Facebook Twitter

საქმე №ას-525-2019 18 სექტემბერს, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი – რ. ჯ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ყ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი. ყ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ჯ-ის (შემდგომ – მოპასუხე), რ. და დ. ჯ-ების მიმართ და მოითხოვა, 2001 წელს გარდაცვლილი მეუღლის – ვ. ჯ-ის (შემდგომ – მოსარჩელის მეუღლე) სამკვიდროს ქონების მის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღების დადგენა, ასევე, 2002 წლის 6 ივნისის რ. ჯ-სა და ვ. ჯ-ის წარმომადგენელ ი. დ-ს შორის უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება:

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება.

7. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის – არასწორად მითითებული ქონების საკადასტრო კოდის გასწორება „№64.30.02.288-ის“ ნაცვლად „№64.30.02.266“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის №ას-525-2019 განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, მორიგების პირობებში არასწორად დაფიქსირდა უძრავი ქონების საკადასტრო კოდები.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.

11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ თვლის სადავო უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტას სასამართლო სხდომაზე.

12. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის №ას-525-2019 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს. მორიგების შემდეგი პირობები: „1. რ. ჯ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №64.30.02...) საკუთრებაში გადაცეს ი. ყ-ს (პირადი №1150103...); 2. რ. ჯ-ი ვალდებულია, ი. ყ-ს გადაუხადოს 17 500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი 8 (რვა) თვის განმავლობაში, კერძოდ, 2020 წლის 10 მაისამდე; 3. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილის მიერ მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაში (განჩინების თარიღი – 17 ნოემბერი, 2017 წელი) შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „რ. ჯ-ს (პირადი №110010....) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №64.30.02.... მდებარე ბორჯომის რაიონი, დაბა ..., .... . ქ.№1) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა გარდა წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული 17 500 აშშ დოლარის ფარგლებში საბანკო კრედიტის აღებისა;“ უნდა გასწორდეს შემდეგი სახით: „1. რ. ჯ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №64.30.02....) საკუთრებაში გადაცეს ი. ყ-ს (პირადი №1150103...); 2. რ. ჯ-ი ვალდებულია, ი. ყ-ს გადაუხადოს 17 500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი 8 (რვა) თვის განმავლობაში, კერძოდ, 2020 წლის 10 მაისამდე; 3. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილის მიერ მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაში (განჩინების თარიღი – 17 ნოემბერი, 2017 წელი) შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „რ. ჯ-ს (პირადი №110010....) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №64.30.02... მდებარე ბორჯომის რაიონი, დაბა ..., ... ქ.№1) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა გარდა წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული 17 500 აშშ დოლარის ფარგლებში საბანკო კრედიტის აღებისა;“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის №ას-525-2019 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და მორიგების შემდეგი პირობები: „1. რ. ჯ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №64.30.02....) საკუთრებაში გადაცეს ი. ყ-ს (პირადი №1150103...); 2. რ. ჯ-ი ვალდებულია, ი. ყ-ს გადაუხადოს 17 500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი 8 (რვა) თვის განმავლობაში, კერძოდ, 2020 წლის 10 მაისამდე; 3. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილის მიერ მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაში (განჩინების თარიღი – 17 ნოემბერი, 2017 წელი) შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „რ. ჯ-ს (პირადი №11001...) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №64.30.02.... მდებარე ბორჯომის რაიონი, დაბა ...., ... ქ.№1) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა გარდა წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული 17 500 აშშ დოლარის ფარგლებში საბანკო კრედიტის აღებისა;“ გასწორდეს შემდეგი სახით: „1. რ. ჯ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №64.30.02.....) საკუთრებაში გადაცეს ი. ყ-ს (პირადი №11501035...); 2. რ. ჯ-ი ვალდებულია, ი. ყ-ს გადაუხადოს 17 500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი 8 (რვა) თვის განმავლობაში, კერძოდ, 2020 წლის 10 მაისამდე; 3. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილის მიერ მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაში (განჩინების თარიღი – 17 ნოემბერი, 2017 წელი) შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „რ. ჯ-ს (პირადი №1100100...) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №64.30.02.... მდებარე ბორჯომის რაიონი, დაბა ..., ... ქ.№1) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა გარდა წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული 17 500 აშშ დოლარის ფარგლებში საბანკო კრედიტის აღებისა;“.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური