საქმე №ას-646-2019 9 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – იბა „ა. ჩ.“ წევრი ი. ს-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი. გ-ას უფლებამონაცვლე გ. გ-ა, ი. ჟ-ა (მოსარჩელეები)
მოპასუხეები - იბა „ა. ჩ.“ წევრები: ი. მ-ი, მ. ჩ-ი, მ. რ-ი, ა. ვ-ი, ე. მ-ე, მ. მ-ი, მ. ხ-ი, მ. ლ-ი, ნ. ბ-ე, ნ. გ-ი, ვ. ნ-ი, მ. ი-ი, თ. ყ-ი-დ-ძე, ბ. ყ-ი, ს. კ-ი, ო. კ-ი, ა. ჰ-ი, ნ. ბ-ი, მ. დ-ე, გ. ბ-ი, ა. ა-ი, ე. პ-ე, თ. დ-ი, თ. ლ-ა, რ. თ-ე, ნ. გ-ი, რ. გ-ი, ი. მ-ი (ი. მინასიანის უფლებამონაცვლე), ი. ქ-ი, ს. ი-ი, გ. მ-ი, ი. გ-ი, მ. ქ-ე, გ. მ-ი, ი. მ-ე, გ. ც-ი, თ. დ-ი, ე. ს-ი, თ. ს-ი, თ. ს-ი, თ. ტ-ი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე -
ხ. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ას წარმომადგენლის ე. ჟ-ს განცხადება დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საქმეზე N2ბ/2484-15 ი. გ-ას პ/ნ 6201300... უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ. გ-ია პ/ნ 6201300....
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე იბა „ა. ჩ.“ წევრებმა: ნ. ბ-ემ, ნ. გ-მა, ვ. ნ-მა, მ. ი-მა, თ. ყ-ი-დ-ემ, ბ. ყ-მა, ს. კ-მა, ო. კ-მა, ა. ჰ-მა, ნ. ბ-მა, მ. დ-ემ, გ. ბ-მა, ა. ა-მა, ე. პ-ემ, თ. დ-მა, თ. ლ-ამ, რ. თ-ემ, ნ. გ-მა, რ. გ-მა, ი. მ-მა (ი. მ-ის უფლებამონაცვლე), ი. ქ-მ, ს. ი-მა, გ. მ-მა, ი. გ-მა, მ. ქ-ემ, გ. მ-მა, ი. მ-ემ, გ. ც-მა, თ. დ-მა, ე. ს-მა, თ. ს-მა, თ. ს-მა, თ. ტ-მა, ი. ს-მა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი ა. ა-ის მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად. იბა „ა. ჩ.“ წევრს ი. ს-ს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი ან ი. ს-ის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილი ადვოკატის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი.
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში ი. ს-ის წარმომადგენელმა თ. გ-ემ სასამართლოში წარმოადგინა მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი და მინდობილობის დამოწმებული ასლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით ი. ს-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი ან ი. ს-ის მიერ თ. გ-ის სახელზე გაცემული, ბელგიის სამეფოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, სათანადო წესით (აპოსტილით) დადასტურებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით ი. ს-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი ან ი. ს-ის მიერ თ. გ-ის სახელზე გაცემული, ბელგიის სამეფოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, სათანადო წესით (აპოსტილით) დადასტურებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად.
ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში არსებულ მისამართზე - თბილისი, ა. გამზ. .., ბ. 10. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებით დგინდება რომ, გზავნილი 2019 წლის 16 ივლისს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს, დეიდას - ნ. ი-ს (ტ. 15, ს.ფ. 325).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული თხუთმეტდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2019 წლის 17 ივლისს და ამოიწურა 2019 წლის 31 ივლისს.
ვინაიდან ამ დროის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. იბა „ა. ჩ.“ წევრის ი. ს-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური