№ა-1768-შ-45-2019 15 ივლისი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ყ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ყ–ი
განხილვის საგანი – ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ყ–ს, დაბადებულს 1989 წლის 21 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკის ლაგოდეხის რაიონის სოფელ ....., ა.პ. ასულ ყ–ის (დაბადებულს 1980 წლის 11 თებერვალს, მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის მაცხოვრებელს, მცხოვრებს: მინსკის ოლქის იაბლონოვკა-სტოლბცის რაიონში, ....., პასპორტი MC ..., გაცემული 2014 წლის 13 ოქტომბერს მინსკის ოლქის სტოლბცის როდვ-ის მიერ, ს/ნ ......), არასრულწლოვანი შვილის ვ. ნ. ასულ ყ–ის (დაბადებული 2017 წლის 25 აგვისტოს) სასარგებლოდ 2018 წლის 16 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად ხელფასის ან სხვა ნებისმიერი სახის შემოსავლის 25%-ის გადახდა, ამასთან შრომისუნარიანი მშობლის ალიმენტის მინიმლური ოდენობა თვეში უნდა შეადგენდეს ერთ ბავშვზე საშუალოდ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ისა.
2. ა.ყ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით ა.ყ–ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ყ–ს, დაბადებულს 1989 წლის 21 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკის ლაგოდეხის რაიონის სოფელ ......, ა.პ. ასულ ყ–ის (დაბადებულს 1980 წლის 11 თებერვალს, მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის მაცხოვრებელს, მცხოვრებს: მინსკის ოლქის იაბლონოვკა-სტოლბცის რაიონში, ......, პასპორტი MC ....., გაცემული 2014 წლის 13 ოქტომბერს მინსკის ოლქის სტოლბცის როდვ-ის მიერ, ს/ნ ......), არასრულწლოვანი შვილის ვ. ნ. ასულ ყ–ის (დაბადებული 2017 წლის 25 აგვისტოს) სასარგებლოდ 2018 წლის 16 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად ხელფასის ან სხვა ნებისმიერი სახის შემოსავლის 25%-ის გადახდა, ამასთან შრომისუნარიანი მშობლის ალიმენტის მინიმლური ოდენობა თვეში უნდა შეადგენდეს ერთ ბავშვზე საშუალოდ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ისა.
6. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ყ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ყ–ს, დაბადებულს 1989 წლის 21 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკის ლაგოდეხის რაიონის სოფელ ....., ა. პ. ასულ ყ–ის (დაბადებულს 1980 წლის 11 თებერვალს, მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის მაცხოვრებელს, მცხოვრებს: მინსკის ოლქის იაბლონოვკა-სტოლბცის რაიონში, ......, პასპორტი MC ....., გაცემული 2014 წლის 13 ოქტომბერს მინსკის ოლქის სტოლბცის როდვ-ის მიერ, ს/ნ ......), არასრულწლოვანი შვილის ვ.ნ. ასულ ყ–ის (დაბადებული 2017 წლის 25 აგვისტოს) სასარგებლოდ 2018 წლის 16 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად ხელფასის ან სხვა ნებისმიერი სახის შემოსავლის 25%-ის გადახდა, ამასთან შრომისუნარიანი მშობლის ალიმენტის მინიმლური ოდენობა თვეში უნდა შეადგენდეს ერთ ბავშვზე საშუალოდ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ისა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი