საქმე №ზ-318-ა-15-2019 19 სექტემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საქმეზე – სს „ს. ბ.“ სარჩელის გამო, შ. ბ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო თანხის დაკისრების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საკასაციო სასამართლოს გადმოეცა შ. ბ-ის კერძო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებებზე.
საქართველოს უაზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით, ვინაიდან მხარეს დარღვეული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის ვადა, მისი კერძო საჩივრები დარჩა განუხილველად.
საკაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შ.ბ-ემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და საქმის განხილვისაგან მოსამართლე ბესარიონ ალავიძის აცილება.
საკასაციო პალატა მოსამართლის აცილების საკითხს საქმის განხილვის ამ ეტაპზე რეაგირების გარეშე ტოვებს რადგანაც მან 2019 წლის 19 სექტემბრის #ზ-317-ა-14-2019 განჩინებაში იმსჯელა ამ შუამდგომლობაზე და არ დააკმაყოფილა იგი, წინამდებარე განცხადებაში კი, მხარეს მოსამართლის აცილების იგივე საფუძველი აქვს მითითებული, შესაბამისად, აღარ არსებობს შუამდგომლობის განმეორებით შეფასების საკითხი.
რაც შეეხება საქმის წარმოების განახლებას, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრების განუხლილევად დატოვება არასწორი იყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას;
ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება;
გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე;
დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე;
ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მითითებული საქმის წარმოების განახლების შესახებ ფაქტობრივი საფუძველი ფორმალური თვალსაზრსითაც კი არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების საფძველს, რაც განცხადების დაუშვებლად ცნობის წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე