საქმე №ას-932-2019 16 სექტემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მთვარისა ციმინტიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. კასატორს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ხსენებულ განჩინებაში სახელწმიფო ბიუჯეტის რეკვიზიტი, სახაზინო კოდი მითითებულია „300183150“ ნაცვლად „300773150“.
2019 წლის 12 აგვისტოს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა გ. გ-ემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, „300773150-ის“ ნაცვლად არასწორადაა მითითებული „300183150“ რაც წარმოადგენს უსწორობას და უნდა გასწორდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ც-ას წარმომადგენელ გ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს №ას-932-2019 განჩინებაში დაშვებული უსწორობა.
3. განჩინებაში მითითებული სახელწმიფო ბიუჯეტის რეკვიზიტი, სახაზინო კოდი „300183150“ გასწორდეს „300773150“.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე