საქმე №ას-320-303-2017 14 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ა–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ლ.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 12-14 ოქტომბრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორმა ა.პ–მა კორპორაცია ქოლორის მენაბრეთა ჯგუფის რწმუნებულს ნ.გ–ძეს გადასცა კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ ბალანსზე რიცხული მეძროხეობის კომპლექსში მდებარე ერთი ფერმა; სახბორე; აგურის ქარხანა და რძის მიმღები მაცივარი; მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 12-14 ოქტომბრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორმა ა.პ–მა კორპორაცია ქოლორის მენაბრეთა ჯგუფის რწმუნებულს ნ.გ–ძეს გადასცა კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ ბალანსზე რიცხული შემდეგი უძრავი ქონება: კომპლექსი საძროხეები; შიდა მოწყობილობა; სამშობიარო შენობა; კორმის ცეხი; მაცივარი ოთახი; საცხოვრებელი სახლი; სან.გამტარი; კაჩეგარია; ხელოვნური დათესვის ოთახი; სასენაჟე ტრანშეები; ელ. მოტორის შენობა; ბინების ფურნე; წყლის გაყვანილობა; სასენაჟე; სასენაჟე; სასენაჟე; წყლის ნავი; ვენახი ალაზანზე - 135 ჰა; აგურის ქარხანა: ა) აგურის ქარხნის საცხოვრებელი სახლი; ბ) აგურის ქარხნის საცხოვრებელი სახლი; გ) აგურის ქარხნის საცხოვრებელი სახლი; დ) ქურა აგურის ქარხნის; დ) საშრობი ფარდული; ე) საშრობი ფარდული; ვ) თიხის ამრევი მოწყ. დაზგა; ზ.) რეზერვუარები 25 და 12 ტ; თ) საშრობი ფარდული; საწყობი; მეღორეობის ფერმა; საცხოვრებელი სახლი; მეღორეობის ფერმა, საცხოვრებელი სახლი; მეღორეობის ფერმა, საცხოვრებელი სახლი; წისქვილთან მდებარე საწყობი; საწყობის შენობის ნარჩენი; აფთიაქი; მეცხოველეობის კომპლექსი იზოლატორი; დანარჩენ ნაწილში დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
2. 2017 წლის 3 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას უსწორობის გასწორების შესახებ განცხადებით მიმართა ლ.ა–მა. განმცხადებელი უთითებდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ.ა–ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 12-14 ოქტომბრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორმა ა.პ–მა კორპორაცია ქოლორის მენაბრეთა ჯგუფის რწმუნებულს ნ.გ–ძეს გადასცა კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ ბალანსზე რიცხული მეძროხეობის კომპლექსში მდებარე ერთი ფერმა; სახბორე; აგურის ქარხანა და რძის მიმღები მაცივარი. საქმეში განთავსებულია დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 10 სექტემბრის განჩინება, რომლითაც ლ.ა–ს მიეკუთვნა ქონება. მიკუთვნებულ ქონებასა და გადაწყვეტილებაში მითითებულს შორის არის სხვაობა. კერძოდ, ლ.ა–ს მიეკუთვნა: 1. მეძროხეობის კომპლექსში მდებარე ერთი ფერმა ღირებული 2300 ლარად, 2. სახბორე ღირებული 1500 ლარად, 3. აგურის ქარხანა ღირებული 8900 ლარად, 4. რძის მიმღები მაცივრის ოთახი ღირებული 857 ლარად, 5. ავტომანქანა გაზ 66 ღირებული 500 ლარად, 6. ხორბლის სათესი ღირებული 650 ლარად, 7. ავტომანქანა კავზი ღირებული 500 ლარად, 8. ტრაქტორი ტ. 25 ღირებული 400 ლარად, 9. მტ.ზ - 80 და მისი ლაფეტი ღირებული 1000 ლარად - სულ საერთო ღირებულებით 16 050 ლარი.
3. განმცხადებელი უთითებდა, რომ გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტში ქონება არასწორადაა ჩამოთვლილი. კერძოდ, მითითებულია მხოლოდ აგურის ქარხანა და არ ერთვის ჩამონათვალი, რას მოიცავს აგურის ქარხანა, უნდა იყოს მითითებული როგორც არის 1999 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტში ,,აგურის ქარხანა: ა) აგურის ქარხნის საცხოვრებელი სახლი - 360; ბ) აგურის ქარხნის საცხოვრებელი სახლი - 200; გ) აგურის ქარხნის საცხოვრებელი სახლი - 400; გ) ქურა აგურის ქარხანაში - 5000; დ) საშრობი ფარდული 1000; ე) საშრობი ფარდული 850; ვ) თიხის ამრევი მოწყ. დაზგა 150; ზ) რეზერვუარები 25 და 12 ტონ. 400, საშრობი ფარდული 1000“, რძის მიმღები, მაცივრის ოთახის“ ნაცვლად მითითებულია ,,რძის მიმღები მაცივარი“.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.
5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განჩინებაში უსწორობის გასწორების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ზეპირი მომენის გარეშე.
7. სასამართლომ განმარტა, რომ განცხადება გადაწყვეტილებაში უსწრობის გასწორების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საფუძვლიანი, თუ დადასტურდება გადაწყვეტილებაში უსწორობის ან აშკარა არითმეტიკული შეცდომის არსებობა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ.ა–ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 12-14 ოქტომბრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ დირექტორმა ა.პ–მა კორპორაცია ქოლორის მენაბრეთა ჯგუფის რწმუნებულს ნ.გ–ძეს გადასცა კოოპერატივ „ქ.ქ–ის“ ბალანსზე რიცხული მეძროხეობის კომპლექსში მდებარე ერთი ფერმა; სახბორე; აგურის ქარხანა და რძის მიმღები მაცივარი.
9. ლ.ა–ი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის იმგავარად ჩამოყალიბებას, რომ მითითებულ იქნას, თუ რას მოიცავს აგურის ქარხანა.
10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 10 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეებს: ლ.ა–სა და დედოფლისწყაროს რაიონის კოოპერატივ „ქ.ქ–ს“ შორის დადებული მორიგების ხელწერილი სხვადასხვა დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების (ღირებულებით 16050 ლარი) გადაცემის შესახებ, კერძოდ, ლ. არაბულს გადაეცა შემდეგი ქონება: 1. მეძროხეობის კომპლექსში მდებარე ერთი ფერმა; 2. სახბორე; 3. ავტომანქანა გაზ.66; 4. ხორბლის სათესი; 5. აგურის ქარხანა; 6. ავტობუსი კავზი; ტრაქტორი ტ. 25; 7. მტზ. 80 და მისი მისაბმელი; 8. რძის მიმღები მაცივარი.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.ა–ის იურიდიული ინტერესის ფარგლები მოიცავდა 16050 ლარის ღირებულების შემდეგი ქონების: 1. მეძროხეობის კომპლექსში მდებარე ერთი ფერმა; 2. სახბორე; 3. ავტომანქანა გაზ.66; 4. ხორბლის სათესი; 5. აგურის ქარხანა; 6. ავტობუსი კავზი; ტრაქტორი ტ. 25; 7. მტზ. 80 და მისი მისაბმელი; 8. რძის მიმღები მაცივარი, - გადაცემის ნაწილში სადავო მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობას.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, , რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობები.
13. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ა–მა, მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ლ.ა–ის განცხადების დაკმაყოფილება, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებულია უსწორობა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ის ქონება, რომელ ნაწილშიც დაკმაყოფილდა სარჩელი მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, რაც ამ განჩინების 10-12 პუნქტებშია ასახული და დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინება კანონიერია, რადგან ამავე სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში არ არის ლ.ა–ის მიერ მითითებული უსწორობა დაშვებული. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ა–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე