Facebook Twitter

საქმე №ა-4155-შ-117-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – უ. ო-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის ანკარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის ანკარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. გ-სა და უ. ო-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

ნ. გ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის ანკარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 15 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ნ. გ-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა თურქეთის ანკარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის შუამდგომლობა თურქეთის ანკარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის ანკარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. გ-სა და უ. ო-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 15 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ნ. გ-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის ანკარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის შუამდგომლობა თურქეთის ანკარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის ანკარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-სა და უ. ო-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე