხლი: ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციისას, შემსრულებელი მხარე გადაწყვეტილებას არსებითად კი არ განიხილავს, არამედ მხოლოდ მის ამ ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში].
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკის ფაზარას (რიზე) პირველი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის №2018/236 გადაწყვეტილებით გ. დ-ი (პირადი №1057476..., დაბადების თარიღი: .../06/19.., მამის სახელი: თურან, დედის სახელი: ფადიმე, რეგისტრაციის ადგილი: მალათიის პროვინცია, ჰექიმჰანის რაიონი, სოფ. ..., სამოქალაქო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები: წიგნაკი №..., საოჯახო რიგის №..., ინდ. რიგის ნომერი 14) და საქართველოს მოქალაქე მ. ბ-ი (პირადი №9921551..., მამის სახელი: გ., დედის სახელი: თ., დაბადების თარიღი: .../12/19.., დაბადების ადგილი: დუშეთი) განქორწინდნენ; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული; მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
11. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების 20-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა.
12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებული მუხლით დადგენილი პირობები დაცულია. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ფაზარას (რიზე) პირველი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის №2018/236 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-19, მე-20, 22-ე და 23-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ფაზარას (რიზე) პირველი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის №2018/236 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის ფაზარას (რიზე) პირველი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის №2018/236 გადაწყვეტილება, რომლითაც გ. დ-ი (პირადი №1057476..., დაბადების თარიღი: .../06/19..., მამის სახელი: თ., დედის სახელი: ფ., რეგისტრაციის ადგილი: მალათიის პროვინცია, ჰექიმჰანის რაიონი, სოფ. ..., სამოქალაქო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები: წიგნაკი №..., საოჯახო რიგის №..., ინდ. რიგის ნომერი 14) და საქართველოს მოქალაქე მანანა ბექაური (პირადი №9921551..., მამის სახელი: გ..., დედის სახელი: თ..., დაბადების თარიღი: .../12/19..., დაბადების ადგილი: დუშეთი) განქორწინდნენ;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე