Facebook Twitter

საქმე №ა-2974-შ-85-2019 1 აგვისტო, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. გ-

ი (დევრიშოღლი)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მეორე ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სახელის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მეორე ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა და ი. გ-მა (დ-ი) სახელი „ი.“ შეიცვალა სახელით „ი..“

ი. გ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მეორე ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ასევე ირკვევა, რომ ი. გ-მა (დ-ი) დაქორწინების შემდეგ მიიღო თურქეთის მოქალაქეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით ი. გ-ის (დ-ი) შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მეორე ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი. გ-ის (დ-ი) შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მეორე ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მეორე ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა და ი. გ-მა (დ-ი) სახელი „ი.“ შეიცვალა სახელით „ი.“ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ასევე ირკვევა, რომ ი. გ-მა (დ-ი) დაქორწინების შემდეგ მიიღო თურქეთის მოქალაქეობა.

0„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შუამდგომლობის ავტორი ამჟამად თურქეთის მოქალაქეა, მაგრამ ქორწინებისას იგი საქართველოს მოქალაქე იყო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მეორე ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ-ის (დ-ი) შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მეორე ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მეორე ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივარი დაკმაყოფილდა და ი. გ-მა (დ-ი) სახელი „ი.“ შეიცვალა სახელით „ი..“

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე