Facebook Twitter

საქმე №ას-679-679-2018 23 აპრილი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების შეწყვეტა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს ,,ლ.ბ–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, ბანკი, გამსესხებელი, კრედიტორი ან კასატორი) და ნ.გ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, სოლიდარული თავდები ან მსესხებელი) შორის, 2014 წლის 26 აგვისტოს, გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკმა 9100 ლარის სესხი გასცა მსესხებელზე, 36 თვის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% (იხ. ს. ფ. 17-23).

2. ბანკსა და ლ.მ–ს (შემდეგში: მეორე მსესხებელი ან ძირითადი მოვალე) შორის, 2015 წლის 3 ივნისს, გაფორმდა საბანკო კრედიტის №... ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელმა 9 500 ლარის სესხი გასცა მეორე მსესხებელზე, 36 თვის ვადით, წლიური 30%-ის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% (იხ. ს.ფ. 47-52).

3. სოლიდარული თავდებობის შესახებ წერილობითი განცხადებით მოსარჩელე ძირითად მოვალეს სოლიდარულ თავდებად დაუდგა. აღნიშნულით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება ბანკის წინაშე 2015 წლის 3 ივნისის №1181884 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უზრუნველეყო ბანკის სასარგებლოდ არსებული სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მსესხებლის მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების, და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი (იხ. ს. ფ. 55-56).

4. გამსესხებლის მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს გაცემული №360 ცნობის თანახმად, 2016 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, მოსარჩელის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენდა: სესხის ძირითად თანხას - 2660,25 ლარს; პროცენტს - 61,06 ლარს; ჯარიმას - 10,75 ლარს; სალომბარდე სესხს; მიმდინარე კრედიტს -410 ლარს და 206 ლარს (იხ. ს. ფ. 30).

5. ბანკის მიერ გაცემული ამონაწერით მირანდა წაქაძის (შემდეგში: თავდები) ანგარიშების შესახებ, დადგენილია, რომ მისი ანგარიშიდან ხდებოდა მოსარჩელის სესხის დაფარვა. კერძოდ: 2016 წლის 25 იანვარს324 ლარია გადახდილი; 2016 წლის 25 თებერვალს - 324 ლარი; 2016 წლის 25 მარტს - 324 ლარი; 2016 წლის 25 აპრილს - 325 ლარი; 2016 წლის 25 მაისს - 325 ლარი (იხ. ს.ფ. 127-128).

6. მოსარჩელემ 2016 წლის 24 ნოემბერს განცხადებით მიმართა ბანკს და აცნობა, რომ წინსწრებით 3 076 ლარს გადაიხდიდა (იხ. ს. ფ. 129).

7. საქმის მასალებშია 2016 წლის 24 ნოემბრის #5122560385 შემოსავლის ორდერი, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ მოსარჩელემ საკუთარ ანგარიშზე 3 068.05 ლარი შეიტანა (იხ. ს. ფ. 31).

8. სარჩელის საფუძვლები

8.1. მსესხებელმა 2017 წლის 27 იანვარს სარჩელით მიმართა სასამართლოს გამსესხებლის წინააღმდეგ და ბანკისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა, კერძოდ მოთხოვნა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: მსესხებლის მიერ 24.11.2016 წელს შეტანილი თანხიდან არასწორად ტრანზაქცირებული 2753.03 ლარი 24.11.2016 წლიდან კრედიტორმა მიიღოს კრედიტის ვადაზე ადრე ძირითადი თანხისა და 2%-იანი პირგასამტეხლოს დასაფარად ისე, როგორც ეს კლიენტმა მიუთითა ბანკს მიმდინარე ანგარიშიდან გადარიცხვის დანიშნულებაში; გაუქმდეს პროცენტისა და ჯარიმის დარიცხვა, რაც განხორციელდა 24.11.2016 წლიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე (აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა იმ ფორმით, რაც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და შესაბამისად, მსესხებლის მიერ ვალის დაფარვის საფუძვლით, შეწყვეტილ იქნას მასსა და ბანკს შორის 2014 წლის 26 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება №420/0002/2014/18208.

8.2. მოსარჩელე (მსესხებელი) მისი პირადი მიმდინარე საბანკო ანგარიშიდან აწარმოებდა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ სესხზე გადახდებს.

8.3. ბანკის თანამშრომელმა 2016 წლის იანვარში მსესხებელს აცნობა, რომ მისი ანგარიში იყო დაბლოკილი იმ საფუძვლით, რომ ძირითადი მოვალე (იხ. ამ განჩინების მეორე პუნქტში დასახელებული სესხის ხელშეკრულება) ვერ აწარმოებდა გადახდას, რადგან მეორე მსესხებელი 2015 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა.

8.4. ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით, მოსარჩელე პირადი სესხის დაფარვას აწარმოებდა თავდების (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) მიმდინარე ანგარიშის მეშვეობით.

8.5. ბანკმა 2016 წლის 5 მაისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, აწ გარდაცვლილი ძირითადი მოვალის თავდებების, მათ შორის განსახილველი დავის მოსარჩელის, როგორც სოლიდარული თავდების წინააღმდეგ, რის შემდეგადაც დავის სასამართლოში გადანაცვლების შემდეგ ბლოკი მოეხსნა სოლიდარული თავდების (მოსარჩელის, მსესხებლის) მიმდინარე ანგარიშს.

8.6. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებამდე, დავის განმავლობაში ბანკი იძულებით აღსრულებას ვერ აწარმოებდა, რის შესახებაც სესხის ოფიცერმა აცნობა მოსარჩელეს (მსესხებელს) და განუმარტა იმის თაობაზე, რომ მას შეეძლო პირადი სესხის დაფარვა ეწარმოებინა საკუთარი მიმდინარე ანგარიშიდან, რადგან მისი ანგარიში აღარ იყო დაბლოკილი.

8.7. მსესხებელმა საკუთარი ანგარიშიდან უზრუნველჰყო პირადი სესხის დაფარვა 2016 წლის 25 ივნისიდან - 2016 წლის 25 ოქტომბრამდე და განიზრახა ვალდებულების ვადემდე სრულად შესრულება.

8.8. ბანკის კრედიტ-ოფიცრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მსესხებლის განმარტებით, ამ უკანასკნელის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, ვადაზე ადრე დაფარვის 2%-თან ერთად, სულ 3068.05 ლარს შეადგენდა. მოსარჩელემ 2016 წლის 24 ნოემბერს წერილობით მიმართა გამსესხებელს (ბანკს) პირად სესხზე ვალდებულების ვადამდე შესრულებისა და კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის მოთხოვნით და სესხის სრულად ვადამდე დასაფარად მიმდინარე ანგარიშზე შეიტანა 3068.05 ლარი, საიდანაც, როგორც მისი მიმდინარე ანგარიშიდან გადარიცხვებით, ირკვევა, 2016 წლის 25 ნოემბერს 264,22 ლარი მოხმარდა კრედიტის დაფარვას - ძირითად თანხას, ხოლო 59,45 ლარი - კრედიტის დაფარვას - პროცენტს, დარჩენილი 2753.03 ლარიდან კი 2016 წლის 30 ნოემბერს - 1300.00 ლარი, ხოლო 2016 წლის 2 დეკემბერს - 1453.03 ლარი, როგორც ამავე წლის 25 დეკემბერს კრედიტ-ოფიცრისაგან მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი,გარდაცვლილი მეორე მსესხებლის სესხის ძირითადი თანხის დაფარვას მოხმარდა.

8.9. ბანკმა გასცა ცნობა, რომლის მიხედვით, 2016 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებელს გამსესხებლის მიმართ ერიცხება დავალიანება პირად სესხზე 2660,25 ლარის ოდენობით (პროცენტი-61,06 ლარი, ჯარიმა-10.75 ლარი), ხოლო პროცენტი და ჯარიმა ყოველდღიურად ერიცხება.

8.10. მოსარჩელის განმარტებით, ბანკი არაკეთილსინდისიერად მოიქცა, რადგან ეს უკანასკნელი, როგორც კრედიტორი, შეუთანხმდა მას, როგორც კლიენტს, პირადი სესხის ვადაზე ადრე გადახდის თაობაზე, ასევე გადაახდევინა სესხის ვადაზე ადრე დაფარვის პირგასამტეხლო 2 % და შეგნებულად არ მიიღო შესრულება დროულად. მოგვიანებით კი, ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა თანხა და მიმართა სხვა სესხის დასაფარად, რომლის თაობაზეც სასამართლოში მიმდინარეობს მხარეებს შორის დავა, რითაც ზიანი მიაყენა მსესხებელს..

8.11. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 364-ე, 387-ე, 427-ე, 390-ე, 391-ე, 392-ე, 408-ე მუხლებზე.

9. მოპასუხის შესაგებელი

9.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მსესხებელმა, როგორც სოლიდარულმა თავდებმა იკისრა მეორე მსესხებლის, აწ გარდაცვლილი ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება. კლიენტის ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხა სრულად შეესაბამებოდა მოსარჩელის მიერ სოლიდარული თავდებობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების მოცულობას.

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მსესხებლის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბანკს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელდობრ განისაზღვრა, რომ მსესხებლის მიერ 24.11.2016 წელს შეტანილი თანხიდან კრედიტორის მიერ არასწორად ტრანზაქცირებული 2753.03 ლარი 24.11.2016 წლიდან ბანკმა მიიღოს კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის ანგარიშში, ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს 2%-ის სახით, როგორც ეს მითითებულია მოსარჩელის, როგორც ბანკის კლიენტის, მიმდინარე ანგარიშიდან გადარიცხვის დანიშნულებაში, ასევე გაუქმდა პროცენტისა და ჯარიმის დარიცხვა, რაც განხორციელდა 24.11.2016 წლიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე (აღდგა პირვანდელი მდგომარეობა იმ ფორმით, რაც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და შეწყდა მოსარჩელესა (მსესხებელსა) და მოპასუხეს (ბანკს) შორის 2014 წლის 26 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება №420/0002/2014/18208 ვალის დაფარვის საფუძვლით.

10.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და სსკ-ის 317-ე, 387-ე, 390-ე, 391-ე, 393-ე, 867-ე, 361-ე, 427-ე მუხლებითი იხელმძღვანელა.

11. ბანკის სააპელაციო საჩივარი

11.1. ბანკმა (გამსესხებელმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და მიუთითა მასზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

12.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 387-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება და ის, რაც შესრულდა, თუ არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს. სააპელაციო სასამართლომ მოცემული ნორმის შინაარსის განმარტებისას მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზგასმით აღინიშნულიყო, რომ შესრულების ერთგვაროვნება გულისხმობს შესრულების საგნის ერთგვაროვნებას. ამდენად, სსკ-ი შესრულების არჩევანის პრიორიტეტს მოვალეს ანიჭებს. ამ პრიორიტეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საეჭვო გარემოებებისას უპირატესობა ენიჭება სამართლებრივი ტვირთის მატარებელ მხარეს. ამიტომაცაა, რომ მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა, თვითონ გადაწყვიტოს ჯერ რომელი ტვირთი მოიხსნას, იმისდა მიუხედავად, შედის თუ არა ეს კრედიტორის ინტერესებში, რომლის მოთხოვნის უფლების დაყენება მოვალის არჩევანის უფლებაზე წინ, მოხმობილი ნორმის თანახმად, შეუძლებელია. ამასთან უნდა განიმარტოს, რომ აღნიშნული ნორმა გავრცელებას ჰპოვებს ნებისმიერ შემთხვევაში, დასაფარი ვალდებულების რიგითობის მიუხედავად, ამდენად, არ აქვს მნიშვნელობა იმას, ვადაგადაცილებული ვალდებულების, თუ ვალდებულების ვადამდე შესრულება სურს მოვალეს. ამდენად, როდესაც შესრულება არაა საკმარისი ყველა ვალის დასაფარად, დაიფარება ის ვალდებულება, რომელზედაც მოვალე შეაჩერებს არჩევანს.

12.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის სამართლებრივი შეფასება იმის თაობაზე, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა უნდა მოწერიგდეს სსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც თუ რამდენიმე ვალდებულებიდან უნდა შესრულდეს ერთ-ერთი (ალტერნატიული ვალდებულებანი), არჩევის უფლება აქვს მოვალეს, თუკი ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, რადგან განსახილველი შემთხვევა არ წესრიგდება მითითებული ნორმით. სახელდობრ, ალტერნატიული ვალდებულება, როგორც თავად მისი სახელწოდება და სიტყვასიტყვითი განმარტება გულისხმობს, მაშინაა სახეზე, როდესაც ერთი შესრულების გვერდით არსებობს მისი ალტერნატიული შესრულება, რომელთაგანაც რეალურად შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთ-ერთი. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, თუ რომელი საგნით შესრულდება ვალდებულება ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ხელშეკრულების მხარე რომელ მათგანს აირჩევს. ამდენად, მოცემული ნორმა აწესრიგებს ერთი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ალტერნატიულად შესრულებისა და არა სხვადასხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი ვალდებულებების შესრულების საკითხს.

12.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და შესაბამის მტკიცებულებებსსწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სსკ-ის 364-ე, 391-ე, 393-ე, 427-ე მუხლები) და სწორად განმარტა, რომ მსესხებლის მიერ პირნათლად შესრულდა ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, რაც კრედიტორის (მოპასუხე) მხრიდან არ იქნა შესრულებული, ასევე, სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა ის ზიანი, რაც მიადგა ბანკის ბრალეული გადაცდომის გამო, კერძოდ, აღდგენილ უნდა ყოფილიყო პირვანდელი მდგომარეობა და მოსარჩელეს უნდა გაუქმებოდა პროცენტისა და ჯარიმის დარიცხვა, ვინაიდან მას ბანკის მიმართ დავალიანება აღარ ჰქონდა 2016 წლის 24 ნოემბრიდან და, შესაბამისად, ბანკს უფლება არ ჰქონდა, მისგან პროცენტი მიეღო. ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების გამო, შემწყდარიყო მასსა და ბანკს შორის 2014 წლის 26 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება.

13. ბანკის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. ბანკმა (გამსესხებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმებისა და მსესხებლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

13.2. კასატორის განმარტებით msesxebლის angariSidan Tanxis CamoWra ganxorcielda kanoniT dadgenili wesiT da mxareTa Soris xelSekrulebebiT SeTanxmebuli pirobebis Sesabamisad.

13.3. კასატორი აღნიშნავს, რომ msjelobisas sasamarTlom gamoiyena is kanoni, romelic ar unda gamoeyenebina (ssk-is 387-e, ssk-is 427-e, ssსk-is 390-e, 391-e, 393-e, 427-e, 37-e, 53-e muxli), რის გამოც ver moxda arsebiTad swori gadawyvetilebis miReba da aseve ar gamoiyena is kanoni, romelic unda gamoeyenebina am saqmeze swori samarTlebrivi Sefasebebis gasakeTeblad (ssk-is 316-e, 317-e, 417-e; 418-e, 625-e, 868-e, 895-e, me-400, 374-e muxlebi), winaaRmdeg SemTxvevaSi, saqmeze miRebul iqneboda arsebiTad sxva gadawyvetileba. aRniSnuli ki gasaCivrebuli gadawyvetilebis gauqmebis absoluturi safuZvelia.

13.4. ssk-is 895-e muxlisa da banksa da მოსარჩელეს Soris gaformebuli solidaruli Tavdebobis Sesaxeb #1181884-53001026357 xelSekrulebis 3.3, 3.4, 3.5 punqtebis mixedviT, banki uflebamosilia, daikmayofilos moTxovna uSualod Tavdebisgan msesxeblis mimarT iZulebiTi aRsrulebis mcdelobis gareSe da im SemTxvevaSi, Tu saxezea msesxeblis mier gadaxdis vadis gadacileba, misi (Tavdebis) damatebiTi aqceptis gareSe, CamoWras xelSekrulebiT gaTvaliswinebuli yvela gadasaxdeli da bankis mier gaweuli yvela xarji. swored mxareTa Soris, SeTanxmebuli es piroba gaxda safuZveli imisa, rom bankma, ganaxorciela მოსარჩელის pirad angariSze arsebuli Tanxis CamoWra da Tavdebobidan gamomdinare valdebulebis nawilis dafarva (2753.03 laris farglebSi).

13.5. rac Seexeba sasamarTlos miTiTebas ssk-is 387-e muxlze, romliTac movales ufleba aqvs, TviTon gansazRvros valdebulebis dafarvis rigiToba, კასატორი აღნიშნავს, rom am normis mixedviT, movales SeuZlia gadawyvitos dasafar valdebulebis rigiToba, Tu Tanxis Setanis momentSi, yvela maTganis samarTlebrivi statusi identuria, anu arc erTi araa vadagadacilebaSi da Tanxis moTxovnaze/maT Soris uaqceptod CamoWraze bankis uflebamosileba araa amoqmedebuli. swored maSin eniWeba movalis nebas upiratesoba, gaarkvios, romeli vali dafaros, rodesac sxva piris uflebamosileba da ufro meti gadametebuli interesi araa saxeze.

13.6. mocemul SemTxvevaSi ki faqtia, movalem airCia im valis dafarva, rac piradad misi problema iyo da amiT ecada, Tavi aeridebina im sesxis dafarvisaTvis, razec vadagadacilebaSi myofi sesxis solidarulad valdebuli piri iyo. aseT dros ki calsaxad Semodis kreditoris uflebamosilebis momniWebeli muxlebis regulaciebi (sakreditos specifikuri muxlebi), rac movalisa da kreditoris uflebaTa/interesTa koliziisas, aSkarad kreditoris sasargeblod unda gadawydes, radgan sxvanairad gamova, rom kanonmdebloba da aseve sasamarTloc xels uwyobs valdebulebis darRvevis xelSewyobas da kreditors arTmevs uflebas, misTvis xelSekrulebiTa da kanoniT miniWebuli uflebamosilebebi daikmayofilos maSin, rodesac amis piroba arsebobs.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის (ბანკის) საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

18. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით (სსსკ-ის 407-ე მუხლი), რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის და, უწინარესად, იმას აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება სწორად და დასაბუთებულად აქვს გამოკვლეული და დადგენილი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია 861-ე მუხლი, რომლის თანახმად: “საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში“.

19. საქმის მასალებით და იმ მოვლენების ქრონოლოგიით, რაც წინამდებარე განჩინების 8.7-8.9 ქვეპუნქტებშია მითითებული, დასტურდება, რომ მსესხებელმა საკრედიტო დავალიანების წინსწრებით დაფარვის ნება გამოავლინა, განცხადებით მიმართა ბანკს და წინსწრებით გადახდის საკომისო 2 %-იც გაითვალისწინა იმ თანხაში, რაც საკუთარ ანგარიშზე განათავსა და მისი პირადი დავალიანების დაფარვისაკენ მიმართა (სსკ-ის 861-ე მუხლი), რითაც (ვალდებულების წინსწრებით დაფარვით) ხელშეკრულების შეწყვეტის ნება გამოხატა (სსკ-ის 427-ე, 631.2-ე მუხლები). საქმის მასალებით დადგენილია, რომ სხვა ხელშეკრულებით მოპასუხე ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სოლიდარული თავდები იყო (იხ. ამ განჩინების მესამე პუნქტი), თუმცა, ამ ვალდებულებიდან გამომდინარე, სოლიდარულ თავდებს რაიმე შეტყობინება არ მიუღია. სწორედ ამიტომ, დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ სოლიდარული თავდები ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას ცდილობდა (შდრ. სუსგ #ას-357-333-2017, 14.07.2017 წ.).

20.. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: „სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესით - სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და იმანენტურ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპის განმარტება იხ., სუსგ საქმე # ას-264-250 2-15, 18 მაისი 2016 წელი№ას-570-541-2015,11 ნოემბერი, 2015 წელი)“.

20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შეფასებებს სსკ-ის 374-ე და 387-ე მუხლებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სსკ-ის 374-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე ვალდებულებიდან უნდა შესრულდეს ერთ-ერთი (ალტერნატიული ვალდებულებანი), არჩევის უფლება აქვს მოვალეს, თუკი ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ალტერნატიულ ვალდებულებებში ერთი შესრულების გვერდით არსებობს მეორე ალტერნატიული შესრულება, რომელთაგან რეალურად შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთ-ერთი. ის თუ, რომელი საგნით შესრულდება ვალდებულება, დამოკიდებულია ხელშეკრულების მხარის (მოვალის ან კრედიტორის) არჩევანზე.

21. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 859-ე მუხლს მოიხმობს, რომლის თანახმად: „1. ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩარიცხოს ანგარიშში. 2. შესაძლებელია ანგარიშის მფლობელის მითითების საფუძველზე იგივე ოპერაციები განხორციელდეს ნაღდი ფულით. 3. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშის მფლობელს შეიძლება დაეკისროს მომსახურების ხარჯების გადახდა“. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ის 859-ე და 861-ე მუხლების საფუძველზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განხორციელებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საბანკო მომსახურების (ანგარიშის გახსნის) შესახებ შეთანხმების არსებობა; ბ) ბანკის მიერ მოსარჩელისათვის ფულადი სახსრების აღრიცხვის მიზნით მიმდინარე ანგარიშის გახსნა; გ) მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ანგარიშიდან N… ლარის მოსარჩელის თანხმობის გარეშე ჩამოწერა (იხ. სუსგ # ას-963-921-2013, 15.07.2016წ; შდრ. # ას-74-72-2014, 05.05.2014წ.). საბანკო დაწესებულება ანგარიშის გახსნასა და მომსახურებას ორმხრივი ნების გამოვლენის, ანუ ხელშეკრულების, საფუძველზე ახორციელებს. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა და დადგენილია, რომ მოსარჩელესა და ბანკს შორის საბანკო მომსახურების (ანგარიშის გახსნის) შესახებ შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულება საქმეში წარდგენილია, მსესხებელმა ბანკისაგან მოითხოვა ინფორმაცია მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის შესახებ, გამოავლინა ამ ვალდებულების წინსწრებით შესრულების (თანხის სრულად გადახდის) ნება, კონკრეტული თანხა შეიტანა საკუთარ ანგარიშზე და საკრედიტო დაწესებულებას მიუთითა, თუ რა სახის ვალდებულების შესასრულებლად უნდა განხორციელებულიყო ანგარიშის მფლობელის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა, რისთვისაც საკრედიტო დაწესებულებასთან ხელმოწერილი სახელშეკრულებო პირობის თანახმად, ვალდებულების წინსწრებით შესრულების საკომისიოც 2% გადაიხადა. მიუხედავად ანგარიშის მფლობელის მიერ მკაფიოდ გამოვლენილი ნებისა და მითითებისა საბანკო დაწესებულებისადმი, ამ უკანასკნელმა არასწორი ტრანზაქციით, ანგარიშის მფლობელის მიერ საკუთარ ანგარიშზე შეტანილი თანხა თვითნებურად მიმართა სხვა ვალდებულების დასაფარად, რითაც დაარღვია სსკ-ის 861-ე მუხლის მოთხოვნა(იხ. ამ განჩინების 12.5 ქვეპუნქტი).

22. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

23. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, საკასაციო საჩივარი დასაბუთებულად მიეჩნია, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

24. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ლ.ბ–ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე