Facebook Twitter

საქმე №ა-4141-შ-114-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ო. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ნ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით შეწყდა ო. ქ-სა და ე. ნ-ს შორის ქ.თბილისის №... ქორწინების სახლში 2011 წლის 7 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება.

ო. ქ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია კანადის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობის ავტორმა ასევე წარმოადგინა ეკატერინე ნაპირელის სათანადოდ დამოწმებული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ მისთვის ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლო იხილავს მისი ყოფილი მეუღლის – ო. ქ-ის შუამდგომლობას და იგი თანახმაა, რომ კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ო. ქ-ის შუამდგომლობა კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ომარ ქევხიშვილის შუამდგომლობა კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით შეწყდა ო. ქ-სა და ე. ნ-ს შორის ქ.თბილისის №... ქორწინების სახლში 2011 წლის 7 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია კანადის ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ქ-ის შუამდგომლობა კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას კანადის ონტარიოს უმაღლესი სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც 2011 წლის 7 სექტემბერს ო. ქ-სა და ე. ნ-ს შორის ქ.თბილისში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე